ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
მიუხედავად იმისა,რომ არა ვარ ნაცი,მოგიწოდებ,რომ გადადგე.ლევან,შენმა უხერხემლო და უინტელექტო მმართველობამ ქართული ფეხბურთი დაღუპვამდე მიიყვანა.წადი რა, შე კაცო.
Status quo
18 ნოემბერი 2020 17:44
4
დაუჯერეთ!!!!
მენტალური მომზადების ცენტრი
18 ნოემბერი 2020 17:38
7
ლევან, სანამ ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ხალხს შენს მიმართ დადებითი ემოცია, გადადექი თანამდებობიდან! აუცილებლად თან გაიყოლე შენი საძმაკაცო, რომლებიც ფედერაციაში მრავლად გყავს დასაქმებული. დროის და ნდობის ლიმიტი ამოწურულია. ცოტა ხანში ღიად დაგიწყებენ შეურაწყოფის მოყენებას გულშემატკივრები. P.$. წესი-წესია, წაგებულები უნდა წავიდნენ!!!
G.A.L.
18 ნოემბერი 2020 17:22
1
მთავარია პარლამენტში შეძვერი კიდევ! არ გკიდია ფეხბურთი?
ელგუჯა
18 ნოემბერი 2020 17:15
1
კობი პრეზიდენტი კი ხარ, მაგრამ არც ჩვენ დაგვეწუნება არც განათლება, არც მიხვედრილობა, იმისთვის რომ მივხვდეთ შეგნებულად არ დაუშვით გულშემატკივარი, კოვიდიც მოგონილი იყო და გუნდიც განწირული წასაგებად, სადღაც ვიღაცას ეგრე აწყობდა, სხვაგარად გამორიცხულია მსგავსი სიბრიყვე, ღალატის სუნი უდის ორივე თამაშს, ვაისიც რომ გონებანაკლები იყო ეგეც დიდი ხანია ჩანდა, ერთა ლიგის დაწყებამდეც
18 ნოემბერი 2020 17:12
2
ამას გონია ისევ გლდანში ამომრჩევლების შეხვედრაზე გამოდის სიტყვით. თუ პარლამენტარობა გინდა დაანებე ამ ფეხბურთს თავი. ისე რომ, იცოდე ფეხბურთის ფედერაციასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ დამარცხებაში. შენც რომ მოგეხადა ბოდიში არა?
Kote
18 ნოემბერი 2020 17:02
1
6 დღე გავიდა და ახლა აკეთებ კომენტარს? კომენტარი კი არა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთო! ბევრი კითხვაა? გულშემატკივრების დაშვებაზე რატო არ ამბობ არაფერს?! კიდევ ბევრი კითხვაა და ამდენი ხნის განმავლობაში დუმხართ, იმის ნახვლად ყოველჯვირეული ბრიფინგი აკეთოთ, მაგრამ საქმეს როცა არ აკეთებ ბრიფინგზე რა უნდა ილაპარაკოთ???
ბათუმი
18 ნოემბერი 2020 16:59
0
თქვენ რო გიყუროთ მემგონი მადლობას მოგვახდევინებთ ამ წაგებებისთვის.

მე რას ვერ ვხვდები იცი კაი თქვენ ვერ ხვდეით წასვლას მარა ვინმე არ გყავთ გვერდით რო გირჩიონ წადიო? მთელი ქვეყამა რო გაგიჟბულია და გამკობენ ამას არ უყურებთ? ან ნამუსი არ გაწუხებთ? თქვენ თავთან მარტო რო რჩებით რამე არ გაწუხებთ?

მაყურებლები რატო არ შეუშვით მოედანზე? ან თუ ეს ინფორმაცია ქოდა ამ ვაი ჟურნაისტებს მატჩამდე რატო იყავით ჩუმად?

ვაისს მადლობას რაზე უხდით? უფასოდ მუშაობდა?

მაკედონიასთან წავაგეთ მარა სიმართლე რო გითხრათ სომხეთთან მარცხი უფრო გამიტყდა იმიტომ რომ კაი მაკედონია გჯობია და ფინალი იყო და ნუ ერთი მატჩი წავაგეთ მარა სომხებიც გვჯობია?

ერთი კითხვა მაქ კიდე რა ლევანთან მაკედონიასთან მარცხის მერე თუ შეხვდით ნაკრების ფეხბურთელებს და რა სამუშაო გასწიეთ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ქომაგი
18 ნოემბერი 2020 16:55
0
ამან ისე ილაპარაკა რომ წასვლაზე არ ფიქრობს
digela
18 ნოემბერი 2020 16:54
0
დასკვნებს გამოვიტანთ და ახალი შემართებით ვაგრძელებთო.. დდდ. როდის იყოს ჩასვრის მერე ვინმე შემართების ხასიათზე დგებოდა.. მაგრამ როცა ფულის სუნი გიტრიალებს ცხვირში ფუნის სუნს უკვე ვეღარც ცხვირი გრძნობს და ვეღარც ნამუსი... შენ დაუკარ....
აჰა გვეშველა
18 ნოემბერი 2020 16:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული