ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
ჩვენი ფეხბურთი და გულშემატკივარი მეტი კვალიფიკაციის კადრებს იმასხურებს ფედერაციის მენეჯმენტში!

გადადგნენ გულშემატკივრების შეურაცმყოფელი უვუცი ფედერაციის ხელმძღვანელი პირები!
გიო
16 ნოემბერი 2020 17:43
3
ქართული ფეხბურთის მომავალი არავის გადარდებთ, თქვენ მხოლოდ

ფულის კეთებაზე ხართ გადასული ყ ვ ე ლ ა ნ ა ი რ ი

გაგებით!!!
???
16 ნოემბერი 2020 17:37
5
განაახლეთ ნაკრებიიიიიიიიი!!! გაუშვით მუდამ პერსპექტიულები, ოქრიაშვილი, გვილია, გრიგალავა, კაჭარავა, ქვილითაია, დაუშვილი, ჩაანაცვლეთ ახალგარზდებით! თუ მართლა ცეცხლი წავუკიდოთ და დავწვათ ფედერაციაა?!
dzeke
16 ნოემბერი 2020 18:50
10
ძალიან დიდ პატივს გცემდი,როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას,მაგრამ ამ განცხადების შემდეგ მივხვდი იმას,რომ არც შენ აპირებ პასუხისმგებლობის აღებას,სხვების მსგავსად,რაც ლახავს შენს რეპუტაციას!
ალექსანდრე იაშვილს
16 ნოემბერი 2020 16:49
2
ახალ მწვრთნელს, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მოიყვანს! თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ქართულ ფეხბურთს უთავკაცოთ!
დავითი
16 ნოემბერი 2020 17:20
3
კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, რამდენადაც ხალხს უყვარდით, ასჯერ მეტად სძულხართ, ფულს დახარბებულო უწიგნურო მათხოვრებო. ზნე არა გაქვთ, ნამუსი არა გაქვთ, ღირსებაზე ზედმეტია ლაპარაკი, რა ჯანდაბად გინდათ ფული???????????????????????????????????????????????????? არ დაბლოკოთ პატივცემულებო...................
???????????????
16 ნოემბერი 2020 21:25
10
ჰო, მოსაქმების შემდეგ გამოხოცვა სულელმაც კი იცის. თქვენ იმას გაეცით პასუხი რატომ ჩაისვარეთ.
დათო
16 ნოემბერი 2020 16:52
1
მიაკაჩავეეთ ვაისი მაფიოზებმა?მოსახვედრს მოხვდაა?
აბგდ
16 ნოემბერი 2020 16:51
2
გამოვა ახლა კობიაშვილი და დაიწყებს, ანუ არგაგვიმართლა , ანუ . ანუ, ანუ ანუ და მეტი ხო ლაპარაკი არიცის ანუს გარდა!!!
c
16 ნოემბერი 2020 18:46
5
ანუ ლაპარაკი არ იცის, მაგრამ საქმე მაგრად იცის ანუ, თან ორი საქმე ანუ..
???
16 ნოემბერი 2020 21:33
1
წადი და გაიყოლე შენი თევზივით უფროსი. ნე რიბა, ნე მიასო.
სტატუს ქუო
16 ნოემბერი 2020 17:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული