ლევან მჭედლიძე: რამდენსაც ეს წაგება გაგიხარდათ, თქვენი... [PHOTO]

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუშინ, 12 ნოემბერს განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

"რამდენსაც გუშინდელი წაგება გაგიხარდათ, დღეს რაღაც რომ გეთქვათ... თქვენი არასწორი...

გული მარტო იმის გაფიქრებით მტკივა, თუ რა დღეში არიან ბიჭები...

ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რასაც ბევრი არ ელოდება ან არ უნდა..."- დაწერა ლევანმა.

Sportall.Ge

ლევან მჭედლიძე, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო გოლი შოტლანდიას 17 წლის ასაკში გაუტანა, ახლა უგუნდოდაა და ვერც ეროვნულ გუნდს ეხმარება...

მკითხველის კომენტარები / 54 /
ოქრიაშვილზე მქონდა აქამდე წარმოდგენა ვერ გაიზარდა ეს ბიჭი, მარიაჟობას ვერ გაცდაო და ესეც ასეა მგონი. ცოტა უკეთესი წარმოდგენა მქონდა ამ ტიპზე. ბევრად უკეთესი არა, მაგრამ ცოტა კი.

მუხრანს აქვს გენიალური ლექსი

"კაცი ხარ მაშინ,
თავზე ქუდის მაშინ ხარ ღირსი,
როდესაც იცი,
ზედმიწევნით როდესაც იცი:

რა არ უნდა თქვა,
რა უნდა თქვა,
როგორ უნდა თქვა,
სად არ უნდა თქვა,
სად უნდა თქვა,
რატომ უნდა თქვა."

ვის გაუხარდა, რა ელანდება ზოგიერთს. შეუძლებელია ნახო კაცი ვისაც მაკედონიასთან წაგება გაუხარდა. დარწმუნებული ვარ იგივე ჯაბა კანკავა არ დაწერდა და არ იკადრებდა ასეთ რამეს. რაც ფეხბურთელები არიან ზოგნი ის აზროვნება აქვთ რა
ეჰ
14 ნოემბერი 2020 03:51
4
ყაზაიშვილი( გვილიაც) ნამდვილად აღარ არის ნაკრებში სათამაშოდ მზად, სულ უნდა ელოდო როდის გაუვარდება ყარაულის თოფივით, მორჩა ჯობია სხვებს მიეცეს თამაშის შესაძლებლობა, იქნებ მასე მაინც გამოფხიზლდეს,
გუსანი
14 ნოემბერი 2020 14:11
0
ეს ლექსი გენიალური ვერაა... გენიალურია ქართული ზღაპარი მუჭანახევარა! და თუ მაინც გენიალურია მაშინ თქვენც გეხებათ!
aburjga
14 ნოემბერი 2020 08:10
13
გული არ გაიტეხოთ ბიჭებო,ეს წელი მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის კატასტროფა იყო,მაყურებლის გარეშე ყველა ტურნირი საშინელი სანახავი იყო,გუშინდელი თამაშიც უმაყურებლოდ ამის დასტურია,სავსე სტადიონზე რომ წაგვეგო ეგ უფრო დიდი კატასტროფა იქნებოდა,თან ეს ევროპაც შესაძლოა უმაყურებლოდ გაიმართოს და რა მუღამიაქვს ვერ ვხვდები, რუსეთში აპირებენ მგონი ჩატარებას.წინ დიდი მატჩები გველოდება ბიჭებიც ფორმაში შევლენ,ნორმალური მწვრთნელი გვჭირდება და ყველაფერი იქნება,რა თაობა გვეზრდება და გვექნება შანსები მსოფლიოზე, მითუმეტეს ევროპაზე გასვლის, 3 წელიწადში კვარაცხელია,ჩაკვეტაძე და სხვები რა დონეზე იქნებიან ხომ წარმოგიდგენიათ,თუ ალბანეთი, ისლანდია,ლატვია და აგერ შოტლანდია გავიდა, ჩვენც ხომ შეგვიძლია სიტყვა ვთქვათ,ოღონდ ამ გუნდით არ ვიმსახურებდით არანაირად,2-3 წელში ფეხბურთელებიც გვეყოლება ტოპ ლიგებში და შედეგიც მოვა,ოღონდ ამ დამპალი საბჭოთა კავშირიდან უნდა დააღწიონ თავი როგორმე.
დათო სვანი
14 ნოემბერი 2020 03:30
7
ჩვენი ფეხბურთელებისგან თითქოს რაღაც არაადეკვატური რეაქციაა.
თუ მეჩვენება?
Ilia
14 ნოემბერი 2020 02:31
1
თამაში 2 დღით ადრე წავაგეთ, როცა ცნობილი გახდა რომ კვარაცხელია და შენგელია ვერ ითამაშებდნენ. უფრო ადრე კი შეგვიმცირდა იმით რომ ჩაკვეტაძე გამოირიცხა,(შეგვიმცირდას ვამბობ იმიტომ რომ კვარას იმედი გვქონდა თორემ ისე მე ჩაკვეტაძე უფრო დიდი დანაკლისი მგონია) ასევე ცუდი იყო კიტეიშვილის ტრავმა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს არ გვყავს იმ დონის ნაკრები რომ ამდენი და ამ ხარისხის ფეხბურთელების არყოფნის მიუხედავად მაინც აუცილებელი მოგება დაგვეგეგმა, გვინდოდა, უდიდესი იმედი გვქონდა მაგრამ არ გამოვიდა. გამოჯანმრთელდებიან ეს ჩვენი ახალგაზრდები და მგონია რომ კიდევ ვიბრძოლებთ დიდი მიზნებისთვის
grisha
14 ნოემბერი 2020 02:31
3
შე ფუტბალისტო..
ავიმუსაიფი
14 ნოემბერი 2020 02:28
1
არა მგონია ქართული ფეხბურთის და განსაკუთრებით ნაკრების წაგება გულშემატკივარს გაუხარდეს რაც არ უნდა ჭკუანაკლული იყოს. ვისაც ფეხებზე ჰკიდია ფეხბურთი ან ძმა ეყოლება, ან მამა, ბაბუა, რომელიც გულშემატკივრობს და მის გულისტკენას მაინც არ ისურვებს სიხარული რომ გამოხატოს ნაკრების წაგებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რა ნეგატივის ნიაღვარიც იკითხება კომენტარებში ეს გახარებული ხალხის კომენტარები არაა, გულმოკლული, სულში ჩაფურთხებული ხალხის კომეტარებია და მჭედლიძის, ან ნებისმიერი სხვის აზრი ამ შემთხვევაში სულ მცირე უადგილოა. გუშინდელი თამაშის შემდეგ პირველად ვწერ, ვერ შევძელი აქამდე, ლამის გავედი მარილზე. საქმე სხვა რამეშია. ჯერ ერთი თამაშზე დასწრება ათასპორცენტიანი დასაშვები იყო, მესამედი ტევადობით და ამაზე უარის თქმა მმართველი პარტიის და მისი ლეკვების შიშის გამო გადაწყდა, რადგან შეეშინდათ მოგების შემთხვევაში მსვლელობები მათთვის ცუდად არ დამთავრებულიყო...მეორე და საკვირველი ფაქტი ისაა, რომ რაღა კვარაცხელიას და შენგელიას აღმოაჩნდა ეს ვირუსი, როდესაც ორივე ჯანმრთელი ჩამოვიდა. მიზანმიმართულ ქმედებებს ხომ არ ჰქონდა ადგილი? და მესამე, თამაშის წინ დავწერე ეხლა გამოჩნდება როგორი მწვრთნელია ვაისი-თქო. ორ წელზე მეტია გინების მეტი ვაისზე არაფერი დამიწერია და იმდენმა მლანძღა დავფიქრდი, წლები მომერია და ხომ არ დავბრმავდი მეთქი. არცერთ სპეციალისტს, ქართულ საფეხბურთო "ელიტას" ვგულისხმობ, არასდროს არ გამოუთქვამს პრეტენზია ამ ვაიმწვრთნელის მიმართ. გუნდს არანაირი ტაქტიკა არ გააჩნდა, სტრატეგიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. და ეს არამარტო ბოლო თამაშში, არამედ მთელი ციკლის მანძილზე. აქამდე რომ მოვედით კარგად იცით ვისი დამსახურებაცაა და მათ გარეშე ერთი ნათელი წერტილი იყო ზუკა დავითაშვილი, რომელსაც შეეძლო გარდატეხა შეეტანა თამაშში და რაც ვაისმა გააკეთა მხოლოდ ამის გამო იყო ფეხქვეშ გასაგდები. ნაკრებს ტოვებსო? ტოვებს კი არა კინწიკვრით და ლანძღვაგინებითაა გასაგდები. სისხლს ვადენდი ისე ვცემდი იოტისოდენა შანსი რომ მქონდეს საქართველოში ყოფნის. ამას აკეთებდა რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდა ის კი არაა ბრმა, ჩვენი ფეხბურთის მამები არიან ბრმები ეს ქვეშაფსია არაფრისმაქნისი მწვრთნელი რომ დროულად არ მოიშორეს თავიდან და კონტრაქტიც გაუგრძელეს. ბიჭებს რო გული სტკივათ უნდა გაგვიკვირდეს თუ უნდა მივეფეროთ, ზედმეტად რომ ცრემლი არ დაღვარონ. მათზე რა უნდა ითქვას, რაც შეეძლოთ ითამაშეს, ქათმის შეძლება კვერცხიაო და რა უნდა მოსთხოვო. ეს ციკლიც ჩაივლის, ჩვენი ვარსკვლავბიჭუნებიც გამოჯანმრთელდებიან და ერთი ახალგაზრდა, განათლებული, პერსპექტიული მწვრთნელი სჭირდება მათ და სიხარულიც მოვა...იმედი ბოლოს კვდება.
emigranti
14 ნოემბერი 2020 01:48
1
ზუსტად მასეა ძმაო, ორი დღეა ნერვები ვერ მოვთოკე რომ მასე დალაგებულად დამეწერა ყველაფერი როგორც შენ დაწერე. ერთს დავამატებ, ეს არ იყო უბრალო საფეხბერთო შანსი, ეს იყო შანსი ქვეყნისათვის, ამ თამაშის მოგება ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა, ამისი იმედი და შესაძლებლობა იყო, მაგრამ ჩაგვახედეს და ჩაგვაფურთხეს, როდემდე! კობიაშვილი არი ტუპოი, კალაძემ პოლიტიკური სიტუაციის გამო გაგვწირა და მოკლედ გაგვყიდეს თხებივით
bs
14 ნოემბერი 2020 10:51
2
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს???
ემიგრანტი ქაქუცა
14 ნოემბერი 2020 01:39
2
შენი ნაtrაკი არ გაიშვა :-)
დავითი
13 ნოემბერი 2020 23:59
4
მე წარმომიდგენია რა დღეში არიან ბიჭები და ნამდვილად არ ვისურვებდი მათ ადგილას ყოფნას ახლა. მაგრამ კარგი იქნებოდა თუ გუნდის სახელით ჯაბა ან კაშია გააკეთებდა განცხადებას, მოგვმართავდა გულშემატკივარს.. მე დანგრეული ვარ დღეს, პირადი ტრაგედიასევით მაქვს დღევანდელი დღე. ჩვენ ერთად გადავლახავთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. თავები მაღლა აწიეთ,მხარი მხარს მიეცით და ითამაშეთ. ცხოვრება გრძელდება და თქვენ ითამაშებთ დიდ ფორუმზე!
ლაშა
13 ნოემბერი 2020 23:52
12
ოღონდ თქვენ მიაღწიეთ იმას რასაც მთელი საქართველო ელოდება თქვენსგან და ჩვენ ვისაც თქვენი ცუდი უხარია გულები გაგვიხეთქეთ და ბოღმით დაგვახჩვეთ
თემო
13 ნოემბერი 2020 23:41
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული