ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
რავერ გაძეხით წადით დაგვტოვეთ ფსკერია უკვე. 1 წარმატებაც არ გვქონია რაც მოსულებიხართ. შეიკრიბეთ მეგობრები და კარგად გრძნოობთ ხო თაავს. სხვაზე გადაბრალებით უკეთესები ვერ გახდებით. მოშორდით ნუ შეგვაზიზხეთ
beqa
16 ნოემბერი 2020 17:30
3
შენ და ზოგადად შენისთანა პატარა კაცუნებს, რომ გაქვთ კომენტარის კეთების უფლება, სწორედ ესაა ჩვენი ბოლოდროინდელი "დიდი წარმატებების" უპირველესი მიზეზი. ეროვნული ნაკრების პოლიტიკას, თქვენნაერი გაუნათლებელი,უინტელექტო,უვიცი, უგემოვნებო, და უსაშველოდ ამბიციერი კაცუნები არ უნდა წარმართავდეს. თქვენ,იმასაც ვერ მიხვდით, რომ, როდესაც მლიქვნელმა და ბრიყვმა ჟურნალისტებმა, თქვენი სამეული, ლამის ქართული ფეხბურთის ყველა დროის პირველ სამეულად დაგასახელათ, ეს დიდი სისულელე და თქვენი მასხრად აგდება, ძირშივე აღეკვეთად.
დ.დ.
16 ნოემბერი 2020 17:26
5
ახალ მწვრთნელს, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მოიყვანს! თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ქართულ ფეხბურთს უთავკაცოთ!
დავითი
16 ნოემბერი 2020 17:20
3
წადი და გაიყოლე შენი თევზივით უფროსი. ნე რიბა, ნე მიასო.
სტატუს ქუო
16 ნოემბერი 2020 17:14
3
Yvela dzveli pexburteli vinc pederaciashi xart, ra pativsac gcemdit aqamde imdenad gvezizgebit.tqven ar giyvart samshoblo,arc ganatleba gaqvt da curbelebs upro hgavxart vidre legendebs.
David
16 ნოემბერი 2020 17:14
3
ჩემს ბროლიას სოსისი უყვარს,
საიდან მოუტანო ამ შუაღამეს სოსისი!
კალბასიც იყოს

დიდი შეღავათია შენი ჭირიმე დიდი!
მამლუქი....ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს
16 ნოემბერი 2020 17:08
3
კიდევ კარგი 4 ქულა გვაქვს მაკედონიასთან სხვაობა და დააქვეითება არ გვემუქრება...
უნივერსალი
16 ნოემბერი 2020 17:02
3
ჰო, მოსაქმების შემდეგ გამოხოცვა სულელმაც კი იცის. თქვენ იმას გაეცით პასუხი რატომ ჩაისვარეთ.
დათო
16 ნოემბერი 2020 16:52
1
მიაკაჩავეეთ ვაისი მაფიოზებმა?მოსახვედრს მოხვდაა?
აბგდ
16 ნოემბერი 2020 16:51
2
ძალიან დიდ პატივს გცემდი,როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას,მაგრამ ამ განცხადების შემდეგ მივხვდი იმას,რომ არც შენ აპირებ პასუხისმგებლობის აღებას,სხვების მსგავსად,რაც ლახავს შენს რეპუტაციას!
ალექსანდრე იაშვილს
16 ნოემბერი 2020 16:49
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული