ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
53 წლის კაცი ვარ და ასეთი უპასუხისმგებლო და უნიჭო ნაკრები რაც ამ ბოლო თამაშებში ვნახე არ მახსოვს
პასუხისმგებელი ვაისთან ერთად არის ფედერაცია და ჩვენი მთავრობა
ელგუჯა
მეზობელს გული ცუდადა აქვს მაგ თამაშების მერე უნამუსოებო
ელგუჯა
16 ნოემბერი 2020 18:18
7
ან გადააბიჯოს კობიაშვილმა თავის უაზრო ამბიციებს ცხადაძის მიმართ,ან თავის უინტელექტო,უაზრო გუნდთან ერთად ეხლავე წავიდეს,რომ ახლები დროულად აირჩნენ და ახალი მწვრთნელი დროულად მოვიდეს.ისე თუ თავმოყვარეობა აქვთ,პირადად მაგათ მოიყვანეს ვაისი და შემდეგაც კბილებით იცავდნენ,ამიტომ უპირობოთ უნდა წავიდნენ.ხელოვნურბალახიან,უმარტივეს მოედნებს უმაგათოდაც გააკეთებენ,მაგათ სხვა არაფერი გაუკეთებიათ.
ნუკრი
16 ნოემბერი 2020 18:08
3
ჩესნად გითხრათ არც მე მევასება ვაისი ბოლო ორი წელია,მაგრამ რომ გავიგე ეს ამბავი ორმაგად დამწყდა გული,შემეცოდა რაღაც პონტში. თვითონაც უშვებდა ბევრ შეცდომებს მაგრამ ფეხბურთელებიც არ ყოლია ამ კაცს, კვარას და ჩაკვეს გარეშე 0 ყოფილა ნაკრები. წარმატებები ვაისს და იმედია არ დავივიწყებთ და დავაფასებთ მომავალშიც მართლა გულით უნდოდა მოგება მაგასაც... :(((
Koba Aba.
16 ნოემბერი 2020 18:02
4
იაშკა გამოდი და კაცური საქმე გააკეტა-----წადი და ტან წაიყვანე კობი-მუჯირი- და კიდევ შენ იცი ისინი და ამის მერე ეშველება ჩვენს ფეხ..ს------მსოფლიოში იყო ერტადერტი ამამიანი რომელიც ორ საქმეს ერდროულ ადაკეტებდა ეს იყო ციცერონი და გამოდის ჩვენც ყოლია მეორე ეს შენა ხარ----მალადეც
digela
16 ნოემბერი 2020 17:48
3
დაიბანეთ ხელები? სულგაყიდულო წურბელებო
ნიკილოზი
16 ნოემბერი 2020 17:46
4
ესტონეთთან თამაშის შემდეგ მთელი ფეხბურთის ფედერაცია უნდა გადადგეს! ნაკრები უნდა დაიშალოს!
aburjga
16 ნოემბერი 2020 17:45
1
ჩვენი ფეხბურთი და გულშემატკივარი მეტი კვალიფიკაციის კადრებს იმასხურებს ფედერაციის მენეჯმენტში!

გადადგნენ გულშემატკივრების შეურაცმყოფელი უვუცი ფედერაციის ხელმძღვანელი პირები!
გიო
16 ნოემბერი 2020 17:43
3
ქართული ფეხბურთის მომავალი არავის გადარდებთ, თქვენ მხოლოდ

ფულის კეთებაზე ხართ გადასული ყ ვ ე ლ ა ნ ა ი რ ი

გაგებით!!!
???
16 ნოემბერი 2020 17:37
5
ახალი მწვრთნელი რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს რო სამუშაო კარგად და მშვიდათ დაიწყოს დრო ბევრი ექნება რო ფეხბურთელებს დააკვირდეს და შეისწავლოს.ცხადაძე მაგარი იქნებოდა მწვრთნელად.
ziko
16 ნოემბერი 2020 17:37
7
ასაკობრივ ნაკრებებში უაზროა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა , გამრუდებულ უნარ-ჩვევებს ვეღარ გამოასწორებენ და ფინანსების გადაყრა იქნება,საერთოდ გასაუქმებელია. პანდემია მოვიშველიოდ დროებით შევწყვიტოდ გამოსვლა, დაგვეზოგება ფინანსები. ბავშვებს ჩამოუყვანონ სპეციალისტები, ფსიქოლოგები( მათ შორის ზოგიერთის მშობლებისთვისაც ) და ახლიდან დაიწყონ შენება სუფთა ფურცლით, მერე კერძო სექტორსაც გაუჩნდება მონაწილების სურვილი.
გუსანი
16 ნოემბერი 2020 18:24
2
ras mozgachob ,ra cxadadze ,ris cxadadze. an bin moiyvans da an ras datanxmdeba
Drago
16 ნოემბერი 2020 18:05
6
წაქცეულზე წიხლია
ტატო
16 ნოემბერი 2020 17:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული