კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
კომენტარები 0 40 წუთის შემდეგ აან არავინ წერს ან ყველა იგინება? და თუ იგინებიან რატომ ბლოკავთ?
antaress
15 ნოემბერი 2020 23:27
1
araushavs bichebo,raz magrebi vart kartvelebi vart,tkve genazvalos armen bizia!
qomagi
15 ნოემბერი 2020 23:27
0
ფსკერი, სირცხვილი, უთავმოყვარეო კაცუნების ,,სბროდი". ზოგადად ოცნებას შეგაძულებენ კაცს.
მამუკა
15 ნოემბერი 2020 23:27
0
Ვაისი ისევ საქართველოშია?
N
15 ნოემბერი 2020 23:24
3
ამას ხო მოხერხება უნდოდა.მთელი დაცვის და მეკარის შეცვლა ვის გაუგია,ექსპერიმენტებს ატარებს ტიპი.კაშია და დვალი უნდა შეეცვალა მარტო.ისე მარტო ვაისის ბრალიც რომ არაა,დღესაც გამოჩნდა.დავითაშვილი არაფრად ვარგოდა და რომც შემოეყვანა მაკედონიასთან ვერაფერს იზავდა,ლობჟანიძეს კი ოქრიაშვილს ვერ ამჯობინებდა ვერანაირად,თან დღესაც გამოჩნდა რომ ბოლო შეცვლებმა პირიქით ავნო გუნდის თამაშს და რო არ გაეკეთებინა ეს შეცვლები,ალბათ არ წავაგებდით.სხვა რესურსი ნამდვილად არ იყო მაკედონიასთან და არც დღეს,თუმცა კაკაბაძე და კვირკველია მაინც რო დაეყენებინა დღეს,დარწმუნებული ვარ მინიმუმ არ წავაგებდით.დასკვნა ერთი შეიძლება გამოვიტანოთ.ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე ჩვენი დონე ნულია.ასეთი გუნდით ევროპის ჩემოიონატზე გასვლა მართლა სასწაული იქნებოდა.ვაისი ვერ შეცვლიდა ვერაფერს,კადრები წყვეტენ ყველაფერს...საფეხბურთო კადრები კი დღესდღესდღეობით სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვყავს.
master
15 ნოემბერი 2020 23:23
6
ფეხბურთ საბოლოოდ დაასამარეს ავოიე პროკურატურა, 10 ლარს ვინც აკეთებს იმას რომ დასდევთ, 300 მილიონს ჭამენ 300 მილიონი ოვაააააააააააააააააააააააააა
??????????????????????????????????????????????????????????????????????????????
15 ნოემბერი 2020 23:23
1
.!. Nakrebi
Bbb
15 ნოემბერი 2020 23:21
0
ნამუსი არა გაქვთ? ფედერაცია მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს.
Status quo
15 ნოემბერი 2020 23:20
0
მათხოვრები ფულს ვშოულბთ და შენ ძმაო ტანში ხომ არ გძმარავს?
goga
15 ნოემბერი 2020 23:43
0
მთავარი პრობლემა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებია. იქ უნდა ასწავლიდნენ ბურთის გაჩერებას, პასს, დარტყმას და ასე შემდეგ. ამათ აღარაფერი ეშველებათ, გვიანია უკვე. პლიუს წაგებულის მენტალიტეტი აქვთ და თვითონაც არ ჯერავთ გამარჯვების. ჰიმნის დროს ნაცემი ბავშვებივით იდგნენ თუ დააკვირდით.
პატრიოტი
15 ნოემბერი 2020 23:20
0
და მერე ვინ უნდა ასწავლოს? წერა-კითხვის უცოდინარი მწვრთნელმა?არ მოგწონთ ბატონო როცა გეუბნებიან ენები ისწავლეთო,იმუშავეთო,გირჩევნიათ ბირჟაზე ჯდომა და პლანის წევა,მერე არჩევნებზე 100 ლარის აღება,ხოდა გაქვთ ის რასაც იმსახურებთ
ჟორა
16 ნოემბერი 2020 00:50
0
Es Ra iyo ????svarka bevrat Kai sayurebeliA es narchevi tamadebi saidan nakrebshi???grigalava magari zmaa imenna qelexis tamadaa
Bbb
15 ნოემბერი 2020 23:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული