გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.
"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?
თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?
თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.
მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.
თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.
და კიდევ ერთი - ჩვენ ხუთი წელი ვუყურეთ ქეცბაიას ფეხბურთს, ხუთი წელი ვაისისას და რომელ ვეტერანებზეა საუბარი, ამას რომ იტანდნენ? ჩვენ ვეღარც ვხვდებით რა დონეზე გამო...დით, ერთ შსესარჩევ ტურნირს ვარქმევთ მეორე შესარჩევი ტურნირისათვის მზადებას, წარმოგიდგენიათ იდიოტიზმის დონე? კომუნისტებმა შედეგის არ ქონის გამო ახალკაცი მოხსნეს, ნ. ახალკაცი, ხალხო და ქეცბაია-ვაისის მსგავსი მწვრთნელები ვედრა (და არა ვედრო) ლარად წაიღეა და გამოდის, რომ იმ "ბებერ მარაზმატიკებს" უფრო ზუსტი და თანამედროვე ხედვა ქონდათ ფეხბურთზე ვიდრე ჩვენს ახალგაზრდა ჩინოვნიკებს ფედერაციაში. ასე რომ შევეგუოთ, სანამ ეს ჭაობი, რასაც საქართველოს ჩემპიონატი და ფედერაცია ქვია არ დაშრება მუდამ ამ წრეზე ვიტრიალებთ, ფეხბურთს მასობრივად გულშემატკივარი არ ეყოლება, მხოლოდ კინკილა გულშემატკივრების, ფედერაციის, მწვრთნელების, სპეციალისტების და ჟურნალისტების ფეხბურთი ესაა რასაც ვხედავთ.
გრამატიკა შენ არ იცი,დიქცია არ გივარგა,არც ტემბრი,არც ელემენტალური ცოდნა...
მიბრძანდით ბატონო ჩემო და ჩუმად,უხმოდ დადაეთ ,,კუშები",ბიჭოს?
პ.ს. აფსუს კოტე მახარაძე,აფსუს ეროსი მანჯგალაძე,აფსუს დავით ქლიბაძე ..აფსუს..აფსუს...აფსუს... გადაჯეგეს დილეტანტებმა ყველაფერი,ვინ ხარ შვილო,რა გაგიკეთებია,რას წარმოადგენ,ვის დაკარგვიხარ????
ქეცბაია ფეხბურთელი იყო და მწვრთნელია დიდი გრამატიკული უნარები არ მოეთხოვება, მისი საქმეა თამაშში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს და სწორი კუთხით დაინახოს პრობლემა და გადაჭრის გზა იპოვოს. ჟურნალისტის ვალია სწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია და სწორად ისაუბროს და ნაკლები ზიზღ ანთხიოს, რაშიც სალუქვაძე არის 0. სალუქვაძე არის ტოტალიზატორის დანამატი.კაცს ფეხბურთი უყვარს რო კითხო და ტოტალიზატორის გადაცემა მიყავს....???
რაც შეეხება ქეცბაიას,რაც მას ქოცებმა,კალაძის მეთაურობით აქ დღე დააყენეს( აბსოლუტურად უსამართლოდ,რათა გზა გაეხსნათ თავისი აფერისტი ენისათვის)ამის მერე მან საქართველო მსოფლიო რუკიდან უნდა ამოშალის და ერთი მიაძახოს- ჭამეთ ეხლა რაც მია..ით