ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
ლევან ეგეთი კაცი გვყავდა ჩვენ უკვე თემურ ქეცბაია მარა შენ იყავი მემგონი ერთ ერთი პირველი რო დაიწყე ყვირილი ეს კაცი გიჟია, უზდელი და არაადეკვატურიო.

ქეცბაია არც გიჟია არც არაადეკვატური უბრალოდ სიმართლე თქვა ფედერაციაზე, ფეხბურთელებზე და თქვენზეც ჟურნალისტებზე რო აპრავებთ ფეხბურთელებ და ვიღაც ვიღაცეებს.

ვისგან ელოდები რამის თქმას? ეგენი ყველა ერთად აკეთებენ ფულს. ძველებმა ასწავლეს ახლებს როგორ კეთდება ბული და ახლა ერთმანეთს ხოარ გამოააშკარავებენ?

თორე რა კოლეგიალობაზეა ლაპარაკი ფეხბურთი კვდება საქართველოში
ქომაგი
18 ნოემბერი 2020 17:02
7
ხალხო ქეცბაია არ იყო ტრიბუნიდან რო ვეძახდით რას გადაგვაყოლე დვალიშვილს და სირაძესთქო? უკან პასი უკან პასი და 5 მცველით თამაში ქეცბაიას დროს არ იყო? ასე მალე რატო გავიწყდებათ?! ქეცბაიამ კარგი ნაკრებს კვიპროსიდან უფრო გაუკეთა 4 ფეხბურთელის მუდმივ პრაქტიკას ვგულისხმობ, თორე აქედან რო გინება ფურთხებით გააგდეთ დაგავიწყდათ? და მართლებიც იყო მაშინ გულშემატკივარი! ახლა რატო გინდათ დაბრუნდეს რა გაიზარდა? საქართველოს ნაკრებს სჭირდება გამოცდილი და კომუნიკაბელური მწვრთნელი ნერვოზის გარეშე, რომელიც ფეხბურთელების დადანაშაულებით არ ახსნის წაგებას და ვაჟკაცურად თვითონ დაიბრალებს, ფეხბურთელები დადანაშაულებით იყო მუდმივად ქეცბა დაკავებული, რომ მესის თვითონ ვერ დაბადებდა და ნაკრების ფეხბურთელები კიდე არ ვარგოდნენ, შენ მწვრთნელი რო ხარ კომბინაციები უნდა დაამუშაო, კუთხური და ჯარიმა რო ვერ ჩაგვიწოდებია 20 წელია! არავისზე ნაკლებადარ მიყვარს და ვაფასებ ქეცბას მარა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად არ გამოდგება!
სალუქვაძე კიდე ერთ-ერთია იმ ცოტა ჟურნალისტთაგან რომელიც რასაც ფიქრობს იმას ამბობს და ტრ.კს არ ულოკავს ფედერაციას!
ბასკი
18 ნოემბერი 2020 15:04
2
ჩემო ლევან,იმიტიმაც არ აკეთებენ კომენტარს რომ ფედერაციას მთავრობის ქვედანაყოფად აღიქვამს ყველა და ეგ უკვე მთავრობის კრიტიკა გამოვა,რისიც ჩვენს ფეოდალურ წყობაში ყველას ეშინია,რომ პრობლემები და რეპრესიები შეექმნებათ. ესაა მთავარი უბედურება-ჯერ ნაცების ფედერაცია,ახლა ქოცების ფედერაცია და ეს სანამ არ მორჩება არაფერი გვეშველება მაგრამ მსუყე ლუკმას არცერთი მთავრობა არ გაუშვებს ხელიდან და ფეხბურთი კი მსუყე ლუკმაა. აი,ამიტომ არ იღებს ხმას არავინ.
გია
18 ნოემბერი 2020 16:55
1
ფედერაციის ყოველთვიურ ხელფასზე სხედან, 80 წლამდე ხალხია, არ გამოვა და არ იტყვის რისი/ვისი ბრალია, განა იმიტომ რო კომპეტენტური არაა, უბრალოდ არ იტყვის იმის გამო რო მეორე დღეს ფედერაციიდან დაითხოვენ სათაურით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
ვილემ II
18 ნოემბერი 2020 13:57
1
რამდენი ხანია ამის მოსმენა მინდოდა ჯურნალისტებისაგან. ეს უკვე ევროპაა. მაგრამ ეს ვეტერანები ფინანსურად დაინტერესებულები ხომ არ არიან, რამდენია მათი ობიექტურობის ხარისხი?
ქომაგი
18 ნოემბერი 2020 12:58
0
ვინ ამოიღებს ხმას, ბავშვთა ფეხბურთში 90 იანებიდან ძირითადად ეგენი იყვენენ და რა აღებ მიცემობა იყო ყველამ იცის, აი ზუსტად იქიდან იწყება ჩვენი უბედურებაც.
ყველას არ ეხება ეს ამბავი რათქმა უნდა. ქეცბაიამ რომ იჩხუბა იმ ცნობილ შეხვედრაზე ბოლომდე კიდევ არ თქვა ბევრი რამ.
მალაქია
18 ნოემბერი 2020 22:51
0
მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო... მომწონს ლევანი რათქმაუნდა ჯანსაღი კრიტიკაა საჭირო ცოტა გონზე რო მოვიდნენ, არქ ხოტბა ასხეთ აქეთ შედეგიც სახეზე გვაქ. ლევან ეგრეე გააგრძელე (დიდი პატივისცემის მიუხედავად ქეცბაიასთან მიმართებაში ცოტა უხერხულად გამოგივიდა)
Batumi90
18 ნოემბერი 2020 22:22
0
აბსოლუტურად გეთანხმები ლევან... ,, მოყვარეს პირში უძრახე... " რატომ გვავიწყდება, ეს მარტო წასაკითხად კი არ დაგვიწერეს..
კახა
18 ნოემბერი 2020 15:45
4
არა სხლა აქ მართალია.დასაძრახ სიტყვას ვერ ათქმევჯნებ ამ ჩვენ ვეტერანებს.გეგონება ყველაფერი კარგად არის.6:1 წაგების მერე,დიმამოელებო,რა გულმა გაგიძლოთ,როცა თქვენმა გუნდმა,რომელსაც თქვენ და რომელმაც თქვენ ამდენი რამ მოგცათ,ასე ჩვეულებრივად შეხვდით ამ ამბავს.ჩვენი ოჯახიაო იძახით და ასე დაიმიდეთ თქვენი ოჯახი.მართლა ფი ხომ არაა ყველაფერი ამის დედა ვატირე.სადაა თქვენი სიყვარული,პატივისცემა კლუბის დაგულშემატკივრების მიმართ.Ხშირად უყურებ და შორერმა ლამის ინფაქტი მიიღოს როცა ნიუკასლის უღიმღამო თამაშებს არჩევს.აი ვინაა ნამდვილი პატრიოტი თავისი კლუბის,აი ვის შესტკივა გული ოჯახზე
კახა ქ.
18 ნოემბერი 2020 18:47
2
ვეთანხმები ლევანს. მაგრამ ჟურნალისტებიც რომ სცოდავენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა ელოდება რაღაცას გამოკრას კბილი და ურთიერთობას არ იფუჭებს არცფედერაციასთან, არც ნაკრებთან. კომენტატორები კიდე ცალკე თემაა. ჩვენი ნაკრების რეპორტაჟს რომ რადიოში უსმინო, ტიტანების ბრძოლა გეგონება.
გელა
18 ნოემბერი 2020 12:46
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული