საქართველო - სომხეთი | 14 ნოემბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე სომხეთს დაუპირისპირდება. წლის დასკვნითი მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. დღეს ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. სომხეთთან შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები 18 ნოემბერს ესტონეთს კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან.

სომხეთთან შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოტოვებენ. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველო ნაკრები ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 14 ნოემბერს გამართავს.

14 ნოემბრის სრული
განრიგი
14:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერნეცია - სასტუმრო ჰუალინგი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
17:00 - საქართველოს ნარების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა
18:15 - ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია - დინამო არენა
19:00 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა

14 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

15 ნოემბერს მატჩზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების С ლიგას ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 6-6 ქულით ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 49 /
Warmatebebi biceps, viviwyebt warsuls da vtamashobt stresis gareshe, tkveni imedi mak erti shvili myavs da imas vpicavar, gagvaxaret tkveni mogebebit!!!!!
Kutaisi(*)
14 ნოემბერი 2020 06:41
3
დღეს ჩვენს ქვეყანაში არის პატრიოტიზმის დეფიციტი და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.ის ხალხი,ვინც მატჩზე ხალხის არ დასწრება გადაწყვიტა,დარწმუნებული ვარ ვერ მიიტანეს მის ტვინამდე ის თუ რამხელა მნიშვნელობის მატჩი იყო ის ჩვენი ფეხბურთისთვის და არა მარტო ფეხბურთისთვის,ზოგადად ქვეყნისათვის.როცა გუნდი ამხელა ფორუმზე გადის, იქ ამ ქვეყნის სახელი არ გააქვს და ყოველივე ეს ქვეყნის პრესტიჟზე არ ისახება??? მარა როგორც იტყვიან კიდიათ...
გულშემატკივარი
14 ნოემბერი 2020 04:39
3
ელჩები კი არ მართავენ, სხვა ქვეყნის ელჩია პრემიერმინისტრი. მისი კაბინეტიდან გამოსულები, სულ სხვა ხმაზე მღერიან.
სიმართლე.
15 ნოემბერი 2020 12:00
0
ქვეყანას სხვა ქვეყნის ელჩები მართავენ და რაზეა ლაპარაკი რასაც ეტყვიან იმას აკეთებენ
sar
14 ნოემბერი 2020 10:45
3
მთავრობის ბრალია რაც მოხდა-ხალხის არ შეშვება...და ოპოზციის რო შეიყვესამ მიტინგებით-ერთი ორი დღე მოეცადათ,მაგრამ მაგათ ისე კიდიათ როგორც ჩემსას ორი.
ვითომ რა მოხდა-ხო გვითხრეს ფეხბურთი პროსტო თამაშიაო..ანუ 30 წელი უბრალოდ თამაშს ელოდითო და ყველა 4 წელში ეს მარაზმი ორივე მხრიდან უმნიშვნელოვანესიაო..
ეს პოზიცია და ოპოზიცია როდის გავიგდოთ ერთად გულშემატკივრებმა(და არა აღშფოთებული გულშემატკივრების როლში შესულმა ცოცხისტებმა)???
Levani
14 ნოემბერი 2020 02:10
5
კარგი იყო, მაგრამ ბევრი ბრმა და ყრუ, არ დაგეთანხმება.
ლევანი-ს!
15 ნოემბერი 2020 12:02
0
არა ბრატ, ხმა არ ამოიღო, უმსგავსობა არ გააპროტესტო და აბრალე მერე ნაცებს, მწვანეებს, წითლებს, კომუნისტებს და ა.შ უყურე სტადიონის ჭიშკართან, დიდ ეკრანზე და მერე სახლისკენ მიმავალს პატრული 2000 ლარიან საჩუქარს რომ ჩაგახუტებს, მადლობა უთხარი. მთავარია ბნელიტა იყოს ვიპ ლოჟაში მოკალათებული.
1234
14 ნოემბერი 2020 09:13
4
კიდე რა მაინტერესებს ეს ვის მოსდის თავში სიგნალს რო გვითიშავენ რა დავაშავეთ ამ ემიგრანტებმა ვინც შევიკრიბეთ მოვემზადეთ საგულშემატკივროთ და თამაშის დაწყების წინ სიგნალი გათიშეს ალტერნატივა არ არსებობდა myvideo ც გათიშეს ბოლოს ფეისბუქის ლაივიდან გავაზიარეთ და ისე უყურეთ პატრონები გყავთ საერთოდ ვინმეს ტვინი მოიკითხება ვინმე ვინმეზე ფიქრობს???
Papuna
14 ნოემბერი 2020 02:04
2
მეც, რომ ვერ ვუყურე, ამათი ბრალი არ ყოფილა, თორემ მათ კარგებში ისე ვგულაობდი, რომ გაეგოთ, უთუოდ მოიწონებდნენ.
სინსილიო!
15 ნოემბერი 2020 12:07
0
კანონია ასეთი, ევროპაში.უნდა იყიდოს რომელიმე არხმა ტრანსლიაცია , ევროპულმა,რომ ჩვენც ვუყუროთ თამაშებს, მაგრამ არარის დაინტერესება .
დევკალიონი
14 ნოემბერი 2020 14:03
0
ნეტა საერთოდ ვინმეს გაინტერესებთ ეს თამაში რა სომხეთთან რის სომხეთთან საერთოდ მოედანზე როგორ უნდა გამოვიდნენ მაისური როგორ უნდა ჩაიცვან მე საერთოდ მაგათ ადგილას ბურთს აღარ გავეკარებოდი :((
Papuna
14 ნოემბერი 2020 02:01
12
არ ხართ მართალი. ბიჭებმა რაც შესძლეს ითამაშეს. თავს ზევით ძალა არ არსებობს. ამ შემადგენლობით, მწვრთნელის სრულიად დადანაშაულებაც არ შეიძლება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მწვრთვნელს ვადანაშაულებ.
Paouna-s!
15 ნოემბერი 2020 12:15
0
არ ხართ მართალი. ბიჭებმა რაც შესძლეს ითამაშეს. თავს ზევით ძალა არ არსებობს. ამ შემადგენლობით, მწვრთნელის სრულიად დადანაშაულება არ შეიძლება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მწვრთვნელს ვადანაშაულებ.
Paouna-s!
15 ნოემბერი 2020 12:14
0
1 ლორია
2 კაკაბაძე
3 კვირკველია
4 კაშია
5 ხოჭოლავა
6 დავითაშვილი
7 კანკავა
8 შენგელია
9 ჩაკვე
10 ხვიჩა
11 შოთა არველაძე
რაგბის ფანი
14 ნოემბერი 2020 01:50
14
სჯობს რაგბს "უფანო"
.
15 ნოემბერი 2020 11:54
0
პრესკონფერენციაზე ჰკითხეთ, მაკედონიისგან მიღებული 1.000.000$-დან რამდენი უწილადეს კალაძე-კობიაშვილმა ბოლო წუთებზე დროის გაყვანაში?
...
14 ნოემბერი 2020 01:41
13
შენ თითონ რამდენი გერგო?
aburjga
14 ნოემბერი 2020 07:52
4
რაღაც არა მგონია ეს თამაშები დინამოზე ჩაატარონ.
ირაკლი
14 ნოემბერი 2020 00:30
10
15 ში არა მაგრამ ეგებ სასწაული შეძლონ ექიმებმა და უფლის წყალობით ხვიჩამ 18 ში ითამაშოს ესტონეთან ეს ქართველებს დიდ სიხარულს მოუტანს და ნაწილობრივ შეიძლება გააბათილოს მაკედონიასთან წაგება
ბეღურა
14 ნოემბერი 2020 00:19
32
ეგ თამაში ამხანაგურსაც არარ უდრის აწი
იდალგო
14 ნოემბერი 2020 05:59
3
oe mazgach vorobey ra unda gaabatilos evropa davkarget
Drago
14 ნოემბერი 2020 03:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული