ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
ჭკვიანია ეგ მამაძაღლი და ჩვენს ბოსტანში გვესვრის კენჭებს, ჩვენზე მეტ ქართველობას იბრალებს, რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვარო. განგებ დაშალა ნაკრები და გააფარჩაგა, რომ ფედერაციიდან და მწვრთნელიდან ფეხბურთელებზე გადაეტანა ისრები. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, იმდენად კარგები, რომ მაკედონიას ტოლ-სწორად ვეთამაშოთ და სომხეთს და ესტონეთს ყველგან მოვუგოთ. შეთქმულებას ჰქონდა ადგილი და ახლა ამ შეთქმულების გაპრავება ხდება. გაახილეთ თვალები და გაიღვიძეთ...
არქიფო სეთური
16 ნოემბერი 2020 01:22
27
გააფარჩაგა თორემ ვაისამდე სულ 2 ქულა გვაკლდა ევროზე გასასვლელად, ბოლოსწინა და ბოლო ადგილებზე რომ გავდიოდით შესარჩევებში
rasa
16 ნოემბერი 2020 01:31
1
ეხლა რო ვუყურებ ზოგის კომენტარებს ისე გამოსდის რო თითქოს ვაისის ბრალი ყოფილა ყველაფერი და აი ჩვენი ფეხბურთელები, კიდე საწყლები, რო ვაისმა არ მიცა ნება იმის რო ამათ თავიანთი თამაში ეთამაშად./ ვაისმა თავისი წილი შეცდომები დაუშვა მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას რო ჩვენი ფეხბურთელები არიან მკვდრები! და ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები არიან, სამოყვარულო დონის ფეხბურთელები არიან! 3-4 კაცის გარდა არცერთი არ იმსახურებს საქართვრლოს ნაკრების წევრის სახელის ტარების უფლებას! ესტონეთის შემდეგ იმედია ბევრი განაცხადებს თავის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე! იყავით იმ კლუბებში სადაც ხართ , საქართველოს პირობებზე თქვენ საკმაოდ კარგი ანაზღაურება გაქვთ , ხოდა შეგვეშვით რა, წადით თქვენი ცხოვრებით იცხოვრეთ, არაფერი გესაქმებათ ნაკრებში თქვენ!!! კობიაშვილი შენ გეხება ყველაზე მეტად !!!
Vasili
16 ნოემბერი 2020 01:19
4
მეგობარო კითხვა მაქვს რა უბრალოდ: ოქრიაშვილი, ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ქვილითაია დღეს რატომ არ იყვნენ? უბრალოდ მაინტერესებს როგორ ფიქრობთ? ანუ ბათუმის დინამო მე ვათამაშე ფლანგებზე დღეეს? მწვრთნელი არ აყენებს შემადგენლობას? ნუთუ გგონიათ მართლა რომ ჯიღაური ჯობდა დღეს კაკაბაძეს ან ოქრიაშვილი განაცხადშიც არ უნდა ყოფილიყო?? ბუდუ ზივზივაძე რატომ არ იყო სიაში ? კარგით რა მართლა
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:47
6
არა მეგობარო ნაკრებიდან არავინ წავა კარგი კონტრაქტისათვის ნაკრების თამაშებია საჭირო წავლენ კი არა ფულის გადახდაზეც არ იტყვიან უარს
იბერია
16 ნოემბერი 2020 02:16
0
შე კაი კაცო თუ მაგდენი იცოდი სასტავი ვერ დააყენე!? 5 წელი ერთი ინტერვიუ არ ჩაგიწერია და გულშემატკივარს არ შეხვედრილხარ! 5 წელია დატასაობ მარტო ნაკრების თამაშებზე იმის მაგივრად რომ საქართველოში ყოფილიყავი და ჩვენი ჩემპიონატის ბიჭებიც გენახა, მეორე სასტავიც შეგეკრა და ამოსარჩევიც ბევრი გექნებოდა! აქამდე, ჩაკვეტაძემ, კვარაცხელიამ და შენგელიამ რომ მოგიყვანა ეხლა მიხვდი!? უთამაშებელ მოთამაშეებს რატომ იძახებ საერთოდ ნაკრებში და მითუმეტეს სასტავში აყენებ! მოთამაშეებს პოზიციებს უცვლი თან იცი, რომ თავიანთ კლუბებში სხვა ადგილებზე თამაშობენ! შეცვლებზე აღარ ვლაპარაკობ! ბოლო ბოლო მთავარი მწვრთნელი ხარ შენ უნდა დააყენო თამაში!
მწრთვნელი
16 ნოემბერი 2020 01:18
3
ხალხო გაიგეთ გასაგებია რომ მწვრთნელია მთავარი მაგრამ მერამდენე მწვრთნელს ვიცვლით უკვე?სხვა რამეში ხომ არაა საქმე?ის რატომ გავიწყდებათ რომ ერთ ტაიმსაც ვერ თამაშობენს ეს ქათმები და მერე ენაგადმოგდებულები დადიან მოედანზე.დღეს ფეხბურთი არის ფიზიკური შრომა,პრესინგი.თუ ეს აქრ შეუძლია გინდს და თუ სატანადოდ ფიზიკურად არაა მომზადებული,რაც არ უნდა ტექნიკური იყოს ვერაფერს იზამს ის.ეს იყო ჩვენი მოურჩენელი ჭირი და ამაზე არავი არაფერს არ ამბობს რომ დიდი შრომა და ფიზიკური მომზადება სჭირდება რასაც ეს ქათმეი არ აკეთებენ ეზარებათ გესმიით ეზარებაათ და მოკალი თუ გინდა.ამას ამბობდა თემო ქეცბაიაც და აჰაა ფაქტია სახეზე მეტი რაღა გინდათ.
გეგი
16 ნოემბერი 2020 01:14
2
მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია შეცვლებით დაგვტანჯა და 5 წელია ნაკრების შერჩევაში უამრავი კითხვა მიჩნდება გულწრფელად მეცოდება ეს კაცი.
და ნებისმიერი ვინც ჩვენ ნაკრებს ჩაიბარებს.
დისციპლინა 0, პროფესიონალიზმი 0, თვითკრიტიკა 0 - ამას რა ვაისი და რა იურენ კლოპი უშველის?
ბურთის მისაღებად 3-4 შეხება რო ჭირდება ფეხბურთელს ამას ნაკრების მწვრთნელი რას უშველის? კედელივით რო უღებს მოთამაშე ბურთს და 5 მეტრის იქით გაურბის ამას ვაისმა რა უნდა უქნას? 5 წელია ერთი(!) კუთხიდან მოწოდებული ბურთი რო ვერ მოვიგეთ, ერთი!
რა მოუხერხოს? მოკლედ ვაისი რო დაბალია მაღალი კლასის მწვრთნელი არაა ქე ვიცით, მარა პროფესიონალიზმის გარეშე ამ ამ ქვეყანას (და არა მარტო საფეხბურთო ნაკრებს) მომავალი არააქვს
Superman
16 ნოემბერი 2020 01:14
2
ხოდა 5 წელი კუთხურებს ერთი და იგივე ფეხბურთელი რომ აწვდის ეს მწვრთნელის პრობლემაცაა :)))))
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 03:23
6
შენ საქართველოში 5წელი კი არა,მაქსიმუმ 3-4თვე თუ გაქ გატარებული.ერთ რამეში მართალია ეს კაცი,სამშობლოს და გულშემატკივრების სიყვარულს და პატივისცემას ეს კაცი ვერ გასწავლიდათ.
კახა ქ.
16 ნოემბერი 2020 01:08
0
2 წლის წინ იყო გასაგდები ვაისი. კობიაშვილიც გასაგდებია.
ქ. გ.
16 ნოემბერი 2020 01:08
5
კობიაშვილი თავის შანტრაპასთან და კრახი კალაძესტან ერთად გასაგდებია ს ა ს წ რ ა ფ ო დ!
giorgi
16 ნოემბერი 2020 16:26
0
ვაისი იყო გასაშვები, კობიაშვილი გასაგდები. კარგად გვახსოვს, როგორ მოვიდა ფედერაციაში.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 14:24
0
ვაისი რომ უშეცდომო არ ყოფილა და მნიშვნელოვანი ტაქტიკური-შეცვლების მხრივ არაკომპეტენტურობა გამოიჩინა არაერთხელ - ეგ ფაქტია და ყველა თანხმდება მეტნაკლებად, მაგრამ იმას რა უნდა ვუყოთ ჩვენი ფეხბურთელების პატრიოტიზმი ტრაფარეტულობით რომ ამოიწურება და მეტი არაფრით? კოკაინი და სიგარეტი რომ უფრო კარგია ვიდრე თუნდაც 10%-ით მეტი 'დიხანიე'?
rasa
16 ნოემბერი 2020 01:07
1
ადამიანურად კი გვეცოდები მაგრამ ვერ გაპატიებთ, ვერც შენ და ვერც ფეხბურთელებს,ფედერაციას ხომ საერთოდ.
დავით 67
16 ნოემბერი 2020 01:06
4
ეხლა გინდ შაიტანე და გინდ გამაიტანე ოო მაშ
არაფერი გეშველებათ
16 ნოემბერი 2020 01:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული