გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.
"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?
თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?
თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.
მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.
თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.
ქეცბაია ფეხბურთელი იყო და მწვრთნელია დიდი გრამატიკული უნარები არ მოეთხოვება, მისი საქმეა თამაშში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს და სწორი კუთხით დაინახოს პრობლემა და გადაჭრის გზა იპოვოს. ჟურნალისტის ვალია სწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია და სწორად ისაუბროს და ნაკლები ზიზღ ანთხიოს, რაშიც სალუქვაძე არის 0. სალუქვაძე არის ტოტალიზატორის დანამატი.კაცს ფეხბურთი უყვარს რო კითხო და ტოტალიზატორის გადაცემა მიყავს....???
დასკვნა: სპეციალისტს რატომ უნდა ეკამათო? მარკა აიწიო? გადაცემა გააპიარო? ან კიდევ არის რაღაც უარესი ვერსიები.
კიდევ ერთი დასკვნა: სალუქვაძე რაღაც ძაან ატ..კებს ამ ბოლო დროს.
ქეცბაია არც გიჟია არც არაადეკვატური უბრალოდ სიმართლე თქვა ფედერაციაზე, ფეხბურთელებზე და თქვენზეც ჟურნალისტებზე რო აპრავებთ ფეხბურთელებ და ვიღაც ვიღაცეებს.
ვისგან ელოდები რამის თქმას? ეგენი ყველა ერთად აკეთებენ ფულს. ძველებმა ასწავლეს ახლებს როგორ კეთდება ბული და ახლა ერთმანეთს ხოარ გამოააშკარავებენ?
თორე რა კოლეგიალობაზეა ლაპარაკი ფეხბურთი კვდება საქართველოში