საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.
აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.
ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.
ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი
კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
სამწუხაროდ, 1 წლის წინ რომ გაეანალიზებინათ ვასის მუშაობა და მოეყვანათ ნორმალური მწვრთნელი, დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ვიქნებოდით და B ლიგაშიც ადგილი გვექნებოდა დაბევებული.
ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთი, შეამჩნევდა, რომ ვაისი სრული კატასტროფა იყო (როგორც მწვრთნელი, თორემ როგორც ადამიანი - შესანიშნავი პიროვნებაა, განიცდის კიდეც და პასუხისმგებლობასაც გრძნობს)
არავინ არ თქვას სპორტი პოლიტიკა არ არისო,გაიხსენეთ 1980 და 1984 წლების ოლიმპიადები,რეები იჩალიჩეს ჯერ საბჭოთა კავშირმა ,მერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!!!
მითუმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანაში,სპორტი მართლაც რომ პოლიტიკაა!!!
მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არაპროფესიონალების სიმრავლეა ფედერაციაშიც და ნაკრებშიც,მანამ სანამ "ნაცნობობა" არ მოიშლება ქვეყანაში,არაფერი არ ეშველება ქვეყანას და მაშასადამე სპორტსაც.
კარგად დაემთხვა, კლუბიდან მოდის :)
მაგალითად დღეს უნდა გვყოლოდა ძალიან მაგარი მარცხენა მცველი ხარაბაძე-საკმაოდ ახალგაზრდა ძირითადს თამაშობდა ციურიხში და უცებ გაქრა რადარებიდან.
მე ხელოვნური მინდვრების ბრალი მგონია ეს ყველაფერი,ევროპაშიც აქვთ,ბაზ-არ არი,ოღონდ იქ იყენებენ თოვლიან ამინდში და თან ევროპელი ბავშვს თავის დროზე აქვს სახლში საუზმე,სადილი თუ ვახშამი..ჩვენთან ბავშვები დილიდან გარეთ არიან,ზოგი ფენოვანს ჭამს და მთელი დღე იმით არის,ზოგს იმის ფულიც არა აქვს და მერე ეს გამოსუსტებული ბავშვები კიდე დიდ დროს ატარებენ ხელოვნურ სტადიონებზე. არ ვიცი,ექსპერტი არა ვარ-იმიტომაც დავწერე,მედიკოსებმა უნდა გამოკვლევა ჩაატარონ.. არაელასტიური და ხისტი გენეტიკა რო გვქონდეს არ გვეყოლებოდა მაშინ ტალახაძე,თუნდაც რეგბისტები თუ მოჭიდავეები..
ახლა სხვა ტრენერმა რო ააწყოს გალაქტიკო- ხვიჩა,ჩაკვე,იქეთ ნინუა რო მოჯდეს პაოკის სასტავში,წინ მიქაუტაძე და სხვა კაი ბიჭებიც შეიძლება გამოჩნდნენ,მაგრამ თუ მნიშვნელოვანი თამაშების წინ ყველა ლიდერი გამოაკლდა ეს შრომაც წყალში ჩაიყრება.. ნუ არ ვიცი,ფაქტია რო გამოსაკვლევია ეს საქმე.
ისე ორგანიზმი რო გაძლიერდეს და საერთოდ ძლიერი იყოს-თუ გინდა სპორტზეც არ იყოს ლაპარაკი-ვისაც სახლში ბავშვები გყავთ-ყოველწელს 2-3 კვირით მაღალმთიან კურორტზე დასვენებაა მაგისთვის კაი-ფილტვებს აძლიერებს..
ძველი დინამოს მომზადებაზე ვკითხულობდი ადრე და ეწერა-აუცილებელია სეზონის წინ 2 კვირიანი შეკრება მაღალმთიან კურორტზე და 1 კვირა ზღვაზეო..
აბა აქ ფიზიკური მომზადება ბევრს მარტო ის გონია რო ტრენერმა 30 წრე უნდა დაარტყმევინოს ყოველ ვარჯიშზე და მარათონელი გახადოს..