"იმედის ფსონის" მიმდინარეობისას ლევან სალუქვაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.
ვლადიმირ ვაისის გუნდიდან წასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თემურ ქეცბაიას შესაფერის ვარიანტად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის ნაკრებში უნდა დაბრუნდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სალუქვაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქეცბაია ქსენოფობი და უზრდელია, რომელმაც ჟურნალისტებთან მოქცევა არ იცის.
"ჟურნალისტებთან რომ თურმე მართალია, ეგ არის უზრდელი და უზრდელურად იქცეოდა. ის ჩვეულებრივი ქსენოფობია. "ტო"-ს და რუსული სიტყვის გარეშე წინადადებას ვერ ამბობდა, ნაკრები კი უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა" - ამბობს სალუქვაძე.
სხვათაშორის ქეცბაიამ ჩამოაშორა ნაკრებს ისეთი ფეხბურთელები რომლებთაც გარატირებული ადგილი ქონდათ ნაკრებში და არაფერი დარგებლობა რო არ მოქონდათ