ნიკა გვარამია საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი
პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
გვარამი შენი მთავრობის დროს დაინგრა ფეხბურთი საქართველოში!
ეხლა კი რაღაც კი მაინც კეთდება.თქვენ რომ გააპოლიტიკეთ ფეხბურთი მაგაზე ილაპარაკე. შენი მბრძანებელი
მიხეილ სააკაშვილი არ იყო რომ ნიშნავდა პრეზიდენტს. მერე რომ ფული აგეხიათ.
ივან
13 ნოემბერი 2020 14:51
6
ეგ გადაწყვეტილება მეც დიდი ხნის წინ მეგონა მივიღე , მაგრამ გული მაინც ვერ ისვენებს , თვალები გამირბის კი არა და ვერ ვცილდები, ინფარქტი ავიცილე წინასწარი ანალიზის ფონზე, დიდი მოლოდინი არ მქონდა, იმათ უკვე ეტყობოდათ წინა 2 თამაშში, ერთი თავით მაღლა დგანან, ჩვენ ფეხბურთელი რასაც იტყვიან 2 გვყავს და ისინიც მსხვრევადი ფეხებით, მათი დამსახურებით მოვედით ამ ფინალამდეც. რას უნდა ელოდო ასეთ მოცემულობაში? არაფერს, რა პარლამენტი და მენტალობაც არის ხალხში იგივეა სპორტშიც მეტ-ნაკლებად, პერიოდული გამონათებებით რაც იმედს მაინც ტოვებს ....
გუსანი
13 ნოემბერი 2020 14:34
1
ვააა, ამ ქათამას, ფეხბურთი ყვარებია?!!!!
გია
13 ნოემბერი 2020 14:30
7
პირველი ის რომ ნიკა გვარამია სრულიად მართალია და თავი არ უნდა ჩავრგოთ ჩირგვებში.

მეორე ის, რომ სპორტი პოლიტიზირებული სწორედ ამ ხელისუფლებამ გახადა, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთობლივად პოლიტიკოსიც არის და კონკრეტულ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს.

ეხლა ვიძახით პოლიტიკურ თემებს აქ ნუ განვიხილავთო, ამ დროს პოლიტიკოსი გვიზის ფედერაციის პრეზიდენტად, იმის მაგივრად რომ ნეიტრალური და აპოლიტიკური პერსონა იყოს.

სპორტსმენები პოლიტიკაში სწორედ ამ ხელისუფლებამ შეყარა ამხელა მაშტაბით და სპორტი პოლიტიკური გახადა.
ფეხბურთი
13 ნოემბერი 2020 14:01
15
ჭიდაობაა ქართული სპორტი მაგითი იცნობენ საქარტველოს ბევრ ქვეყანაში; მარტალს ამბობს კიდე ბევრი ფული უნდა ცაიდოს ჭიდაობაში
KIKI
13 ნოემბერი 2020 13:50
7
შენნაირი არც გულშემატკივარი და არც ქართველი. შენ სად გაქვს გული??? მერე, რომ წავაგეთ საქართველოს და ყველა ქართველს გაუმარჯოს!!! ბიჭემა იომეს, შემ ომის რა იცი, პორტატურიდან გამოასწარი საკუთარ ცხენს. შენ მიშა და გუბაზა იარეთ ერთად
გგგგგ
13 ნოემბერი 2020 13:46
18
რა,სპორსმენთა ან მწვრთნელთა კომენტარები არ მოიძებნა,ვინ არის ეს არსება,აქ რომ გამოგიჭიმავთ?
მერაბი
13 ნოემბერი 2020 13:37
12
ეს გვაკლდა ეხლა რა ამ პორტალზე.
ჩორნა
13 ნოემბერი 2020 13:16
10
გვარამიამ თავის უკანალს მიხედოს აჯობებს, წავაგეთ, წავაგეთ - რომ ვიგებდით ხომ გვიხაროდა? მე მაინც მადლობელი ვარ ამ ბიჭების რომ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპამდე მაინც მიაღწიეს და აზრი ქონდა მოგებას და რაღაც თეორიული შანსების იმედად არ ვიყავით. შენგელია, კვარაცხელია და ჩაკვეტაძე რომ დაგაკლდება ვინღა უნდა მოიგოს თამაში?
სანდრო
13 ნოემბერი 2020 13:00
28
კაი იქნება ბევრ ასეთი ადეკვატური კომენტარები იწერებოდეს
mmm
13 ნოემბერი 2020 14:04
10
ვაიმე, რისი მადლობელი უნდა იყო, გაფიცებ. ისეთ გუნდებს ვეთამაშეთ წინა თამაშები,რო მაგ ნაკრებებს პივა და ოციანზე მოთამაშე ახალგაზრდებიც მოუგებდნენ! საუკუნეში ერთხელ მოგვცეს შანსი ჩვენნაირ მაჩანჩალა გუნდებიდან გავსულიყავით და იქაც ბანძები აღმოვნჩდით!!!
yui
13 ნოემბერი 2020 13:16
10
კი ბატონო მართალია მაგრამ აქ მაინც ნუ დაგვანახებთ ამ პოლიტიკოსებს რა!!!
Gia
13 ნოემბერი 2020 12:44
12
შენ გაიხარე რამდენი მაცინე.არა გვარამია არაა პოლიტიკოსი და კალაძე,კობიაშვილი და ოხანაშვილია ხომ და ძმანი მისნი.ხო კინაღამ გამომრჩა ბიძგვინა!!!
kiki s
14 ნოემბერი 2020 13:28
0
გვარამიაა პოლიტიკოსსი?
KIKI
13 ნოემბერი 2020 13:45
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული