ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
დაგვიანებულია ლევან, ქართულმა ფეხბურთმა გულშემატკივარი დაკარგა, მწვრთნელების, ვეტერანების, ფედერაციის ერთობლივმა, ათწლეულობით ნაჩიჩინებმა ლოზუნგმა - "თქვენ ფეხბურთის არაფერი გესმით" - შედეგი გამოიღო, ხალხმა ქართულ ფეხბურთს კარგა ხანია ზურგი აქცია, მასობრიობა გაქრა. ახალგაზრდების უმრავლესობას ქართული ფეხბურთი კიდია, ისინიც, ვისაც ზოგადად ფეხბურთი უყვარს, ჩვენსას ირონიით უყურებს. ახალგაზრდების მაქსიმუმ 20 პროცენტი და 40-60 წელს გადაცილებული თაობა, ვისაც გული შესტკივა ამინდს ვერ შექმნის. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ხელისუფლებას რომ გულშემატკივარი სტადიონზე არ დაეშვა, ხალხი მთავრობას სასახლეს აგუ-აგურ დაშლიდა, დღეს გავატარეთ, ის უმწეო, ერთეული, თანაც დაგვიანებული პროტესტის წამოკნავლება ნათელი დადასტურებაა იმისა რაც ზევით ვთქვი.
და კიდევ ერთი - ჩვენ ხუთი წელი ვუყურეთ ქეცბაიას ფეხბურთს, ხუთი წელი ვაისისას და რომელ ვეტერანებზეა საუბარი, ამას რომ იტანდნენ? ჩვენ ვეღარც ვხვდებით რა დონეზე გამო...დით, ერთ შსესარჩევ ტურნირს ვარქმევთ მეორე შესარჩევი ტურნირისათვის მზადებას, წარმოგიდგენიათ იდიოტიზმის დონე? კომუნისტებმა შედეგის არ ქონის გამო ახალკაცი მოხსნეს, ნ. ახალკაცი, ხალხო და ქეცბაია-ვაისის მსგავსი მწვრთნელები ვედრა (და არა ვედრო) ლარად წაიღეა და გამოდის, რომ იმ "ბებერ მარაზმატიკებს" უფრო ზუსტი და თანამედროვე ხედვა ქონდათ ფეხბურთზე ვიდრე ჩვენს ახალგაზრდა ჩინოვნიკებს ფედერაციაში. ასე რომ შევეგუოთ, სანამ ეს ჭაობი, რასაც საქართველოს ჩემპიონატი და ფედერაცია ქვია არ დაშრება მუდამ ამ წრეზე ვიტრიალებთ, ფეხბურთს მასობრივად გულშემატკივარი არ ეყოლება, მხოლოდ კინკილა გულშემატკივრების, ფედერაციის, მწვრთნელების, სპეციალისტების და ჟურნალისტების ფეხბურთი ესაა რასაც ვხედავთ.
goga
18 ნოემბერი 2020 14:19
4
სალუქვაძე, შენ ისწავლე ჟურნალისტობა არ ჯობია? ქეცბას სიმართლე არ მოგეწონა და გადაწყვიტე თავის გამოჩენა??
გოგა
18 ნოემბერი 2020 14:17
14
სხვის თვალში ბეწვს ხედავ და საკუთარში დირეს ვერაო-სწორედ ლევან სალუქვაძეზეა.ნებისმიერ გამვლელს დაუსვას შეკითხვა:ვინ უფრო ნაკლები პროფესიონალია თავის საქმეში,ნაკრების ფეხბურთელები თუ ლევან სალუქვაძე სპორტულ ჟურნალისტიკაში? თუ გნებავთ კომენტატორ-დიქტორობაში?
გრამატიკა შენ არ იცი,დიქცია არ გივარგა,არც ტემბრი,არც ელემენტალური ცოდნა...
მიბრძანდით ბატონო ჩემო და ჩუმად,უხმოდ დადაეთ ,,კუშები",ბიჭოს?
პ.ს. აფსუს კოტე მახარაძე,აფსუს ეროსი მანჯგალაძე,აფსუს დავით ქლიბაძე ..აფსუს..აფსუს...აფსუს... გადაჯეგეს დილეტანტებმა ყველაფერი,ვინ ხარ შვილო,რა გაგიკეთებია,რას წარმოადგენ,ვის დაკარგვიხარ????
ადამიანი
18 ნოემბერი 2020 13:21
17
რასაც ახლა ამბობ ვეტერანებზე და რაც ადრე თქვი ქეცბაიაზე ლევან, სრულიად გეთანხმები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცს, ლამის ყოველი პრესკონფერენციის მერე 20-20 ათასი ევროთი აჯარიმებენ. ხოლო ვისაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ნაკრების თამაშები მოსწონდა, საუკეთესო შემთხვევაში სხვა თამაში არ უნახავს. ისე, ქართულ ფეხბურთს იმედია როდისმე ეშველება, მაგრამ ამ იდიოტების რა ეშველებათ, ნათქვამიდან ელემენტარული აზრი რომ ვერ გამოაქვთ და წერენ რაღაც სლეობებს?
გერონტი
19 ნოემბერი 2020 00:51
4
Მოდი და თუ ეგეთი კაი და მართალი ტიპი ხარ ჯერ იმაზე ისაუბრე კობიაშვილმა როგორ მოიგო არჩევნები.და მერე მართლა დავიჯერებ რო შენ სიტყვაში არის სიმართლის მარცვალი.და ქეცბასგან რაგინდათ რათქვა რა ფეხბურთელებიც მყავს ის შედეგი არისოო.ან რა შედეგს ითხოვდით გინსა მაშინ და გინდა ეხლა?
bobo
19 ნოემბერი 2020 00:49
8
ძაან ცუდი ჩვევა გვაქ ქართველებს გვიყვარს ერთმანეთის ლანძღვა ხშირად უსამართლოდ, რა გააკეთა ლევან სალუქვაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის იმდენი, რომ ქეცბაიას ლანძღვის უფლება აქვს? თუნდაც ფეხბურთელი ქეცბაია ავიღოთ.
ქეცბაია ფეხბურთელი იყო და მწვრთნელია დიდი გრამატიკული უნარები არ მოეთხოვება, მისი საქმეა თამაშში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს და სწორი კუთხით დაინახოს პრობლემა და გადაჭრის გზა იპოვოს. ჟურნალისტის ვალია სწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია და სწორად ისაუბროს და ნაკლები ზიზღ ანთხიოს, რაშიც სალუქვაძე არის 0. სალუქვაძე არის ტოტალიზატორის დანამატი.კაცს ფეხბურთი უყვარს რო კითხო და ტოტალიზატორის გადაცემა მიყავს....???
me
18 ნოემბერი 2020 20:42
7
რატო გაძელა ტიპმა ტვინი ამ ჭკუის სწავლებებით? არა, მარტო ეგ არაა, საქართველოში ყველა უმაღლესი რანგის ექსპერტია, მაგრამ ეს ამ ფონზეც გამოირჩება :)))
Dato
18 ნოემბერი 2020 17:29
21
სალუქვაძე ხერხემალს ხელი ჩააყოლე აბა...ამ ბოლო დროს რაღაცეებს ურევ
Jordan beli
18 ნოემბერი 2020 16:34
18
ოო ჭიაბრიშვილმა თუ ასე შეაფასა თამაში მაშინ ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატურებიდან ამოიღეთ.
roma bejanidze
18 ნოემბერი 2020 14:06
9
არ შეიძლება რომ ეს კაცი დაეტიოს თავის ტყავში და მიხედოს ტოტალიზატორს? რა გაეგება ფეხბურთის?
რაც შეეხება ქეცბაიას,რაც მას ქოცებმა,კალაძის მეთაურობით აქ დღე დააყენეს( აბსოლუტურად უსამართლოდ,რათა გზა გაეხსნათ თავისი აფერისტი ენისათვის)ამის მერე მან საქართველო მსოფლიო რუკიდან უნდა ამოშალის და ერთი მიაძახოს- ჭამეთ ეხლა რაც მია..ით
ჟორა
18 ნოემბერი 2020 23:51
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული