ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუშინ, 12 ნოემბერს განცდილ მარცხს გამოეხმაურა.
"რამდენსაც გუშინდელი წაგება გაგიხარდათ, დღეს რაღაც რომ გეთქვათ... თქვენი არასწორი...
გული მარტო იმის გაფიქრებით მტკივა, თუ რა დღეში არიან ბიჭები...
ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რასაც ბევრი არ ელოდება ან არ უნდა..."- დაწერა ლევანმა.
ლევან მჭედლიძე, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო გოლი შოტლანდიას 17 წლის ასაკში გაუტანა, ახლა უგუნდოდაა და ვერც ეროვნულ გუნდს ეხმარება...
მაგის მიღწევები რომ დიდ მიღწევებად გეჩვენება, იმიტომაა ფეხბურთში ჩვენისაქმე კარგად!!!
რო არ გაუხარდათ და რო ეწყინათ მაგიტომ აქვთ ესეთი რეაქცია.