რამაზ სვანაძე: ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ - შეტევაში რამდენიმე ჩანაფიქრი გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ ისაუბრა, რომელიც ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში უხელმძღვანელებს:

"ნაკრების მწვრთნელობა მოულოდნელი და სასიამოვნო, საამაყო სიურპრიზი იყო, ნამდვილად არ ველოდი.

მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს და მის ბოლო პრესკონფერენციაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს სწორი არ იქნება.

ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ, ეს გუნდი 5 წელი იყო ერთად, შეტევაში, ბურთის კონტროლის მხრივ სწორი აქცენტები ისმებოდა.

ცვლილებებისთვის დრო არ გვაქვს, მხოლოდ შეტევაში გვექნება რამდენიმე ჩანაფიქრი და იმედია, გამოგვივა.

ჩემი მთავარი ამოცანა გუნდის განწყობის ამაღლებაა.
ნაკრების ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლორია ტაბიძე ხოჭოლავა კვირკველია კაკაბაძე კვეკვესკირი კანკავა ზურიკო ყაზაიშვილი ლობჟანიძე და მიქელთაძეს ვნახავდი საქმეში (ქვილითაიას ტრავმა თუ არ აქვს)
KA
18 ნოემბერი 2020 14:20
2
მე ამ თამაშზე საერთოდ არ დაუნიშნავდი მწვრთნელს,რა აზრი აქვს.ვეტყოდი--დავაი შპანა,ითამაშეთ როგორც გინდათ!
კახა ქ.
18 ნოემბერი 2020 12:11
2
აქამდე რა ეგრე არ თამაშობდნენ? რაში ეტყობოდათ ნწვრთნელის ხელი..
KA
18 ნოემბერი 2020 14:18
2
ნაკრების მწვრთნელად ნემსაძე ინიშნება.
ILIA
18 ნოემბერი 2020 11:35
3
მინიმუმ ვაისზე უარესი ვერ იქნება ძალიანაც რომ მოინდომოს.
giorgi gorgadze
18 ნოემბერი 2020 08:48
3
ეს დაიმორჩილებს ამ ფეხბურთელებს? მეტი არა ჩვენი8 მტერი!
Hmm
18 ნოემბერი 2020 07:59
3
ხო აბა რა, არაფრის შეცვა არაა საჭირო. ასეთი ბრწყინვალე თამაშის სტილის შეცვლა იქნება? თან უთხარი კარებშიც არ დაარტყან გოლი არ გავიდეს შემთხვევით.
georgian
18 ნოემბერი 2020 01:22
2
წარმატებული იყოო U19ში. ტურნირში პირველი ადგილი დაიკავაო.კვარაცხელია და დავითაშვილი ჰყავდა სასტავში და აბა რას იზამდა?!. მასე ვაისიც ქაჩავდა.
წარმატებები ნაკრებს
ვანჩოპე
17 ნოემბერი 2020 22:54
2
არსებული სასტავიდან გამომდინარე ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი. 4-4-2. მაკარიძე-კაკაბაძე,ხოჭოლავა,დვალი,ტაბიძე,-აბურჯანია,დავითაშვილი,ნავალოვსკი,მიქელთაძე,-- და ლობჟანიძე,ლობჯანიძე
ვაისა
17 ნოემბერი 2020 22:06
24
კაი გადავცემთ ბიჭებს ძაან გაუხარდებათ!
გენიოსა
18 ნოემბერი 2020 02:22
0
რატომღაც მგონია არ უნდა იყოს ცუდი კანდიდატურა. უმუშავია ახ.ასაკთან და შიგნიდან აქვს დანახული ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭები, თუ შეძლებს ბებერი გურუ-ების დაძვრას, შედეგს დადებს
რატი
17 ნოემბერი 2020 21:26
8
რა გგონია მეგობარო? რა გაუკეთებია ისეთი რომ ეროვნულ ნაკრები ჩაიბაროს? ჯერ სხვაგან გვაჩვენოს რა შეუძლია
გიორგი კაჭკაჭიშვილი
17 ნოემბერი 2020 22:54
3
რათ გინდოდა.? გინდა რომ გაგინონ? ხომ იცი საქართველოში ერთადერთი სპორტია რაგბი, სადაც წაგების შემთხვევაში თუნდაც დიდი ანგარიშით, თანაც მშრალად შეგაქებენ!
დავით 67
17 ნოემბერი 2020 19:49
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული