კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
.!. Nakrebi
Bbb
15 ნოემბერი 2020 23:21
0
შედეგი არასწორი მენეჯმენტიდან გამომდინარეობს.
ბავშვთა ფეხბურთის გარეშე, აკადემიების არ არსებობის პირობებში შიდა ჩემპიონატის დაუფინანსებლობის გათვალისწინებით, ასაკობრივი ცენზის გარეშე ( 21 წლამდე ფეხბურთელებს არ უნდა ქონდეთ კანონით უფლება ლეგიონერად წასვლის ). ძნელი იქნება შედეგის მიღწევა.
სანამ ჩვენ დროში გათვლილი გეგმა არ გვექნება მანამ არაფერი გვეშველება , რომ შემუშავდეს 10 წლიანი გეგმა სადაც იქნება გაწერილი სამუშაო 6 წლიდან ბიჭების აღზრდის პოლიტიკის ეს მოგვცემს 16 წლის ასაკში პოზიტიურ შედეგს. ეს შედეგი გამოყენებული იქნება შიდა ჩემპიონატში ხოლო 16 წლის ბიჭი 21 წლამდე ნაყოფიერად იბურთავებს , 21 წლის და მეტის ფეხბურთელი უკვე ჩამოყალიბებულია და მისი კოეფიციენტი მეტი.
თუ განვითარება დაბალი საფეხურიდან არ დაიწყო სულ ასეთი გულიანი მაგრამ უუნარო ბიჭები გვეყოლება , ბიჭები კარგები არიან მაგრამ არ არიან კვალიფიკაციის მქონე მხოლოდ მონდომება არაფერია თუ პროფესიონალიზმი არ არსებობს ეს ორივე ერთად არის საჭირო.
ყაჭე
15 ნოემბერი 2020 23:19
5
ამათი უთავმოყვრო ...
კოტე
15 ნოემბერი 2020 23:05
0
უთავმოყვარეო თაობა!!!!!!!!!
გიორგი
15 ნოემბერი 2020 23:05
0
აჰაა!! ამათ რა უძლიერესი შიდა საფეხბურთო ლიგა აქვთ რომ მოგვიგეს?!!!...
buba
15 ნოემბერი 2020 23:05
0
უთავმოყვარეოთა დოღი..
ქუთაისი
15 ნოემბერი 2020 22:59
0
წერის მეტი არაფერი შეგიძლიათ ვაი ქომაგებო..ვინ მოგცათ შნო რამე რომ გვითხრათ,არ ვაპირებდი დაწერას მაგრამ ეკრანს ამოფარებულები ხართ..
მუმუ
16 ნოემბერი 2020 15:58
7
როგორც კი ნაკრებს მოშორდება კანკავა ლორია ოქრიაშვილი და კაშია იმ წამსვე დალაგდება ყველაფერი..არ შეიძლება ამათი ყოფნა ნაკრებში
ჯიჯი
16 ნოემბერი 2020 00:31
15
შენც რა მაგარი ფორმულა მოგიძებნია წარმატების, კანკავა რო მოაშორო მოვიგებთ?!
აუფ
16 ნოემბერი 2020 01:19
2
კი არ დამარცხდა, არამედ დაუთმო. დაუთმო რადგან სომხებს უფრო აქვთ შანსი გასვლისა ამ ჯგუფიდან ვიდრე ჩვენ და ამ მათ შანს სტიმულიც სჭირდებოდა, ჩვენი დამარცხებისა. თან სომეხ ერს დღეს მართლა სჭირდება, თუგინდ სულ პატარა სიხარულიც. ეს იმას ჰგავს, როდესაც ცნობილი 9 აპრილის გამო, სომხებმა რე გვეთამაშეს ერევანში...
ავაზა
15 ნოემბერი 2020 23:13
20
საშინელება, კატასტროფა, აბურჯანია საერთოდ ძააან შორსა, დავითაშვილზე მცდარი წარმოდგენა მქონია, გვილია 0! კანკავა საერთოდ არ იყო სათამაშებელი, ჯიღაური აღარააა საჭირო. ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, კაჭარავა, ერთი ქვაბია, გრიგალავა არა ნაკრების დონის, მაკარაძე არასტაბილურია, / ნავალოვსკი იბრძოლა და ნორმალურად გამოიყურებიდა , მაგრამ დაცვა ჩავარდა და მაგის ბრალიცა, ლობჟანიძე კარგად უტევდა, მეორე ლობჯანიძესაც არაუშავდა ასე თუ ისე, ნუ მოკლედ ვაისი გასაშვებია და მიდის კიდეც! ღრუბლებიდან დავეშვით, უფროსწორად დავენარცხეთ მიწაზე , თან ისე რო კაი ხანი ვერ აგვფხიკავს ვერავინ!!! ეს მუჯირი კობიაშვილი , უნდა დაიხურონ ქუდი და უნდა წავიდნენ, კობიაშვილი ხო იძახდა პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზეო , ცხადაზეს რო უშვებდა და რო არიადარია ყველაფერი თავის ჭკუაზე! ხოდა პასუხისმგებლობა ის იქნება დაწეროს განცხადებაა და დააახვიოს თავის ძმაბიჭებთან ერთად მაქედან! ფედერაცია რო გახადეს საბირჟაო ადგილად! ჩემპიონატი ნოლი! ნაკრები ნოლი! ეს დაფინანსება სად მიდის ეს ფული , კაცმა არ იცის, რა ხელფასზე მუშაობენ ეს ხალხი გაგვაგებინეთ ერთი, რაში ვუხდით ფულს? ან რამდენი იხარჯებაა ფედერაციის თანამშრომლებზე, მოკლედ ყველაფერი , აბსოლიტურად ყველაფერი განადგურებულუა ქართულ ფეხბურთში!!!!
Vasili
15 ნოემბერი 2020 23:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული