საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.
აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.
ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.
ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი
კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]
2.მაქსიმალურად იმ ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს ნაკრები ვინც თავიანთ გუნდებში სტაბილურად თამაშობენ ძირითად შემადგენლობაში
3.მწვრთნელს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება, კარგი იქნება თუ მდიდარი გამოცდილების იქნება
4.ფედერაციაში უნდა მუშაობდნენ პროფესიონალები,ვისაც სრულფასოვანი მენეჯმენტის წარმართვა შეუძლია და არა საძმო-სამეგობრო. (ძმობა ძმობად, საქმე საქმედ)
5.ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება, ბიზნესმენების წახალისება ვინც ქართულ კლუბებში გადაწყვეტს ინვესტირებას, საგადასახადო შეღავათების დაწესება მათთვის
6.ბავშვთა ფეხბურთი- კვალიფიციური მწვრთნელების დანიშვნა ყველა ასაკობრივ გუნდებში და ერთი სისტემით მომზადება