საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.
აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.
ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.
ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი
კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
რაც შეეხება ნაკრებს, მწვრთნელად ალბათ ამ ეტაპზე ისევ ქართველი ჯობია და აქ დიდი არჩევანი არ გვაქვს, შოთა ან ცხადაძე.. გუნდი უნდა გადახალისდეს და შედარებით გაახალგაზრდავდეს. მოტივირებული, პროფესიონალი და პერსპექტიული (ეს ეხლა სასაცილოდ ჟღერს მაგრამ შეიძლება ნახვა :)) ბიჭების გარშემო უნდა აეწყოს.
მე გუნდს ესე ვხედავ: მეკარეები : ლორია, მაკარიძე, მამარდაშვილი. დაცვა: კვირკველია, ხოჭოლავა, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ლაკვეხელიანი. ნახევარდაცვა: კანკავა, კვეკვესკირი, ნინუა, აბურჯანია, კიტე, ჩაკვე. ფლანგები: კვარა, შენგელია, საბა ლობჟანიძე და ზურიკო; ცენტრი: აქ გვიჭირს :), იქნებ მიქაუტაძე, გულიაშვილი (საბურთალოდან), კაჭარავა.