დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
ფედერაცია უნდა გადადგეს
გიგა
16 ნოემბერი 2020 16:55
4
ეს რომ ასე დამთავრდებოდა ეჭვი არავის ეპარებოდა, ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება ხედავდა რომ გუნდი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში ხელწერა, სტილი ვერ ჩამოუყალიბდა და ქაოტურ უსისტემო "ფეხბურთს" თამაშობს, პერსპექტივა არა აქვს და ყოველთვის შემთხვევითი გამართლების იმედზე. აქამდე მისვლაც ორი ნიჭიერი ტალანტის სუფთა ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა, ვიდრე გუნდური თამაშისა (სად არის გუნდური თამაში, როცა ერთ გააზრებულ კომბინაციას ვერ გაათამაშებ მთელი თამაშების მანძილზე). ვაისის მუშაობის საწყის ეტაპზევე ჩანდა, რომ ნაკრებს პერსპექტივა არ ჰქონდა, 5 წლის მანძილზე ვერ გამოჩნდა რა სათამაშო სტილი და ხელწერა ჰქონდა ნაკრებს, ვინ სად იდგა და რა უნდა გაეკეთებინა, თითქმის ყველა თამაში ქაოტური და ინდივიდუალური ქმედებების ფონზე მიმდინარეობდა. ამაში ყველაზე ნაკლებად ფეხბურთელები არიან დამნაშავენი, გავიხსენოთ, ქეცბაიას დაწუნებული ფეხბურთელებისაგან სულ მოკლე ხანში ცხადაძემ როგორ აათამაშა გუნდი (შედეგები ჯერ არ იყო, მაგრამ გუნდის ხელწერა მოკლე ხანში ჩამოყალიბდა და ნაკრები ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად სანახაობრივ, გააზრებულ და გუნდურ თამაშს აჩვენებდა) იმ გუნდს კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ კობიაშვილისა და მაშინდელი ფედერაციის მესვეურების ცნობილი უკანონო ქმედებების შედეგად გულ შემატკივრების პროტესტის მიუხედავად ცხადაძე ნაკრებიდან გაუშვეს. მაშინ კობიაშვილი ხალხს შეპირდა რომ უკეთეს მწვრთნელს მოიყვანდა და ნაკრები კარგ შედეგებს დადებდა.
ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს ამდენ დაკარგულ დროზე, გულშემატკივრებისათვის ნერვების დაწყვეტაზე და მწვრთნელების ხელფასში უაზროდ გადაყრილ მილიონებზე. უნდა დავაბრუნოთ ცხადაძე ახლავე და მივცეთ მუშაობის საშუალება.
ცალკე სპორტულ ჟურნალისტებზე და ფეხბურთის სპეციალისტებზე. თუ ფეხბურთში ერკვევით და ქვეყანა გიყვართ, უნდა პირუთვნელად გააანალიზოთ თამაშები პროფესიულ დონეზე, გასაკრიტიკებელი გააკრიტიკოთ მკაცრად, მაგრამ სამართლიანად. ჩვენთან მე ასეთ სპეციალისტებს ვერ ვხედავ და ამიტომ ვართ ჭაობში (სხვათა შორის ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება)
როკო
16 ნოემბერი 2020 16:36
2
აი კომენტარებშიც კი ჩანს რომ, ისევ ილუზიებშია უმრავლესობა. თვითოეული ფეხბურთელი როდესაც თავის კლუბში მოემზადება საუკეთესოდ, არ იზარმაცებს, რეჟიმს არ დაარღვევს, მწვრთნელს არ დააბრალებს უთამაშებლობას და საკუთარ თავში იპოვის მიზეზს და გამოასწორებს, თავში არ აუვარდება და "ბეენვეს" ყიდვის მერე არ დაიკიდებს თავის საქმეს, შეკრებაზე მყოფი ღამით შარდენზე არ დაიწყებს ბოდიალს და კიდევ ბევრი რამ...მერე მწვრთნელზეც შეიძლება ვისაუბროთ.
ოტტო
16 ნოემბერი 2020 13:35
2
ნაკრებში რომ რაიმე შეიცვალოს, ჯერ ფედერაციის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს მთლიანად. შემდეგ ქართველი მწვრთნელი გვინდა და ახალი ფეხბურთელები.
Status quo
16 ნოემბერი 2020 13:30
1
საქართველოს ჩემპიონატი! ორი სამი გუნდი უნდა გაკეთდეს ისეთი რომელიც ევროპაში ითამაშებს რეგულარულად, ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და 5-6 ნორმალური ლეგიონერით ამ გუნდებს და რაღა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებს ნორმალური ევროპელი მწვრთნელები უნდა ყავდეს თანამედროვე ხედვებით (სამწუხაროდ ქართულ მწვრთნელებს არ გააჩნიათ თანამედროვე უნარ-ჩვევები) მწვრთნელები უმჯობესი იქნება გერმანელი ან ესპანელები ჩემის აზრით ჩვენ სტილს მაგათი სტილი უფრო ეწყობა.ეს ყველაფერი სასწრაფოდ პირველ რიგში უნდა გაკეთდეს აი მერე კი დანარჩენი გუნდებიც ამ წესრიგით უნდა გაკეთდეს შესაბამისად ბავშვთა და ასაკობრივი გუნდებიც, თორე მთელი 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ და სიღრმისეულ ცვლილებეს არავინ აკეთებს,გადახედეთ მაგალითად ფიფიას კომენტარებს ყოველ წელს და ყველაფერი ცხადი იქნება,როგორ"იმუქრება საუკეთესო ლეგიონერებით"მაგრამ შედეგი ყოველ წელს უარესია..
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2020 11:43
2
ჯერ სტადიონი გადააკეთეთ ბოსტნად რომ კარტოფილი დათესოდ და მერე მიყევით დალშე
papa
16 ნოემბერი 2020 11:09
2
ან მეორე ვარიანტია, ბოსტნად გადაკეთების ნაცვლად პირდაპირ კორპუსების ჩადგმა...
buba
16 ნოემბერი 2020 11:35
1
რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში და ფედერაცია ...აბა მწვრთნელს გაუსწრია უკვე და...
Mdaaa
16 ნოემბერი 2020 21:48
0
შესაცოდია ყველა ის გულშემატკივარი, ვინც ათეული წლებია ფეხბურთით ცხოვრობს - ბოლო სამ დღეში საშინელი სტრესი მიიღო ყველამ....წაგება დღეს ვის უკვირს? მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ წააგებ და ვისთან? სამწუხაროა, რომ მომავალ, ნიჭიერ, პერსპექტიულ ბავშვებს (ფეხბურთელებს) ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, ვუნგრევთ ფსიქიკას და მომავალს....სან-მარინო, რომ სან-მარინოა, იმანაც კი არ წააგო ზედიზედ ორი თამაში....არავის აქვს უფლება, გაბედოს და საქართველოს ჰიმნი და დროშა ასე დაამცირებინოს....ვფიქრობ, ვარჯიშებთან ერთად ფსიქოლოგების, ისტორიკოსების ჩართვაა საჭირო...პერიოდულად და განსაკუთრებით თამაშის წინ წაუკითხეთ (აყურებინეთ): ბახტრიონის ომის გმირებზე, გიორგი სააკაძეზე, ცოტნე დადიანზე, ასიათას მოწამეზე, დიდგორისა და ასპინძის ბრძოლებზე....
ქართული ფეხბურთი ეს არის ეროვნული საქმე (სიამაყე), ეროვნულ საქმეს კი სჭირდება ეროვნული კაცი. ამიტომ, საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ქართველი, რომელიც მენტალური, ემოციური, ფსქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორების გათვალისწინებით კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს და ამავე დროს სამართლიანად და ობიექტურად გამოიყენებს ქართული ფეხბურთის დღევანდელ რესურსებს....
დავითიაანი
16 ნოემბერი 2020 17:31
1
ფედერაციის ცვლილება, საუკეთესო მწვრთნელი, მაღალი ანაზღაურება საუკეთესო პირობები. ვერ შეცვლის რეალობას, რადგან მიზნის მისახცევად აუცილებელია:
1. ბავშთა აკადემიების ჩამოყალიბება და ევროპული გამოცდილების გამოყენება
2. ფეხბურთელის სწორად გაზრდა ფიზიკურად, გონებრივად, მენტალურად.
3. შიდა ჩემპიონატი ხელშეწყობა, კლუბების მხარდაჭერა, ფინასური სახსრების მოძიება, პოპულარიზაცია. სტადიონებზე მაყურებლის დაბრუნება.
4. ძლიერი სურვილი მიზნის მიღწევის, როგორც ფეხბურთელის ასევე ფედერაციის.
5. კარგი კვალიფიციური მწვრთნელების გუნდი, რომელიც სწორად იმუშავებს ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე, ფიზიკურ მომზადებაზე, დამუშავებს კონკრეტული სქემებს.
6. სწორი ანალიზზე დამყარებული შერჩევა ფეხბურთელების და ჩამოყალიბება მათი გუნდურობის აღქმის.
7. ჩაურევლობა მწვრთნელის გადაცყვეტილებებში
8. პოლიტიკის და სპორტის გამიჯვნა. დამოუკიდებლად მუშაობის გარანტია.
9. სპორტული ჟურნალისტიკის განვითარება სწორი ცოდნაზე დამყარებული კომპეტენრური ანალიზი.
10. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პოპულარიზაცია, პროპაგანდა სპროტის.

გიორგი
16 ნოემბერი 2020 14:17
2
ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს და ფინანსური აუდიტი უნდა ჩატარდეს.მერე შეიძლება ნაკრებს და ფეხბურთსაც მიეხედოს!
უბრალოდ გული მწყდება ასეთი გაუნათლებლები, პრიმიტიულად მოაზროვნეეები და მოშავო გაგების ვითომ ყოფილი ვარსკვლავები, როგორ უნდა მართავდნენ ფეხბურთს?

გაიხედეთ ირგვლივ და ევროპისკენ რა ხდება? ვინაა ეს დილეტანტები? დაგვემხო ფეხბურთი დედაბუდიანად!
გიორგი
16 ნოემბერი 2020 12:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული