ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.
მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.
თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)
ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
სახეზეა ქართული საზოგადოების სრული დეგრადაცია და დაავადება ნეპოტიზმითა და უსამართლობით,მჩაგვრელებითა და დაჩაგრულებით,აქედან გამომდინარე ერთმანეთის სიძულვილითა და მტრობით.სპორტში ნეპოტიზმი ეს ხომ სრული ტრაგიკომედიაა.ავადმყოფი რომ განკურნოს ექიმმა ჯერ დიაგნოზი უნდა დასვას.დაგვისვა კიდეც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა იოჰან ბოსკამპმა როცა თქვა ჯორჯიან მენტალიტეტ დებილო,მაგრამ ვის ესმის.
ჭიდაობაა ქართული სპორტი მაგითი იცნობენ საქარტველოს ბევრ ქვეყანაში შეწყდეს ფეხბურთის დაფინანსება დააფინანსეტ თავისუფალი ჭიდაობა და ძიუდო
ეხლა გამწარებულები რა სიტყვებით და ვისზე გადაბრალებით ვიწყნარებთ თავს.ზოგს ვაისის კვალიფიკაციაა აეჭვებს ზოგს ფეხბურთელების.
ზოგსაც ორივესი. მე პირადად მერე მგონია.
1.თუ მწვრთნელი სუსტია თქვე დაალოცვილებო ერთი თამაში როგორ ვერ აიღეთ თქვენს თავზე. ერთი თამაში!! თუ ზედმიწევნით ასრულებთ მუდმივად დავალებებს?
2.თუ ფეხბურთელებია სუსტი ვაისი რა შუაშია?
3. თუ ორივე სუსტია მაშინ რა გვინდა ევროპაზე და რაზე გვაქვს პრეტენზია?
ისე რამდენიმე დღის წინ ერთმა ჟურნალისტმა დაწერა თუ არ წაგვაგებინეს მოვიგებთო)).ფეხბურთის მამათმავლებს ერთი ელმასის ნახვა ურჩევნიათ ევროპაზე ვიდრე ოქრი ვაკო და ა.შ. ერთად აღებული.ამიტომაც არ იყო გულშემატკივრი სტადიონზე-აგრესია აირიდეს.ასეც რო არ იყოს ჩვენზე მეტად უნდოდა პანდევს რომელიც ლურსმნებს გაიყოლებს ევროპაზე და იქვე ჩამოკიდებს თუ რა თქმა უნდა იცოცხლა. უნდოდადა უნდოდათ იმიტომ რო იცოდნენ შეძლებდნენ იცოდნენ რო ქონდათ ტრაკი.ამათ კიდე უნდოდათ მარა არ ქონდათ და არც ექნებათ!კარიერის ერთი თამაშის მოგებას უნდა გამართლება და ტრაკი.გაუმართლათ რო შეხვდათ მაკედონის მარა...
ბოლოს ფეხბურთს თამაშობენ კაცები! რომლებსაც ხვეწნა და მოწოდებები არ ჭირდებათ მოგებაზე და ისტორიების შეხსენებაზე.დანარჩენებს უნდა მოსთხოვო პასუხი რომელიც სუ ბოლოს დინამოდან უნდა დაგვეწყო მარა ყველამ მიივიწყაა უნდა მოთხოვო ზუსტად პირდაპირი მნიშვნელობით რადგან 10000 ობით ხელფასი ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ქონდეთ და თუ აქვთ მშიერი ხალხს ერთი თამაში აჩუქონ!! გუშინ ფარერების ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ხელბურთელს.
ამხელა მნიშვნელობის მატჩი წავაგეთ!!!
სადაა ან კაპიტანი,ან ვიცე კაპიტანი, ან ფედერაცია?
სათქმელს არ გვეტყვიან? არ მართებთ ახსნა განმარტება?
მარტო ბოდიში არ შველის ამ ამბავს