ხვიჩა "რუბინში" არ დაინფიცირებულა - ამტკიცებს კლუბის გენდირექტორი

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ განცხადება ფეხბურთელის კლუბის, "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა:

"ამასთან დაკავშირებით ჯერ არავის დავლაპარაკებივარ. მე მივლინებაში ვარ და ახლა აეროპორტში ვიმყოფები.

ვირუსთან დაკავშირებით "რუბინში" საკმაოდ მშვიდი სიტუაციაა. ამიტომ არა მგონია გუნდში დაინფიცირებულიყო", - ციტირებს საიმანოვს "Sport24".

ის კვარაცხელიას საკითხზე აგრეთვე "სპორტ-ექსპრესს" ესაუბრა: "მე თქვენზე მეტი არ ვიცი. ჩვენ სისტემატურად ვაბარებთ ანალიზებს. მას ყველგან უარყოფითი ჰქონდა. საეჭვოც კი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუმცა, სხვა მხრივ, ალბათ,
ყველა მოიხდის ვირუსს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ხვიჩას ნახვა ჩრდილოეთ მაკედონიასთან - საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტ თამაშში".

მკითხველის კომენტარები / 28 /
რომც ჰქონოდა ვირუსი რას გამოაჭენეს ეს ამბავი საქართველოში???? რუსები არ ადასტურებენ თან!!! ვერ გაჩუმდნენ ორი დღე??? ასეთი თამაში, რომელსაც 30 წელია ველოდებით?... როგორ შეიძლება ასეთი შტერული საქციელი? უსიმფტომო თუ არის ითამაშებდა 30-40 წუთი მაინც... ზოგჯერ საჭიროა საჭირო შედეგის მისაღწევად რაღაც-რაღაცეებზე თვალის დახუჭვა!!!
შოთა
02:12 12-11-2020
23
ჩაუტარეთ კიდევ, არ მჯერა რომ გზაში შეხვდა.

ჩაკვეტაძეზე მწყდებოდა გული, ამ თამაშს რომ ვერ ითამაშებს და ახლა კვარა დაემატა?
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მარა მაინვ მჯერა რომ მოვიგებთ და ევროპაზე კვარაც და ჩაკვეც გაიბრწყინებენ. ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს მაკედონიაზე და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩება!
G.LA
00:19 12-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული