ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
ბიჭები თბილისური მატჩის ნახვა მინდა საქართველო მაკედონიის და ვერ დავძებნე დამეხმარეთ რა
რომა
12 ნოემბერი 2020 00:09
2
პირველ არხზე 21:00 -ზე
buba
12 ნოემბერი 2020 09:10
0
Vici ro xval aris marsidan kiar vicerebi?! Wina tbilisuri tamashis naxva mindoda da vuyure movidzie.
Roma
12 ნოემბერი 2020 02:35
0
ყველა გამოხმაურება
გასკდა გული აღარ შემიძლია სულ საათს ვუყურებ ბიჭების იმედი მაქვს მჯერა ითამაშებენ თავის ფეხბურთს და ღმერთიც გადმოგვხედავს უპარტონო უმთავრობო მიუსაფარ ხალხს )))
ვატო
11 ნოემბერი 2020 23:51
1
მოკლედ თუ ხვალ საქართველომ მოიგო, ძეგლი უნდა დავუდგათ ვაისს, თან ცისფერი თვალებით:)
irakli
11 ნოემბერი 2020 21:51
6
ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო, თქვენ შემოგევლეთ ქართველებო, რაც არის ეს არის გვაკლია ძირითადის 3 მოთამაშე მაგრამ არ ჩამოვყაროთ ყურები ვიომოთ და გავიმარჯვებთ!!!!
მევარმე
11 ნოემბერი 2020 22:32
0
ნეტავ თუ გჯერავთ მართლა ვინც თამაში უნდა მოიგოს არ არის ხვიჩა გიო... ვაისი მოიგებს?მეტი არა ჩემი მტერი
dato
11 ნოემბერი 2020 21:27
64
Guli ar gaitexot! Vaisi ara, yvela ertad movigebt! Upali shegvewios!
Zura
11 ნოემბერი 2020 21:46
0
დღეს ყველა ემზადება ხვალინდელი ისტორიული თამაშისთვის,ყველა საფეხბურთო კლუბმა უსურვა წარმატება ნაკრებს გარდა ნაცსექტა გუნდის ხემძღვანელობისა,როგორ უნდა იყო ასეთი ბოღმა? მაგრამ ნაც ხროვასგან არაფერი არ არის ფასაკვირი,ამიტომაც ვერასდროს ვერ იქნებიან საპრიზო ადგილშიც,,მგონი გაუხარდებათ კიდევაც ნაკრბის წაგება ამნაც სექტა-წითლებს
ჯიჯი
11 ნოემბერი 2020 21:21
26
ეგრევე ჩართეს ნაც სექტა ხემძღვანელებმა თავისი ტიტუშკები, ვერ ვხდები რამ შეგაზიზღათ ასე საქართველო,ალბათ,თქვენს ჯინაზე დღეს უეჭველი მოიგებენ ჩვენი ბიჭები..არდააყოვნოთ ნაცებო დისლაიქები
jijis vinc gamoexmaura
12 ნოემბერი 2020 10:59
0
მეც შენზე არანაკლებ მეზიზღება ნაცები, მაგრამ დისლაიქი დაგიწერე. დღეს ასეთი მნიშვნელოვანი თამაშიზ წინ უადგილოა შენი კომენტარი. თუ ვინმეს საქართველოს გამარჯვება არ უნდა მას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემა აქვს და შესაცოდია, ასეთ დროს კი პოლიტიკა უკანა პლანზე გადადის.
ჯიჯის
12 ნოემბერი 2020 07:39
3
ყველა გამოხმაურება
დარწმუნებული ვარ ვაისი გააკეთებს ხვალინდელ თამაშს.მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტად ვაისის ფაქტორი აშინებს, თორემ საქართველოს ნაკრებს არასოდეს ჰყავდა სუსტი ფეხბურთელები. ვაისი გაცილებით კლასიანია, იმედია ფორტუნაც ჩვენთან იქნება
სიმართლე
11 ნოემბერი 2020 21:06
5
ბიჭებო თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გამარჯვება, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, მიდით და დაანგრიეთ ეგ მაკედონიელები, იხტიბარს არ იტეხენ და ფსიქოლოგიურ თამაშს გვეთამაშებიან თავიანთი კომენტარებით. ქართველებო წინ გამარჯვებისკენ.
ქართველი
11 ნოემბერი 2020 21:06
0
ნაკრებს ძალიან მაგარი ფეხბურთელი ყავს ზუკა დავითაშვილის სახით..ვაისი უნდა ენდოს ხვალინდელ თანაშზე და ნახავთ შედეგსაც,ძალიან დიდი შესაძლებლობების და უზომო შრომის მოყვარეა მინდორზეც,სათამაშო პრაქტიკაც ფიდი აქვს..წარმატებები ზუკა და მთელ ნაკრებს
გია
11 ნოემბერი 2020 20:48
0
"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის საფეხბურთო დიდგორია!!!
დანაკლისი დიდია!!საქართველოს ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დააკლდა ჯერ კიდევ მატჩამდე,თუმცა დღს გაირკვა,რომ ნაკრებს გამოაკლდა მისი ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია,ეს ინფორმაცია ნაკრების ქომაგისთვის ნამდვილად თავზარდამცემი აღმოჩნდა,ამას დავუმატოთ ის პრობლემები რამაც ჩვენი უპირატესობა(რომელიც ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის საუკეთესოდ ჩატარებისთვის მოიპოვა)ალბათ გაანიავა....მე ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ ორგანიზებულად გულშემატკივრების შეშვება სტადიონზე შესაძლებელი იყო,თუმცა აქ კიდევ ერთხელ წავაწყდით ქართულ გულგრილობას და ბეხზემკიდიაობას,ნაკრებს წავართვით მშობლირ კედლებში ასპარეზობის უპირატესობა,რომელიც სხვათაშორის ამ ბიჭებმა დამსახურებულად მოიპოვეს,ვიღაცამ ზევით გადაწყვიტა,რომ ეს "საშიშია"პანდემიის პირობებში (აქციაზე გამოსვლა და და ერთმანეთის ცემა ტყეპა არაა საშიში)"ზატო" სტადიონის კლასტერი ავიცილეთ თავიდან,ყოჩაღ!!!!
ამ ყველაფერმა ნებსით თუ უნებლიედ ნაკრების ფეხბურთელებზე ალბათ ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა....რაც ძალიან ცუდი ამ პირობებში ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის.....არა თამაშის არა,ბრძოლის წინ!!!!
ამ ყველაფრის ფონზე "კუმ ფეხი გამოყოო" და ბატონმა ანგელოვსკიმ(ჩრ.მაკედონიის მწვრთნელი) მსუყე მსუყე კომენტარები არ დაიშურა და განაცხადა,რომ ხვალინდელი თამაში მათთვის ისტორიული არ არის,ისინი 13 ივნისს ავსტრიასთან თამაშზე ფიქრობენ და სწორედ ამ თამაშს თვლიან ისტორიულად,ანუ ჩვენ სათვალავშიც არ გვაგდებენ!!!მათი ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ უფრო შორს წავიდა და "....იღბალი მამაცთა ხვედრიაო"....(ალბათ მას ქართველების სიმამაცეზე ბერვი არაფერი სმენია)
.............ხოდა ბიჭებოოო!!!! ამ ყველაფრის ფონზე ხვალ გამოდით და იბრძოლეთ,თქვენს უკან დგას მთელი საქართველო!!!იბრძოლეთ ყოველი სანტიმეტრისთვის,იბრძოლეთ კიტესთის,ჩაკვესთის,ლევანისთის ხვიჩასთის,იბრძოლეთ საქართველოსთვის!!!!იბრძოლეთ ჯაბასთვის ჩვენი გლადიატორისთვის,იბრძოლეთ ჩვენთის,ჩვენ გვიჭრდება ეს გამარჯვებაააა!!!ხვალ აისხით აბჯარი ხელში აიღეთ მახვილი და ფარიიიიი ხო და ბიჭებოოოო!!!!
ფარით ან ფარზეე!!!!
ფარით ან ფარზე!!!!
ხვალ არის საფეხბურთო დიდგორი!!!
ხვალ ის თერთმეტეული რომელიც გამოხვალთ მოედანზე,ხართ აღმაშენებლის 200 კაციანი ავანგარდის შთამომავლები ხო და წინ!!!
წინ გამარჯვებისკენ!!!
საქართველოს გამარჯვებისკენ!!!
დიდება საქართველოს!!!!
დავით
11 ნოემბერი 2020 20:06
1
დავით-ს! როგორც დიდმა დავითმა დიდგორის ომის წინ ჩვენც ზუსტათ ეგრე უნდა ჩავხერგოთ უკან კარისკენ მისასვლელი გზები და ჩემ ფეხებს გაგვიტანენ გოლს!
დავით-ს
11 ნოემბერი 2020 20:43
1
ხვალ დიდი მატჩია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და მინდა ჩვენს ეროვნულ გუნდს საფეხბურთო იღბალი ვუსურვო და მიდა თითოეულმა ფეხბურთელმა თავი აიმაღლოს და იომოს როგორც არასდროს ისე მთელი მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადოს ითამაშეთ ქართულად და ითამაშეთ თქვენი ბიჭებისთვის ვინც ხვალინდელ ოცნების თამაშს ტოვებს მარტო ამად ღირს გამარჯვება როცა თქვენს ძმებს გაუხარებთ გულებს ჩაკვეტაძე კვარაცხელია კიტეიშვილი .... თქვენ ვალდებულები ხართ ამ ბიჭების დაწყებული საქმე ბოლომდე წარმათებით დასრულოთ აბა თქვენ იცით გაგვიხარეთ გულები უფალმა დაგლოცოთ
ყაველა
11 ნოემბერი 2020 19:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული