"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი
გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს," - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ მაკედონიასთან ფინალური მატჩი 0:1 წააგო და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო.


მკითხველის კომენტარები / 41 /
მწარე რეალობა დაგვიდგა, მარა რას ვიზამთ? სიცოცხლე ამით არ მთავრდება და ფეხბურთიც გრძელდება. არ მესმის იმ ადამიანების ვინც უკიდურესობაში ვარდებიან და ფეხბურთზე ჩვენს ქვეყანაში განვითარებაზე უკიდურესად ნეჰატიურად ლაპარაკობენ. კი მარა იქ ფსკერზე ვინც არიან ან იყვნენ და მაღლა ავიდნენ ანაც დარჩნენ ყველამ აკრძალეს ფეხბურთი ქვეყანაში? არც ჩამოვთვლი ასეთებს ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია მათ ისეც იციან ასეთი ბევრი ქვეყანა იყო და ჩვენც აუვცილებლად გავიხარებთ მჯერა. მოდიან ბიჭები ვინც ამას შეძლებენ მე მჯერა მათი.

ძალაინ მაინტერესებს თუ ჟურლანისტები გამოიკვლევთ რამენაირად კვარას და შენგელიას კოვიდ ტესტებს. ცოტა უცანურია რუბინის გენერალური დირექტორის განცხადების შემდეგ.
G.LA
14 ნოემბერი 2020 16:47
1
მე მჯერა ბიჭებო, თქვენი!
შაკო
14 ნოემბერი 2020 22:53
4
არც ილიოსკის და არც მეკარეს ამ თამაშის უფლება არ ჰქონდათ და მაინც ითამაშეს, ორივეს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ წითელ ყვითელი ბარათის გამო. ანულირებული არ ყოფილა... ფედერაციას სძინავს კაიფშია ჟურნალისტებმა მაინც ამოიღეთ ხმა?
giorgi
14 ნოემბერი 2020 21:41
4
ეს იყო D ლიგის ფინალი. ალიოსკისაც და მეკარესაც დისკვალიფიკაცია მიმდინარე ცე ლიგის ტურნირზე აქვთ.
ტარასა
15 ნოემბერი 2020 01:22
0
ეს კვეკვესკირი გადამრევს რა,ახლა სომხეთანაც მაყურებლის გარეშე ჩატარდება და მაგ ლოგიკით წაგვიგია მაშინ მეორე თამაშიც თანაც ხვიჩას გარეშე
ბეღურა
14 ნოემბერი 2020 20:25
3
კაი რა კვეკვე, კაი რა... აქ ფეხბურთის ვითომ გულშემატკივრები თუ მოტყუვდებიან შენი ფეხბურთელობით. კაი კაცი და გულიანი ხარ შეიძლება მარა ესეთი სუსტი თამაშით რას აპირებ არ ვიცი.
კონსელეირო
14 ნოემბერი 2020 16:42
10
თავის მართტლებით ვერაფერს მიაღწევთ.მაკედონიას ვინ ბალეჩიკობდა.კაი რა ფეხბურთი არ იცით ისაა სწორი შეფასება
Exxx
14 ნოემბერი 2020 16:22
1
მე მჯერა რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მინიმუმ საშუალო ევროპული დონის გუნდად ჩამოყალიბებისთვის, უბრალოდ ამ ფედერაციის ბიუჯეტის ჭამა და ხვრა ვერადავერ დამთავრდა უკვე წლებია, კორუფცია და ნეპოტიზმი პიკშია. შეხედეთ რა გუნდები თამაშობენ ხოლმე მსოფლიო-ევროპაზე მართლა 11 ,,შეშა'' ყავთ ხოლმე მოედანზე გაყვანილი მწვრთნელებს, მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც მაკედონია, 9 შეშა და 2 ფეხბურთელი გვეთამაშებოდა და ზუსტად იმ ორი ფეხბურთელის კომბინაციით მოგვიგეს.
თუ რაიმეს მიღწევა გვინდა ჯერ საქმის მკეთებელი ფედერაცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და ეს ,,კალა-კობის'' საძმო უნდა დაგვემშვიდობოს ძალიან სუსტი მენეჯმენტია, კობიაშვილი ტყუილად სწავლობდა ჰერტაში...
ემიგრანტი
15 ნოემბერი 2020 00:51
3
თუ ვინმემ ითამაშა მაკედონიასთან ეს ნიკა კვეკვესკირი იყო.
ნიკა რეალურად გუნდის ხერხემალია.
ნიკა აუცილებლად უნდა იყოს საართველოს მომავლის გუნდში.
კოტე
15 ნოემბერი 2020 10:53
3
უგულშემატკივრო სტადიონიო რომ ვიძახით,სტუმრად რომ გვეთამაშა,გამოდის,მოგება არ უნდა გვეცადა?მაკედონიელები კი თავიდანვე იძახდნენ,საქართველოში მოვიგებთო.მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ.
თამაზ
15 ნოემბერი 2020 04:37
1
ეს თუ შენი დაწერილია ვითომ ფეხბურთელობით ძვირფას დროს რატომ კარგავ.
me
15 ნოემბერი 2020 02:11
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული