მაკედონიური გამოცემის მიხედვით, ფედერაცია მოთამაშეებისთვის 3 მილიონ ევროს გამოჰყოფს და მატჩში მონაწილე თითოეული მოთამაშე, დაახლოებით, 500 000 ევროს მიიღებს.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის სანაცვლოდ უეფა გუნდებს 9 450 000 ევროს გადასცემს. თუ მაკედონიამ მიიღო ეს თანხა, რაც ჩვენ ძალიან არ გვინდა, დაახლოებით, მესამედს მოთამაშეებს გაუნაწილებენ.