ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:
"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.
გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა,
რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.
ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.
ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.
მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.
თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.
ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.
ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.
არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.
ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

საშინელი სანახავია იმ თამაშის ყურება როცა არანაირი შემართება და ბოლომდე ბრძოლა არ იგრძნობა.
როცა ხედავ შენი ქვეყნის რჩეულ 11 ფეხბურთელს, როგორ აბითურებს მაკედონიელი და სომეხი.
არ მჯერა, რომ მათი დამარცხება არ შეგეძლოთ უბრალოდ ყველა ფიქრობდით გოლს რო გაიტანდით, როგორ აღგეგნიშნათ, ალბათ ყველას გინდოდათ მატჩის გმირი გამხდარიყავით და ამ ფიქრებში გუნდურობა დაკარგეთ.
და ბოლოს ყველაზე ქომაგი დაზარალდა
ვაისი წავიდა აიღო ხელაფასი და კიდე მადლობა უნდა გადაუხადოთ გაწეული სამსახურისთვის.
ფედერაციაში ეძებენ მწვრთნელს, რომელიც ისევ მართვადი იქნება და უბრალოდ ხელფას აიღბს და დანარჩენს ისევ თვითონ დააკომპლექტებენ
თქვენ კიდე გამოხვალთ და ესტონეტთანაც ისევ ისე ითამაშებთ, როგორ მაკედონიასთან და სომხეთთან
ჩვენ დავრჩებით ისევ გამწარებულები ტელეეკრანებთან.