საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.
წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.
დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.
კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.
პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".
ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის საფეხბურთო დიდგორია!!!
დანაკლისი დიდია!!საქართველოს ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დააკლდა ჯერ კიდევ მატჩამდე,თუმცა დღს გაირკვა,რომ ნაკრებს გამოაკლდა მისი ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია,ეს ინფორმაცია ნაკრების ქომაგისთვის ნამდვილად თავზარდამცემი აღმოჩნდა,ამას დავუმატოთ ის პრობლემები რამაც ჩვენი უპირატესობა(რომელიც ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის საუკეთესოდ ჩატარებისთვის მოიპოვა)ალბათ გაანიავა....მე ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ ორგანიზებულად გულშემატკივრების შეშვება სტადიონზე შესაძლებელი იყო,თუმცა აქ კიდევ ერთხელ წავაწყდით ქართულ გულგრილობას და ბეხზემკიდიაობას,ნაკრებს წავართვით მშობლირ კედლებში ასპარეზობის უპირატესობა,რომელიც სხვათაშორის ამ ბიჭებმა დამსახურებულად მოიპოვეს,ვიღაცამ ზევით გადაწყვიტა,რომ ეს "საშიშია"პანდემიის პირობებში (აქციაზე გამოსვლა და და ერთმანეთის ცემა ტყეპა არაა საშიში)"ზატო" სტადიონის კლასტერი ავიცილეთ თავიდან,ყოჩაღ!!!!
ამ ყველაფერმა ნებსით თუ უნებლიედ ნაკრების ფეხბურთელებზე ალბათ ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა....რაც ძალიან ცუდი ამ პირობებში ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის.....არა თამაშის არა,ბრძოლის წინ!!!!
ამ ყველაფრის ფონზე "კუმ ფეხი გამოყოო" და ბატონმა ანგელოვსკიმ(ჩრ.მაკედონიის მწვრთნელი) მსუყე მსუყე კომენტარები არ დაიშურა და განაცხადა,რომ ხვალინდელი თამაში მათთვის ისტორიული არ არის,ისინი 13 ივნისს ავსტრიასთან თამაშზე ფიქრობენ და სწორედ ამ თამაშს თვლიან ისტორიულად,ანუ ჩვენ სათვალავშიც არ გვაგდებენ!!!მათი ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ უფრო შორს წავიდა და "....იღბალი მამაცთა ხვედრიაო"....(ალბათ მას ქართველების სიმამაცეზე ბერვი არაფერი სმენია)
.............ხოდა ბიჭებოოო!!!! ამ ყველაფრის ფონზე ხვალ გამოდით და იბრძოლეთ,თქვენს უკან დგას მთელი საქართველო!!!იბრძოლეთ ყოველი სანტიმეტრისთვის,იბრძოლეთ კიტესთის,ჩაკვესთის,ლევანისთის ხვიჩასთის,იბრძოლეთ საქართველოსთვის!!!!იბრძოლეთ ჯაბასთვის ჩვენი გლადიატორისთვის,იბრძოლეთ ჩვენთის,ჩვენ გვიჭრდება ეს გამარჯვებაააა!!!ხვალ აისხით აბჯარი ხელში აიღეთ მახვილი და ფარიიიიი ხო და ბიჭებოოოო!!!!
ფარით ან ფარზეე!!!!
ფარით ან ფარზე!!!!
ხვალ არის საფეხბურთო დიდგორი!!!
ხვალ ის თერთმეტეული რომელიც გამოხვალთ მოედანზე,ხართ აღმაშენებლის 200 კაციანი ავანგარდის შთამომავლები ხო და წინ!!!
წინ გამარჯვებისკენ!!!
საქართველოს გამარჯვებისკენ!!!
დიდება საქართველოს!!!!