დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
სისტემურად უნდა შეიცვალოს ფეხბურთი,ბავშვთა ფეხბურთიდან.ბავშვთა მწვრთნელები უნდა გადამზადდნენ,სხვა მენტალობით უნდა გაიზარდნენ ფეხბურთელები და აუცილებელია ფიზმომზადების მწვრთნელთა სპეციალური მომზადება,საქართველოში ფაქტიურად არ გვყავს ფიზმომზადების სპეციალისტები,ფსიქოლოგებზე საუბარიც ზედმეტია.აყცილებელია ბიზნესი დაინტერესდეს ფეხბურთით,თორემ ისე არაფერი გამოვა.ბევრ ქვეყანაში ლატარიების გამთამაშებლები ვალდებულნი არიან სპორტი დაასპონსორონ,ჩვენთანაც რო დაავალდებულონ არ იქნება ცუდი.20 წელია გავიძახით ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოსო,მაგრამ პატრონი არაა.რაც შეეხება მწვრთნელს,დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მწვრთნელი,ის ვერაფერს გააწყობს თუ სისტემა არაა გამართული და ფეხბურთელები არ არიან სწორად აღზრდილები მენტალურად და ფიზიკურად.ნიჭი კი გვაქვს ფეხბურთში,მაგრამ ვერ ვიყენებთ.სად მოღვაწეობენ საუკეთესო ქართველი მწვრთნელები?ყაზახეთი,უზბეკეთი და კვიპროსი.რომელია ამათგან საფეხბურთო ქვეყანა?არველაძემ თურქეთიდან დაიწყო,ვერ გაქაჩა,მერე ისრაელი,ახლა კი უზბეკეთი.მაგარი რომ იყოს უზბეკეთში არავინ გაუშვებდა.ვფიქრობ მწვრთნელად ახალგაზრდა ხორვატი ან სერბი სპეციალისტი გამოგვადგება.ამ ხალხს აქვს მწვრთნელობის ნიჭი და მენტალურადაც ახლოს არიან ჩვენთან,თან დიდ ხელფასსაც არ მოითხოვენ.
Master
16 ნოემბერი 2020 12:52
1
აზრი არ აქვს ჩვენს მსჯელობას, კალაძე ვისაც შეარჩევს ის იქნება მწვრთნელი.
სააკაძე
16 ნოემბერი 2020 12:51
2
კახაიემ და ლევანიემ დაასვეს ბოლო ჯვარი ფეხბურთს. ისტორიაში სამარცხვინო სახელებით ჩაიწერებიან.ასევე მათი დამქაშები აღარ მინდა მაგათი ხსენებაც კი.
ზურა
16 ნოემბერი 2020 13:16
1
მარტივად შეიძლება ლობანოვსკის მსგავსი მწვრთნელი ოღონდ არაქართველი. ვინც ცხენებივით არბენინებს ყველას 120 წუთი, კარში დარტყმებზე ავარჯიშებს ძალიან ბევრს ჩაჯმა.დე. და უკან პასს აუკრძალავს . აი ესაა გამოსავალი სხვა არაფერი. და კიდევ ერთი ფსიქოლოგი ეგეც უცხოელი რომ შეაგონოს ფეხბურთელებს რომ ფეხბურთის თამაში მანდრაჟით არ შეიძლება და პროფესიონალმა ყველანაირ წნეხს უნდა გაუძლოს.
ზურა
16 ნოემბერი 2020 12:49
2
რა უნდა შეიცვალოს და პირველ რიგში ეს ფედერაცია უნდა წავიდეს სასწრაფოდ!! მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს ეგ უკვე აღარ ვიცი! სანამ ესენი იქნებიან აზრი არა აქ არაფერს მინიმუმ კიდე ერთი 10 წელი! ცხადაძე ისე ცუდად გაუშვეს ნაკრებიდან მაგის მობრუნება სანამ კობიაშვილია მანდ ეგ ამბავი არ მოხდება! მოძებნიან ვინმე ჭ კლასის მწვრთნელს და ჩამოათრევენ, მერე ისევ დაიწყება თავიდან , ისიც დამარცხებული წავა! ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახო ბევრი, მაგალითად, აბურჯანია , გვილია, გრიგალავა, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი, კაშია, ჯიღაური, კაჭარავა პაპუნაშვილი, ლოვბჯაჯიძე, ქვილითაია, და კიდე სხვები, აბსოლიტურად უნდა გადაკეთდეს, ესენი არიან დამარცხებული ფსიქოლოგიის ხალხი, ანუ გადამწყვეტ მომენტში კიდე იგივეს იზამენ, მოყვარულები არიან, არაპროფესიონალები, აშკარად გამოჩნდა რო იმ ჯგუფურზე ჩაკვეტაძე რომ არ გვყოლოდა იმ ჯგუფიდან ვერ გავიდოდით, და ეს კვარაცხელია რომ არ ყოფილიყო ვერ იმ ბელარუსიას მოვუგებდით! სხვა ფეხბურთელები უბრალოდ ცხვრები არიან !!!
Vasili
16 ნოემბერი 2020 12:49
0
რედაქციას!
ჩაატარეთ გამოკითხვა უნდა შეიცვალოს თუ არა ფედერაციის ხელმძღვანელობა და გააცანით შედეგები არაკაც კობიაშვილს!!!
11
16 ნოემბერი 2020 12:49
0
საერთოდ ვერ ვხვდები, რედაქციას რა აზრი აქვს ჩადებული ამ შეკითხვაში. კომენტარებიდან ჩანს, რომ ყველამ იცის რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელები არ აკეთებენ თურმე.
ყველაფრის თავი და თავი არის ის, რომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ. არასწორად ვითარდება ბავშვთა ფეხბურთი, არ გვივარგა ჩემპიონატი, არ გვყავს ტალანტები საკმარისი რაოდენობით - რომ ითქვას თაობა მოდისო. თითო-ოროლა ტალანტის კარიერა იღუპება ტრამვების გამო - ყენია, ჭანტურია, მჭედლიძე, ანანიძე, არაბიძე და მგონი უკვე ჩაკვეტაძეც. ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა საშუალო დონის არიან და საშუალო გუნდებში თამაშობენ და უმრავლესობა იქაც სათადარიგოა.
საკავშირო ჩემპიონატის დროს დინამოსაც ქონდა ჩავარდნების პერიოდი, მაგალითად სამოცდაათიან წლებში, მაგრამ თერთმეტი კარგი ფეხბურთელი ყოველთვის გვყავდა და ყიფიანის თაობაში რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი ნაკრების შანსი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებდნენ.
ახალგაზრდებიდან კვარაცხელია-ჩაკვეტაძის და შეიძლება დავითაშვილის გარდა ვი გვყავს? ნინუა საბერძნეთში სათადარიგია და ასე ვერ გაიზრდება. მიქაუთაძის ჩამოყვანას შევძლებთ?
ვაისი და ცხადაძე ან არველაძე ხომ არ ითამაშებენ ფეხბურთელების გარეშე? არ გაგვიმართლა ბოლო თამაშებში - ჩაკვეტაძე და კვარაცხელია არ გვყავდა. ვფიქრობ, მაკედონიას ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ თავისი საუკეთესო თამაში რომ ეთამაშათ, მოუგებდნენ ჩვენები. სომხებს ხუთიდან სამ თამაშს მაინც მოვუგებთ, მაგრამ რეალურად ძალიან დაბლა ვართ - ძლიერ და კარგ გუნდებთან შანსი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.
არჩი
16 ნოემბერი 2020 12:44
1
აუ რას ფილოსოფოსობთ , რა უნდა შეიცვალოს და ფეხბურთელები , მაგრამ არარის და რა გინდა გააკეთო. ბურთს ვერ იმაგრებენ ერთ ფეხბურთელს ვერ ატყუებენ , ვინც თამაშს ქმნიდა და აქამდე მოგვიტანა არც ერთი იყო და არც მეორე ( ჩაკვეტაძე კვარაცხელია) ვინც გვყავდა ის არცერთი არაა შემქმნელი რამოდენიმე პასი და მორჩა ინდივიდვუალურად ვერცერთი ამწვავებს , არც სისწრაფე აქვთ არც დარტყმა, იძახეთ ახლა ვაისი რა ქნას ვაისმა , შეცვლებს არ აკეთებსო , შეცვალა მთლიანად გუნდი ვინ რა გააკეთა. ტოპ ლიგის ერთი ფეხბურთელი არ გვყავს . გადახედეთ მაკედონიას 50% ტოპ ლიგებში თამაშობენ . მოგიგებს რას იზამს აბა. ერთალიგა ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა , და ეს ბოლო თამაშები თუ რამე მოხდა კვარაცხელიამ , დანარჩენი ჩვეულებრივი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებია და რაც არიან ის შედეგი გვაქვს .
ემირ
16 ნოემბერი 2020 12:43
0
თავს ვერ გადაახტები, მწვრთნელი აჰყვა გულშემატკივარს და შეეცადა შემტევი ფეხბურთი ეთამაშებინს გუნდისთს რომელსაც ამის პოტენციალი არ გააჩნია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე! (კიდევ ოქრიას თუ გაუვარდება ყარაულის თოფივით) სხვა არავინ ასეთი რომ არ გყავს უნდა დაეტიო შენს ადგილზე და ითამაშო ის რაც შეგიძლია . ყრუ დაცვა , კარტენაჩიო თუ სხვა რამ. ამბიცია კარგია მაგრამ რეალობაა სხვა , ნავალოვსკი რომ თავდასხმაში წავა ეს ისეა ძაღლი შინ არ ვარგოდაო და გარე გარე დადიოდაო.. მწვრთნელის ბრალია დიდწილად ეს წაგებული თამაშები.
ასეა ჩემო ტასია !
16 ნოემბერი 2020 12:43
1
1 მწვრთნელად უნდა მოვიდეს კახა ცხადაძე გუნდს ჭირდება ქართველი მწვრთნელიიი რომლიც ამ ნაკრებს ახლა სულს მისცემსს ვაისმა ამოწურა შესაძლებლობები მაქიმუმიც კი გააკეთაა მეორე უნდა გადახალსდეს შემადგელობააა და დროა ნინუას ზივზივაძეს და ხარიშვილის მეცეს უფრო მეტი შანსი ასევე ნიკოლოზ მალის და ლოჩოშვილს ახალგზრდული ნაკრებიდან უნდა ამოწიოს რმოდენიმე ფეხბურთელმა რათა სწორად განვთარდნენნ მგონია რომ ვაკოს ეპოქა დასრულდა ნაკრებში იმიტომ რომ ის აღარ არის პრდქტიული და გუნდისთვისაც ძალა დაკარგააა გამცდილებასა და ახალგზრდებიოს ნაზავი უნდა იყოს ნაკრებშიი რომ განვთარდეთ ასევე რაც არუნდა რთული ჯგუფში აღმოვჩნდეთ შესარჩევზე მიზანიი უნდა იყოს 2 ადგგილზე გასვლა იმიტომ რომ ამ მიზნის გარეშე და მოტვაცის გარეშე ვერავინ ითამაშებს ეს არის მოტვაცია რომ ტამაშზე რო გადიხარ ყველსთან მოგება უნდა გსურდესს თუ ფედერაცია გადწყვეტს რომ ისევ უცხოელი მწვრთნელი უნდა მოყვანოსს ჯობია რომ კარგი კვალიფიკაცის იყოს და სასრველია რომ ახალგზრდებთან და ტალნტებთან თავის ხელ წერა ჰქონდეს მაგლითად როგირც არის კლოპიიი ნაგელსამნი და ასე შემდეგ სტილი აუცლებლად უნდა იყოს გუნდის შემტევიი ისევ და არავითარი დაცვიდან თამში მსგავის მწვრთნელები არ გვჭირდებააა შეტევაში გვაქვს პოტენციალი უბრალოდ კომბაციური ფეხბურთი აკლია გუნდსს ეს უნდა შესძინოს ახალმა მწვრთნელმა მეტი კომბნაციაა მეტი მცდელობა კარსი დარტყვის და როცა დასრტტყმელიაა მეორე და მესამე შეხება აღარ უნდა ბურთს ეს უნდა დახვეწოს განვთარდესსს აუცლებლად მაგრამ ამ დროსთვის ყვლეაზე კარგი ვარიანტი ცხადაძე არის ვფქრობ რომ ფედერაციამმ დიდი შეცდომა დაუშვა როცა ნაკრებიდან გააგდო ეს უსმარტლობა იყოო ფედერციამ ბოდიში უნდა მოხადოსს და დააბრუნოს ეს კაცი ნარკებში ჩვენ გვახსოვს მისი თამაში შოტლანდიასთან როცა მოგვაგებინა და მისმა ნაკრებმა მაგდროს ცუდი შთაბჭდილება არ დატოვა მისი მიდგომაც გვახსოვს ერვნული ლიგის საკეტესო ფეხბურთელებს კრიბავდა და ავარჯიშებდა და მათაგან საუკეტესოს ეძახოდა ნაკრებში მგონი ეს მიდგომა გამრთლებული იყოოო და ისევ უნდა დაბრუნდესს ეს მიდგომა რადგან მიცეთ შანსი სხვსაც თავის გამოჩენისსს
გიორგი
16 ნოემბერი 2020 12:42
5
თავს ვერ გადაახტები, მწვრთნელი აჰყვა გულშემატკივარს და შეეცადა შემტევი ფეხბურთი ეთამაშებინს გუნდისთს რომელსაც ამის პოტენციალი არ გააჩნია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე! (კიდევ ოქრიას თუ გაუვარდება ყარაულის თოფივით) სხვა არავინ ასეთი რომ არ გყავს უნდა დაეტიო შენს ადგილზე და ითამაშო ის რაც შეგიძლია . ყრუ დაცვა , კარტენაჩიო თუ სხვა რამ. ამბიცია კარგია მაგრამ რეალობაა სხვა , ნავალოვსკი რომ თავდასხმაში წავა ეს ისეა ძაღლი შინ არ ვარგოდაო და გარე გარე დადიოდაო.. მწვრთნელის ბრალია დიდწილად ეს წაგებული თამაშები.
ასეა ჩემო ტასია !
16 ნოემბერი 2020 12:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული