შოთა არველაძემ გუშინდელ მარცხზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო. ამ სამწუხარო ფაქტს შოთა არველაძეც გამოეხმაურა.

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო.
ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია.

ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს." - წერს შოთა არველაძე საკუთარ "ფეისბუკგვერდზე".

მკითხველის კომენტარები / 25 /
არასდროს არ მითქვამს ვაისზე ცუდი, ასეა თუ ისეა ამ თამაშამდე მოვედით, მაგრამ შეცვლას რო არ აკეთებ 0-1 ზე თითქმის თამაშის ბოლომდე(თან აგებ) რას მივაწერო არ ვიცი. თან ფორვარდი(კაჭარავა) რო ვერ თამაშობს, ზივზივაძე განაცხადში მაინც რატო არ ყავდა? კვარა და შენგელია რო დაინფიცირდნენ, ხო შეიძლებოდა ყველა ფებურთელი მაქსიმსლურად დაცული ყოფილიყვნენ? ეს ტესტი კიდე არ ვიცი რა ჯანდაბაა, დღეს წავიკითხე ილონ მასკმა 4 ტესტი გავიკეთე 1 დღეშიო და 2 მა დამიდასტურა კოვიდი, 2 მა არაო. არ შეიძლებოდა ამ ბიჭებისთვის დამატებით ტესტის გაკეთება ეგრევე რო გამოაცხადეს კოვიდი აქვთ და ვერ ითამაშებენო
ბექა
13 ნოემბერი 2020 16:38
0
ფეხბურთის ამ სეგმენტს არ სჭირდება სახელმწიფო დაფინანსება.
ასეთი მატჩები უნდა ფინანსდებოდეს დაინტერესებული ინვესტორების მიერ.
თუ ითამაშებენ/ეცდებიან მიიღებენ დაფინანსებას და ჰონორარებს.
რა არის გასაკვირი, არასდროს არ თამაშობენ მთელი 30 წელია, და რატომ ვინახავთ მათ არ მესმის ამდენი წელია.
შესაბამისად ახლაც ასე მოხდა.
ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, არ აინტერესებს, არ აწუხებს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან მაინც იღებს ჰონორარს. და რისთვის იღებს?
---
მეორე ტაიმში წუხელ, ხბოებივით იყვნენ,მაგას წამოწოლა ჯობდა იქვე.
ეროვნულ ნაკრებში ყოფნის ბედნიერების განცდა არ აქვთ, ეროვნულობის განცდა, ბრძოლის განცდა არ აქვთ, შრომის და პასუხისმგებლობის განცდა=0.
ამ დაფინანსებით რაც მაგათთვის გამოიყოფა ათწლეულების მანძილზე, უამრავი სოციალური და სამოქალაქო პროექტის გაკეთება შეიძლებოდა.
დღეს, რაც შეგვიძლია არის ის რომ - წარვუდგინოთ მომდევნო ბალანსირებულ პარლამეტს კანონი, ფეხბურთის ფედერაციისთვის ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის შესახებ.
---
თუ მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს განვავითარებთ უფრო კარგად ვიქნებით, უფრო ბედნიერი იქნება გულშემატკივარი, რადგან გაიზარდება ჯანსაღი თაობა და კორუფციას,რასაც ათეული წლებია ჩვენით ვკვებავთ, ბუდობს და ბუდობს. ამიტომ უნდა გადაეჭრას სახელმწიფო საარსებო წყარო, რომ კერძო დაფინანსების მოპოვების ინტერესი გაუჩნდეთ, იწვალონ, იბრძოლონ. ამით მოტივაცია გაეზრდებათ და პასუხისმგებლობის რეიტინგზე თვითონ იზრუნებენ.
იშრომებენ/ითამაშებენ-დაფინანსდებიან, თუ არა და ცრუ მოძრაობაში ფულს არავინ გადაიხდის.
სულ ესაა.
ანა
13 ნოემბერი 2020 16:33
2
ჩამოყალიბდი თუ კაცი ხარ ნაკრების ფეხბურთელებზე რო საუბრობ რა დაფინანსებას გულისხმობ.კლუბებს თუ გულისხმობ ეს ბიჭები რა შუაში არაინ?მე საერთოდ მგონია რომ ეგეთი კვალიფიციური გულშემატკივრები,მცოდნე ჟურნალისტები და გარემო როა ყველა სფეროში იმიტომ მიდის წინ საქმე
gio
13 ნოემბერი 2020 21:00
2
ზედმეტი ფამილარობის გარეშე - ბრძნულია თქვენი შეფასება, რთული პოლიტიკური სიტუაციისა და ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. გაიხარეთ. ვუსურვოთ ნაკრენს ორივე თამაშის დამაჯერებელი ბურთებუს სხვაობით გამარჯვება.
სოსო
13 ნოემბერი 2020 16:32
4
ვერც მაყურებლით ვერ მოვიგებდით, გუნდი,რომელიც კაჭარავასა, გვილიას და მათნაირ ფეხბურთელების იმედზეა, განწირულია.
გიორგი
13 ნოემბერი 2020 16:23
5
ცხრაჯერ მაინც დავწერე 10 კაციან მაკედონიას 2-ჯერ ვერ მოვუგეთო. ვინმემ გაითვალისწინა? ჩემი ნათქვამი კია არა, თვითონ ფაქტი? პირიქით სტატისტიკით ვაჯობეთო- ასე ამბობდნენ ჟურნალისტები. ეხლა დამნაშავის პოვნას რა უნდა, აგერ პოლიტიკოსები და აგერ ფედერაცია.
kaira
13 ნოემბერი 2020 16:00
2
აი პროფესიონალის სერიოზული დასკვნა. რატომ არ გვყავს არცერთი ყოფილი პროფესიანალი ფეხბურთელი ჟურნალისტი ან კომენტატორი?
mmm
13 ნოემბერი 2020 15:51
1
გუშინდელ თამაშზე მინდა ვთქვა რომ პირველ რიგში ეს თამაში ვაისმა წააგო საქართველოს ნაკრებზე არაფრით გამორჩეულ გუნდდთან გეტყვით რატომაც, გუნდს რო ვერ წაუა თამაში მწვრთნელი მაყურებლის როლში არ უნდა იყოს და შეცვლები მე-80 წუთზე და 92-წუთზე არ უნდა გააკეთოს, პირველ ტაიმშივე ეტყობოდა გუნდს რო თამაში არ მიდიოდა, მეორეში ხო საერთოდ, რას უყურებდა მთელი თამაშის განმავლობაში ჩემთვის და ბევრი გულშემატკივრისთვის გუგებარია, არ მყავდაო გასაძლიერებლად ფეხბურთელებიო ვინმე იტყვის რო ხოჭოლავა და იგივე ტაბიძე დაცვის ცენტრში კვირკველია-კაშიას დუეტს არ აჯობებდნენ რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ თავიანთ გუნდებში, კაშია კი 1-წელია არ თამაშობს და ბევრ შეცდომებს უშვებდა ასევე კვირკველია რომელიც ფორმაში აშკარად არ არის და მოსკოვის ლოკომოტივიდან მაგიტომაც გაუშვეს.ნახევარდაცვაში იყო უკეთესი რესურსი დავითაშვილი საბა ლობჟანიძის სახით რომელიც ძალიან სწრაფია და ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ამდენი ფეხბურთელების არ ყოფნაში ძირითადში თუ არა მეორე ტაიმი როგორც დაიწყო მაშინვე უნდა გამოეყვანა ესენი.გვილია საერთოდ ამოვარდნილი იყო გუშინდელ მატჩში,ასევე ყაზაიშვილი რომელიც რაც უფრო მალე წამოვა ამერიკიდან მისთვის და ნაკრებისთვის იქნება კარგი, მას შეუძლია ბევრად მაღალ დონეზე თამაში და ეს არა ერთხელ გაუკეთებია.თავდასხმაზე მინდა ვთქვა ქვილითაია დღეს დღეობით 10 თავით მაღლა დგას ვიდრე კაჭარავა,რადგან ქვილითაიას მუდმივი სათამაშო დრო აქვს ანოორთოსისში, კაჭარავასგან განსხვავებით ლეხში რომელსაც ბოლო 5 წუთს ათამაშებენ ხოლმე,ამიტომ ვიძახი რო ეს თამაში ვაისმა წააგოთქო.შოთა არველაძე ნაკრების მწვრთნელად კარგი იქნებოდა ადრეც ვიძახოდი ამას.ამათ ქართველი მწვრთნელი ჭირდებათ ახლა,რომელიც მენტალურად და ემოციურად კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს.
ziko
13 ნოემბერი 2020 15:42
2
ჩაუტარეთ ხვიჩას ახალი ტესტი. არ არის ავად!
ქ. გ.
13 ნოემბერი 2020 15:25
2
Rogorc chans shoti modis trenerad
Zuka
13 ნოემბერი 2020 15:13
6
ბარემ ისიც თქბი რომ გაყიდეს თამაში
Gio
13 ნოემბერი 2020 15:13
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული