"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი
გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს," - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ მაკედონიასთან ფინალური მატჩი 0:1 წააგო და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო.


მკითხველის კომენტარები / 41 /
საიდან გადაიწერა ბარემ ისიც თქვას
goga
14 ნოემბერი 2020 21:28
0
თამაში მაკედონიასთან წააგო ვაისმა, შეიძლება ვაისი მაგარი მწვრთნელიც იყოს მაგრამ საქართველოს ნაკრებში არ გამოუვიდა, უბრალოდ ნახეთ საქართველო მაკედონიის თამაში, სანამ ჰიმნი აჟღერდებოდა გვანახეს მაკედონიის მწვრთნელი როგორი თავდაჯერებული იყო როგორი მხიარული იყო კამერასთან ცოტა წაიგლახავა კიდეც მისი სახის მეტყველებისას ჩანდა რომ ის ამ თამაშს მოიგებდა, აი ეს აკლდა ვაისს თავდაჯერებულობა რომელიც გადაედო ფეხბურთელებსაც
ბეღურა
14 ნოემბერი 2020 20:33
5
ეს კვეკვესკირი გადამრევს რა,ახლა სომხეთანაც მაყურებლის გარეშე ჩატარდება და მაგ ლოგიკით წაგვიგია მაშინ მეორე თამაშიც თანაც ხვიჩას გარეშე
ბეღურა
14 ნოემბერი 2020 20:25
3
ამათ მიზეზი არ გამოელევათ.დანარჩენ მატჩებში ვნახავთ,რომ ჩაისვრებიან და იტყვიან მაგრები ვართ მარა სტრესიდან ვერ გამოვედითო...კაი რა...ვაისი რომ ვერ გრძნობდა თამაშის რიტმს და ვერ ცვლიდა თამაშს და ზამენებს ეს 6 წლის ბავშვმა იცის უკვე.ეს ფედერაცია მტერია გუნდის თუ ბრმები და ყრუებია...
პეტროსი
14 ნოემბერი 2020 18:53
2
ამ წაგებაში პირადად, ხელისუფლებას და გამყრელიძეს ვადანაშაულებ. ბიჭები არ იყვნენ ფინალებში თამაშით განებივრებულები, თან სახლში თამაშობდნენ, წნეხი და მოლოდინი უდიდესი, წაგება კატასტროფა და უამრავი რამ, რამაც მათი ფსიქიკა დათრგუნა. ამ დროს ვინ უნდა შემოუძახოს ფეხბურთელს და აიძულოს გამხნევდეს და ჩართოს მეორე სიჩქარე? რა თქმა უნდა მაყურებელმა, და მერე სად იყო მაყურებელი? არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის და ვერ მომიფიქრებია ისეთი სიტყვა, რომელსაც იმსახურებს ამ დეგენერატთა არმია, რომლებმაც რამდენიმე თაობის ბიჭების შრომა, ერთი უგნური გადაწყვეტილებით წყალში ჩაყარა. თუ პირბადით და დისტანციის დაუცველად 15 ათასიანი მიტინგის ჩატარება შეიძლება, რატომ არ შეიძლებოდა პირბადითა და დისტანციის დაცვით 70 ათასიან სტადიონზე 10 ათასი მაყურებლის დასწრება? არ ვიცი კარგად რომ გამიძიონ, შეიძლება დიდ ღალატთანაც გვქონდეს საქმე. ამ უგნურების შემხედვარე კვარასა და შენგელიას კორონათი დაავადებისაც აღარ მჯერა.
ჟორა
14 ნოემბერი 2020 18:05
4
5:0-იც რომ იყოს, არ გაჩერდეთ და 10:0-ხე ადით. დაამტკიცეთ რომ შემთხვევით წააგეთ და რომ პიფველ ადგილზე გასვლა შეგვიძლია!
10;0
14 ნოემბერი 2020 18:02
2
ისე მარტო კვეკვე ითამაშა ნორმალურად,დანარჩენები ბღლაძუნობდნენ
გურჯი
14 ნოემბერი 2020 16:53
9
ფარჩაკი ოქრიაშვილი სად გყავთ? ან ცისარტყელა კაშია?
jiji
14 ნოემბერი 2020 16:52
23
მწარე რეალობა დაგვიდგა, მარა რას ვიზამთ? სიცოცხლე ამით არ მთავრდება და ფეხბურთიც გრძელდება. არ მესმის იმ ადამიანების ვინც უკიდურესობაში ვარდებიან და ფეხბურთზე ჩვენს ქვეყანაში განვითარებაზე უკიდურესად ნეჰატიურად ლაპარაკობენ. კი მარა იქ ფსკერზე ვინც არიან ან იყვნენ და მაღლა ავიდნენ ანაც დარჩნენ ყველამ აკრძალეს ფეხბურთი ქვეყანაში? არც ჩამოვთვლი ასეთებს ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია მათ ისეც იციან ასეთი ბევრი ქვეყანა იყო და ჩვენც აუვცილებლად გავიხარებთ მჯერა. მოდიან ბიჭები ვინც ამას შეძლებენ მე მჯერა მათი.

ძალაინ მაინტერესებს თუ ჟურლანისტები გამოიკვლევთ რამენაირად კვარას და შენგელიას კოვიდ ტესტებს. ცოტა უცანურია რუბინის გენერალური დირექტორის განცხადების შემდეგ.
G.LA
14 ნოემბერი 2020 16:47
1
კაი რა კვეკვე, კაი რა... აქ ფეხბურთის ვითომ გულშემატკივრები თუ მოტყუვდებიან შენი ფეხბურთელობით. კაი კაცი და გულიანი ხარ შეიძლება მარა ესეთი სუსტი თამაშით რას აპირებ არ ვიცი.
კონსელეირო
14 ნოემბერი 2020 16:42
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული