საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.
აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.
ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.
ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი
კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
მაგრამ მეეჭვება ეს ფედერაციის წურბელები არ მიცემენ მუშაობი სსაშუალებას
2. ამის შემდეგ ბოდიში მოიხადონ ცხადაძის არაკაცური გაგდებისთვის და დაკარგული 5 წლისთვის, პასუხსაც თუ აგებინებენ ამის ჩამდენებს , კარგი იქნება, მახსოვს ვიღაც ტარიელი ფიგურირებდა ამ საქმეში სხვა ბობოლრბთან ერთად.
3. იმ პოზიციებზე , რომლებზეც ვერ ვყალიბდებით , ნატურალიზებული ფეხბურთელები გვჭირდება და ამ კუთხით სამუშაოა მაგალითად სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია ყველაზე კაი ვარიანტი იქნება ჩემი აზრით).
4. ბელგიიდან ის ბიჭია ჩამოსაყვანი სიდამონიძე და ესეთი ნიჭიერი ბიჭებია საძებნელი.
5. ჩვენი ქართული კლუბებიდან რამდენიმე უკრაინის ჩემპიონატშია ჩასართავი, თუ ბიზნესმენი ვინმე არ გამოჩნდება , სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს საქმე, და მერე აუცილებლად გამოჩნდებიან და გამართულ ბიზნესზე ვინ იტყვის უარს. ეს საქმე სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს და ესეთი პრეცედენტები არი მსოფლიოში.
ეს 5 პუნქტია მთავარი პუნქტია პირველ რიგში შესასრულებელი!
მაგალითად დღეს უნდა გვყოლოდა ძალიან მაგარი მარცხენა მცველი ხარაბაძე-საკმაოდ ახალგაზრდა ძირითადს თამაშობდა ციურიხში და უცებ გაქრა რადარებიდან.
მე ხელოვნური მინდვრების ბრალი მგონია ეს ყველაფერი,ევროპაშიც აქვთ,ბაზ-არ არი,ოღონდ იქ იყენებენ თოვლიან ამინდში და თან ევროპელი ბავშვს თავის დროზე აქვს სახლში საუზმე,სადილი თუ ვახშამი..ჩვენთან ბავშვები დილიდან გარეთ არიან,ზოგი ფენოვანს ჭამს და მთელი დღე იმით არის,ზოგს იმის ფულიც არა აქვს და მერე ეს გამოსუსტებული ბავშვები კიდე დიდ დროს ატარებენ ხელოვნურ სტადიონებზე. არ ვიცი,ექსპერტი არა ვარ-იმიტომაც დავწერე,მედიკოსებმა უნდა გამოკვლევა ჩაატარონ.. არაელასტიური და ხისტი გენეტიკა რო გვქონდეს არ გვეყოლებოდა მაშინ ტალახაძე,თუნდაც რეგბისტები თუ მოჭიდავეები..
ახლა სხვა ტრენერმა რო ააწყოს გალაქტიკო- ხვიჩა,ჩაკვე,იქეთ ნინუა რო მოჯდეს პაოკის სასტავში,წინ მიქაუტაძე და სხვა კაი ბიჭებიც შეიძლება გამოჩნდნენ,მაგრამ თუ მნიშვნელოვანი თამაშების წინ ყველა ლიდერი გამოაკლდა ეს შრომაც წყალში ჩაიყრება.. ნუ არ ვიცი,ფაქტია რო გამოსაკვლევია ეს საქმე.
ისე ორგანიზმი რო გაძლიერდეს და საერთოდ ძლიერი იყოს-თუ გინდა სპორტზეც არ იყოს ლაპარაკი-ვისაც სახლში ბავშვები გყავთ-ყოველწელს 2-3 კვირით მაღალმთიან კურორტზე დასვენებაა მაგისთვის კაი-ფილტვებს აძლიერებს..
ძველი დინამოს მომზადებაზე ვკითხულობდი ადრე და ეწერა-აუცილებელია სეზონის წინ 2 კვირიანი შეკრება მაღალმთიან კურორტზე და 1 კვირა ზღვაზეო..
აბა აქ ფიზიკური მომზადება ბევრს მარტო ის გონია რო ტრენერმა 30 წრე უნდა დაარტყმევინოს ყოველ ვარჯიშზე და მარათონელი გახადოს..
პირველ რიგში, საწიროა მწვრთნელი, რომელიც სასურველია, იყოს საქართველოდან, ვისაც ერთი თამაშის წაგების მერე გინებას არ დავუწყებთ და არ გავაგდებთ. მან უნდა დადოს ნაკრების განვითარების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების განვითარების საკითხებიც.
კონკრეტულად ფეხბურთელებს რაც შეეხება, ბევრი ფეხბურთელი ძველი დამსახურების გამო მოხვდა მოედანზე მაკედონიასთან მატჩში - ეს არის დამღუპველი. მოედანზე უნდა გავიდნენ იმ თამაშისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები და არა სახელიანები. სახელი ვერ იგებს თამაშს.
Ფიზმომზადება, ფსიქოლოგია (საქმისადმი ცივსისხლიანი მიდგომა და არა ნევროტული აღგზნება), ტაქტიკური განსწავლა, სატურნირედ სტრატეგიულიც, პროფესიონალიზმი,ყველაფერი სასწავლი გვაქვს.