ნიკა გვარამია საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი
პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
შინაარსობრივად გვარამია სწორად მსჯელობს. ეს მისი გულისტკივილია. ზოგს შეუძლია ამ უბედურების ყურება და რაღაცის იმედით ყოფნა, ზოგს მობეზრდა მუდმივი წარუმატებლობა და გულის გახეთქვა. გუშინდელ კატასტროფაში დამნაშავეა კობი-კალაძის ბანდა, ვინც გაუშვა ცხადაძე და მოიყვანა უვიცი ვაისი!
jumber
13 ნოემბერი 2020 09:57
7
შენი ჩასაბრებული ------ ------‐!!!!
გურამი
13 ნოემბერი 2020 09:57
14
ისე იკლავთ თავებს და გულზე ირტყავთ მღიჯს გეგონება აქმედე ანგრევდნენ რა. მართალია ნიკა გვარამია და ყველა ის ვინც ვფიქრობთ რომ ფეხბურთი აღარ გვაქვს რა გიკვირთ ფეხბურთი კი.არა ქვეყანა აგარ გვაქვს და ფეხბურმა რომ გაასხას ლოგიკურიცააა.
შალვა
13 ნოემბერი 2020 09:49
13
შე ქათამო ვის აინტერესებს შენი ანტიქართული აზრები?
vax-vax
13 ნოემბერი 2020 09:44
22
შეიძლება აზრი სიმართლეს მოკლებული არ იყოს, მაგრამ ამ დროს ამის დამწერი მოღალატეა! თქვენი ეს კომენტარი დღეს ჩასაფრებული კაცის კომენტარია ბატონო ნიკა!!!
დიმო
13 ნოემბერი 2020 09:34
18
Fuls patiosan unda xarjva da shedegic mova,gvaramias azri ki saertod vis ainteresebs.
Rrr
13 ნოემბერი 2020 08:51
5
ესეც კაი შებერტყილი ვინმეა, გაიხსენა ეხლა, რომ ნაცების დროსაც არ ჰქონდა წარმატებები ქართულ ფეხბურთს და ამიტომ დაწერა ასე.
რას ნიშნავს ფეხბურთი არაა ჩვენი საქმე, პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, ყიფიალი, ჩივაძე, დარასელია,, გუცაევი, ქინქლაძე, თუნდახ ეს პატარა ბიჭები. - ხვიჩა და ჩაკვეტაძე ვინ არიან აბა? ფეხბურთს მიხედვა უნდა და მერეა შედეგი. მარა შენნაირი უთავბოლოები არიან ესენიც და რა გინდა რო ქნა კაცმა.
ჯეკო
13 ნოემბერი 2020 08:48
5
საქ.ნაკრები(ნუ რაც არი) ძირითადათ კალას,კობის და მუმუს პირადი მეგობრები არიან, ცოტა იაშკასიც და ტაშიი! არც კი განიხილება ე.წ. ბირთვის შემადგენლობის გადახედვა. აქ ვაისი კი არა ვინც არ უნდა თევზიმოვიდეს ვერაფერს გახდება. თევზის სუნის თემაა რა.
vaxo
13 ნოემბერი 2020 08:43
4
ერთია როდესაც იბრძოლებ და წააგებ. ეგ ფეხბურთში ნორმალურია, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ იყო ნახირის სირბილი მინდორზე. უთავმოყვარეობა და ერის სირცხვილი. 89 წუთზე შეცვლას აკეთებს მარტო ის გუნდი რომრლიც იგებს და დტოის გაყვანა და ტემპის დაგდება უნდა. მარაზმი იყო გუშინ. სსხლებში რა უთხრეს ნეტა ფეხბურთელებმა ოჯახის წევრებს?
ზურა
13 ნოემბერი 2020 08:41
1
რა მნიშმნელობა აქ ამას გვარამია ამბობს თუ სხვა ვინმე იტყვის, უბრალოდ მართალს ამბობს, წუხელ ჩემმა ცხრა წლის ბიჭმა მკიტხა სულ რატომ აგებენ მამაო, პასუხი ვერ გავეცი
giorgi dashniani
13 ნოემბერი 2020 08:32
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული