გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.
"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?
თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?
თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.
მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.
თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.
გრამატიკა შენ არ იცი,დიქცია არ გივარგა,არც ტემბრი,არც ელემენტალური ცოდნა...
მიბრძანდით ბატონო ჩემო და ჩუმად,უხმოდ დადაეთ ,,კუშები",ბიჭოს?
პ.ს. აფსუს კოტე მახარაძე,აფსუს ეროსი მანჯგალაძე,აფსუს დავით ქლიბაძე ..აფსუს..აფსუს...აფსუს... გადაჯეგეს დილეტანტებმა ყველაფერი,ვინ ხარ შვილო,რა გაგიკეთებია,რას წარმოადგენ,ვის დაკარგვიხარ????
ახლა რაც შეეხება ვაისს. ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, სამხრეთულ ფეხბურთს, ისტორიულად, ერთი მცირე, მაგრამ ყურადსაღები ნიუანსი გაააჩნია - ფეხბურთელი ბავშვობიდან უფრო მეტხანს ატარებს ბურთთან და თუ ეს ტექნიკის გაუმჯობესებისათვის კარგია, მეორე მხრივ, ბურთის ზედმეტად ტარების, თრევის კომპლექსს უვითარებს. დღვანდელ სწრაფ და დინამიურ ფეხბურთში, როდესაც ბრძოლა მიდის კარში დასარტყმელი თავისუფალი და ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელის სხარტ აზროვნებას, მობილურობას, უბურთოდ მოძრაობას და მანევრს. კვალიფიციური და კომპეტენტური მწვრთნელი, ტაქტიკური მომზადების დროს ამ და მსგავს ნიუანსებზე ამახვილებენ ყურადღებას და შემდეგ პრაქტიკული ვარჯიშების დროს, ამ ელემენტების დახვეწაზე მუშაობენ. როდესაც ხედავ რომ თამაშის დროს, ფეხბურთელებმა ელემენტარული გახსნა, თავისუფალ პოზიციაზე გადაადგელება არ იცის, ხვდები, რომ იქ ფეხბურთელის მომზადებაზე და ტაქტიკურ აზროვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ვერ დავინახეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებში. უფრო მეტიც, გუნდი მანამ ვერ გადადის მეტოქის მოედანზე, სანამ თვითონ მეტოქე არ წავა ჩვენი მოედნიდან და არ ჩავა თავის საჯარიმოში. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე ჩამორჩეს ან ჩარჩეს ჩვენს ნახევარზე, შემდეგ იწყება გაუთავებელი პასები და დაგორებები გვერდებზე და უკან, დინჯი და ზანტი გადადგილებები და ა.შ. შემდეგ ეს ნელი, ზოზინა სტილი იწვევს იმას, რომ შემტევების ეფექტურობა მცირდება, ფეხბურთელები გადადიან უძრავ, სტატიკურ მდგომარეობაში და რაოდენობრივი, ექსტენსიური ფაქტორების ხარჯზე, მცველების შეტევაში ჩართვით ვფიქრობთ ფონს გასვლას. საბოლოო ჯამში, მეტოქის სწრაფ და გააზრებულ კონტრშეტევას ჩვენი დაცვა ხშირად მოუმზადებელი ხვდება.
სხვა მეტიც უამრავი ხარვეზი იკითხება ნაკრების თამაშში და ეს ვაისის დაბალ კვალიფიკაციაზეც მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერთ დროს პროგრესული მისი მეთოდები დაძველდა და დროს ჩამორჩა, ან თამაშის ქართულ სტილს ვერ მოერგო. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის მესვეურებს ამის გასაგებად 5 წელი დასჭირდათ.