გევორგ კაზარიანი: სომეხ გულშემტკივართა ნაწილს საქართველოს დამარცხება გაუხარდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს სტუმართა გუნდის 32 წლის თავდამსხმელმა გევორგ კაზარიანმა (კვიპროსის აელი) უპასუხა

"შესაძლოა, ზოგიერთ სომეხ გულშემატკივარს მაკედონიასთან ქართველების წაგება გაუხარდა, ზოგს - პირიქით. გასაგებია, ძნელია ასეთ შეხვედრაში დამარცხება და არაა გამორიცხული საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.

მეტოქეს ძლიერი გუნდი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

ჰენრიხ მხითარიანის არყოფნაში მზად ვარ ლიდერობა საკუთარ თავზე ავიღო, თუმცა ხვალ ყველა ჩვენი ფეხბურთელი ლიდერობას უნდა შეეცადოს და ერთიანი გუნდი
იყოს.

მე მჯერა, რომ საქართველოსა და მაკედონიის დამარცხება შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემი პატივისცემა უნდა გამოვხატო მეზობელი სომეხი ხალხის მიმართ, რომელსაც ეხლა მძიმე პრობლემები აქვს... ქართველ ხალხს არასოდეს და არც ეხლახანს მომხდარ ყარაბაღის ომში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე მხარის სასარგებლოდ. საქართველოს გავლით ამ ომის განმავლობაში არ მიმდინარეობდა იარაღის ტრანზიტი, თუმცა არ შეწყვეტილა არასამხედრო ტვირთების გატარება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მეზობელი ორევე სახელმწიფოსათვის
დო მაჟორი
16:16 15-11-2020
3
არარატმა დუდელანჯთან რო წააგო აქ ზეიმი იყო, და რა გინდათ ამ კაცისგან?
Sportala
12:00 15-11-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული