"არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2019-20 წ.) ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ მას. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს შედგა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის წინააღმდეგ. სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წლის 14 ოქტომბერს კი ერთა ლიგაზე მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რის შემდეგაც შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულ
და და... სოციალური ქსელები კვარაცხელიას გვარმა და გახარებული გულშემატკივრების ოვაციებმა ააჭრელა...

ხვიჩას მამა, თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი - ბადრი კვარაცხელია შვილის კარიერაზე გვესაუბრება. მისი აზრით, ფეხბურთელი არასდროს უნდა იყოს კმაყოფილი საკუთარი თამაშით და მუდმივად ვითარდებოდეს. ხვიჩასაც დიდ მიზნებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი...

Sportall.Ge


ბადრი კვარაცხელია:
- სიარული დაიწყო თუ არა, ბურთი სულ თან ჰქონდა (იცინის). მე ბაქოში ვმუშაობდი და პირველად სწორედ იქ მივიყვანე ხვიჩა ფეხბურთზე, პატარების გუნდში 7-8 წლის ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა, თვითონ 5-6 წლის გახლდათ. მერე უკვე იყო თბილისი: "ოლიმპიკი", "ავაზა", "დინამო" და ა.შ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობდა. დილით ადრე, 6 საათზე "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშზე მიდიოდა, 9-ზე კი - სკოლაში. 10-12 წლის ბავშვისთვის ეს იოლი არ არის.

- ალბათ, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ფეხბურთელობას სერიოზულად უნდა მიჰყოლოდა და ეს მისთვის სტიმულიც იყო, არა?
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან მოწადინებული იყო. მისი ამოცანა სწორედ ის გახლდათ, რომ ფეხბურთი ეთამაშა და ახლაც ეს მიზანი აქვს, მეტს მიაღწიოს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- როგორც მამა, მისი შედეგებით კმაყოფილი ხართ? როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რაიმე რჩევებს თუ აძლევთ? მისი "მთავარი მწვრთნელი" ცხოვრებაში, ალბათ, ყოველთვის თქვენ იყავით...
- სიმართლე გითხრათ, ახლა მაინცდამაინც არ ვერევი. პატარა რომ იყო და მერეც, 15-16 წლის, დავსხდებოდით და ყველაფერს განვიხილავდით, რა შეცდომები ჰქონდა და რა უნდა გამოესწორებინა. ახლა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჰყავს, ვინც უკეთეს რჩევებს მისცემს, თუ საჭირო იქნება. მე არ მინდა, ჩავერიო. ჯობია, ერთ მწვრთნელს დაუჯეროს, შეცდომები მან გააანალიზებინოს, მიუთითოს. ხვიჩა ძალიან კმაყოფილია მასთან მუშაობით.

- თქვენი შვილის ბოლოდროინდელ თამაშებს როგორ შეაფასებთ?
- შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საკმაოდ თვითკრიტიკულია, არასდროსაა კმაყოფილი თამაშით და უნდა, რომ მეტი გააკეთოს. წინსვლისა და პროფესიული ზრდისთვის ეს კარგია და მეც ვეთანხმები. მეტი შეუძლია, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეტი უნდა მოინდომოს. ფეხბურთელი თუ თავისი თამაშით კმაყოფილი იქნება, ეს მისთვის ცუდია. ხვიჩას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. წამყვანი ფეხბურთელი რომ გახდება და დიდ გუნდში ითამაშებს, მაშინ ვიქნები კმაყოფილი. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. გააგრძელეთ კითხვა





ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
შენ ყოფილხარ ბიძიკო ნახევარი ნაკრები და კიდევ მეორე ნახევარი ნაკრების ბელგიაშია ...აბა თქვენამდის აგებდენ ყველასთან არ ხართ და წააგეს მაკედონიასთან აგერ სომხებთანაც აგებენ .....ერთი თხოვნა მაქვს მთელი მსოფლიოს ქართველების სახელით იშრომე რაც და არც შეგიძლია დანარჩენი ისედაც გაქვს ღმერთისგან ...მადლობა რომ თავში არ აგივარდა ჯერ ძველ ბმვ-ს არ გამოეკიდე ახლა არც ახალს მისდევ ...ცოტათი კიდევ მოითმინე და მართლაც იქნება ფერარებიც და ლამბორჯინებიც ...მთელი ქვეყნის სიყვარული და მსოფლიოს დაფსებაც ...შენ იმედზე არის ეს პატარა ქვეყანა გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას უტრამვობას და ძაან მაგარ კარიერას საკლუბო და სანკრებოსაც ასევე ოქროს ბურთსაც შენ ეს შეგიძლია მხოლოდ შრომა რეჟიმი და ისევ შრომა არის საჭირო ...მწარედ ჟღერს მაგრამ ხომ იცი ჯერ მწარე ჭამე ...))) მადლობა შენც და მთელ შენს ოჯახს ...ბედნერება ჯანმრთელობა და ღვთის მადლი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!!!!!
gaixareeet
21:53 15-11-2020
0
ხვიჩა და ჩაკვე ძალიან დგვაკლდა მაკედონიასთან. ისე ერთი ტენდენცია აშკარად გამოჩნდა- ჯგუფიდან ჩაკვეტაძემ გაგვიყვანა, ნახევარფინალიდან ხვიჩამ, რასაც სათანადო დაფასება არ ქონია. განსაკუთრებით სპორტული მედიის და პროფესიონალების მხრიდან. მეტნაკლებად აღნიშნავდნენ მაგრამ არა განსაკუთრებულად. ამიტომაც დავისაჯეთ ალბათ.
აშკარად ეტყობა ობიექტურობის ნაკლებობა ქართულ ფეხბურთს თავისი მესვეურებიანად!
მადლობა ოჯახებს ასეთი კარგი პიროვნებების აღზრდიასათვის. წარმატებები ჩაკვეს და კვარას!
ქომაგი
20:33 15-11-2020
1

სიახლეები პოპულარული