ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
დაარტყით ბურთ კარში, გოლის გარეშე ვის მოუგია. დაარტყით კარში, დაარტყით
qartveli
11 ნოემბერი 2020 18:36
0
რა გატირებთ კვარას გამო?! შიში არ შეუშვათ გულებში ! ჩვენ მოვიგებთ ამ თამაშს !!!!
semi
11 ნოემბერი 2020 17:40
0
ხვალ დიდი მატჩია ქართული ფეხბურთის ისტორიაში და მინდა ჩვენს ეროვნულ გუნდს საფეხბურთო იღბალი ვუსურვო და მიდა თითოეულმა ფეხბურთელმა თავი აიმაღლოს და იომოს როგორც არასდროს ისე მთელი მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადოს ითამაშეთ ქართულად და ითამაშეთ თქვენი ბიჭებისთვის ვინც ხვალინდელ ოცნების თამაშს ტოვებს მარტო ამად ღირს გამარჯვება როცა თქვენს ძმებს გაუხარებთ გულებს ჩაკვეტაძე კვარაცხელია კიტეიშვილი .... თქვენ ვალდებულები ხართ ამ ბიჭების დაწყებული საქმე ბოლომდე წარმათებით დასრულოთ აბა თქვენ იცით გაგვიხარეთ გულები უფალმა დაგლოცოთ
ყაველა
11 ნოემბერი 2020 19:57
1
მოკლედ თუ ხვალ საქართველომ მოიგო, ძეგლი უნდა დავუდგათ ვაისს, თან ცისფერი თვალებით:)
irakli
11 ნოემბერი 2020 21:51
6
ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო, თქვენ შემოგევლეთ ქართველებო, რაც არის ეს არის გვაკლია ძირითადის 3 მოთამაშე მაგრამ არ ჩამოვყაროთ ყურები ვიომოთ და გავიმარჯვებთ!!!!
მევარმე
11 ნოემბერი 2020 22:32
0
კიი ვაის, ეს გულის თამაშია და ჩვენ უფრო დიდი გული გვაქვს:)
კვარავხელია და შენგელია დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს მოტივაცია იქნება ოქრისთვის, ვაკოსთვის და მისთვის ვინც ხვიჩას მაგივრად ითამაშებს.. რონალდუ აკლდა პორტუგალიას და მოუგო თითქმის უძლეველ საფრანგეთს პარიზში.. მაკედონიაა რა, რომელსაც ასევე აკლია 3-4 ძირითადის ფეხბურთელი. უნდა მოვიგოთ!!!
ხვიჩას კი ვეტყვი რომ წინ ბევრი ოცნების მატჩი გექნება, თუნდაც შემდეგ ზაფხულს ევროპაზე! გვიყვარხართ და გვეიმედებით!
ლაშა
11 ნოემბერი 2020 18:54
0
მე მჯერა დედას გეფიცები თქვენი, ვიგებთ.. სხვარამეზე აღარც ვფიქრობ. მშვიდად ველოდები 12 ნოემბრის 21:00 საათს.
c
11 ნოემბერი 2020 17:58
1
მშვიდად კიარა,ვკანკალებ უკვე ნერვიულობისგან...
თაზო
11 ნოემბერი 2020 18:19
2
ესენიც მაგრებიბლ არიან რა, ვერ გააყალბეს ერთი საბუთი კვარაცხელიას მაგივრად გრიგალავა ჩაეწერათ და ეგ იყო :) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ არაფერი გუნდი არაა ეს მაკედონია, ტრაბახა და ამპარტავანი გუნდია თავის მწვრთნელიან ფედერაციანად...
Buka
11 ნოემბერი 2020 18:49
3
ვაისი შემეცოდა! ჯერ კიდევ გულში ტრიუმფატორის სიმღერას ღიღინებდა. დღეს კი ასეთი ელდა დაეცა და დაგვეცა ყველას! შენგელია დიდი დანაკლისია, მაგრამ ხვალ რომ კვარაცხელია ვერ ითამაშებს ეს ძალიან მძიმედ გადასატანი დარტყმაა. წარმოგიდგენიათ 1986 წლის მუნდიალზე 22 ივნისს მეოთხედფინალში ინგლისთან არგენტინას მარადონა რომ გამოჰკლებოდა?! ხო, კვარაცხელიას შემთხვევა სამწუხაროდ მსგავსი სიტუაციაა! მაგრამ იმედი მაქვს თუ ჩვენები ქართულ, ნაღდად ჭეშმარიტ ქართულ ფეხბურთს ითამაშებენ მაკედონიის საშუალოზე სუსტ ნაკრებს დიდი უპირატესობით მოუგებენ! ჩემი პროგნოზია 3:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ! არ დაგავიწყდეთ ესპანეთის ნაკრებისთვის გვაქვს მოგებული როცა იქ თამაშობდნენ ისეთი გროსმაისტერები როგორებიც არიან - დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.
aburjga
11 ნოემბერი 2020 18:14
2
დღეს ყველა ემზადება ხვალინდელი ისტორიული თამაშისთვის,ყველა საფეხბურთო კლუბმა უსურვა წარმატება ნაკრებს გარდა ნაცსექტა გუნდის ხემძღვანელობისა,როგორ უნდა იყო ასეთი ბოღმა? მაგრამ ნაც ხროვასგან არაფერი არ არის ფასაკვირი,ამიტომაც ვერასდროს ვერ იქნებიან საპრიზო ადგილშიც,,მგონი გაუხარდებათ კიდევაც ნაკრბის წაგება ამნაც სექტა-წითლებს
ჯიჯი
11 ნოემბერი 2020 21:21
26
უკვე დაუწერიათ დისლაიქი ნაცებს,,რა გეშველებათ თქვე საცოდავებო,,ოღონდ ფედერაცია და კობის გაუკეთონ ცუდი ჩასაფრებულები არიან ამათი ნაც სექტა..
ჯიჯი
11 ნოემბერი 2020 22:01
8
დისლაიქი იმიტო დაგიწერეს რომ პოლიტიკა გაქვს არეული სპორტში,ყველგან ნაცები და ქოცები როგორ გელანდებათ რა ჯანდაბა გჭირთ ასეთი, სხვებს გადახედე ვის აქვს დისლაიქი , ვინც გულით ამხნევებს ნაკრებს, გამოხვედი და ნაცები და ქოცები ,შენნაირები რო არიან ბევრი მაგიტო გვაქ კარგად საქმე
recondite
12 ნოემბერი 2020 00:01
3
ყველა გამოხმაურება
ახლა წუწუნის დრო აღარაა, თამაში კარზე მოგვადგა, ვინც მინდორზე გავა ყველამ მეტი უნდა მოინდომოს, არ შეშინდეთ კოლხელებო თქვენ ხვალ ყველა ლიდერები და ყველა გმირები იქნებით, გამარჯვება ბიჭებო!!!
ლეო
11 ნოემბერი 2020 19:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული