დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
ყველამ თავის ვალად ჩათვალა რომ ამ ფეხბურთელებზე გაიწმინდოს ფეხები.

საიდან ამდენი მოლოდინები ვერ ვხვდები.

მოყვარულზე ცოტა მაღალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ერთი კაცი არ გვყავს ტოპ გუნდში კი არა ტოპ ლიგაში რომ თამაშობდეს. საიდან უნდა მოვიდეს საოცარი შედეგი ?
ოთარი
19 ნოემბერი 2020 11:18
2
ხოდა მაგაზეა აქ საუბარი, რატომ არის ჩვენი ფეხბურთი ასეთი გაფარჩაკებული. სომხეთს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს? უკეთესი ჩემპიონატი აქვს? ხომ არ ვლაპარაკობთ რატომ არ გვაქვს ჰოლანდია/ესპანეთის შედეგები? ალბანეთი უფრო მდიდარი ქვეყანაა? როდემდე უნდა ვიძახოთ რომ ეკონომიკა არ გვივარდა? თუ მაგის ბრალია და რაღაში ვათხლიშავთ 200-300 მლნ.-ს თუ მაინც ეკონომიკაზეა მიბმული და სანამ ქვეყანა არ გამდიდრდება, მანამდე არ გვექნება შედეგი? გაუშვით ეს 300 მლნ. ეკონომიკაში, იყოს სამოყვარულო ჩემპიონატიც და ნაკრებიც (ისლანდიის მაგალითი გამოდგება სტომატოლოგი მწვრთნელით?)
გიორგი
19 ნოემბერი 2020 13:23
0
საქართველოს ნაკრების ბოლო სამი თამაშის ყურების დროს მიჩნდება ტანჯვის გრძნობა,მეც ვიტანჯები და მგონი ფეხბურთელებიც.ხედავ რაღაც უიმედობას მათ თამაშში,თითქოს თვითონაც არ სჯერათ რომ შეუძლიათ თუნდაც სახიაფათო მომეტის შექმნა, გოლზე ხომ არც არი ლაპარაკი. ყველა სიკეთესთან ერთად ასკარად ფსიქოლოგიური პრობლემებიც არის
juna
19 ნოემბერი 2020 11:07
0
ისეთი სტატიაა, თამაში რომ არ გენახა, იფიქრებდი ჩვენები აჯდნენ ესტონელებსო
მთ
19 ნოემბერი 2020 10:40
0
ამ ეტაპზე, კიდევ კარგია, რომ არ წავაგეთ... გუდი გადამწვარი და დაშლილიაა. იმედია, ტრამვირებულების და ინფეცირებულების დაბრუნება გაზაფხულისთვის მოხდება!!!
tngh
19 ნოემბერი 2020 10:11
6
მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ნაკრების თამაში არ მიყურებია და ყოველითამაშის შემდეგ სულ უფრო ვრწმუნდები რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო ალბათ კიდე მრავალი წელი აღარ ვუყურებ. უბრალოდ ერთი მაინყერესებს კაჭარავას ვინ ყავს ესეთი მფარველი რო მაინც ათამაშებენ
:(
19 ნოემბერი 2020 09:41
1
მოვიფიქრე, ფიფას უნდა მივმართოთ წესებში ცვლილება შეიტანონ ცენტრს გადაცილებული ბურთის უკან გადმოტანის შემდეგ მოწინააღმდეგეს გადაეცეს ბურთი როგორც კალათბურთშია! იქნებ ამათ რამე ეშველოს! ეეხ, მეორეს მხრივ მერე ესენი ცენტრის ხაზის წინ აღარც გადავლენ. სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ ისევ
:)
19 ნოემბერი 2020 09:23
0
საკუთარი მოედნიდან მეტოქის საჯარიმომდე მისასვლელად 30 პასის გაკეთება რომ გჭირდება იქ დამთავრებულია ყველაფერი...!!!!
ნიკოლოზი
19 ნოემბერი 2020 08:54
0
ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, ბ-ნო ნიკოლოზ. დასასრული ცოტა მოგვიანებით დგება როცა ცოდვა-ჭირით ატანილ ბურთს ერთი სწრაფი, ზუსტი გამჭოლი და ძალიან გონივრული პასით საკუთარ მეკარეს ვუბრუნებთ, ან "უარეს" შემთხვევაში, ცენტრალურ მცველს:)
giglia
19 ნოემბერი 2020 12:33
0
თქვენ ვერ ხვდებით ბატონო ნიკოლოზ, ეს ქართული ტიკი-ტაკაა )))
დინამოელი
19 ნოემბერი 2020 10:06
0
es gundi ro ikos sakartvelos chempionatchi , ikneboda me3 me2 adgilze, ploras ro ver mougeb , vinc amat pegburteloba daabrala ,,,,,,,,,,,
x
19 ნოემბერი 2020 08:51
0
საიდან უნდა დაიწყო ამ თამაში მერე ტუ ამას თამაში ჰქვია. უპირველეს ყოვლისა ყოველ ქართულ გუნდს სჭირდება ფსიქოლოგი ვიდრე მწვრთნელი. რადგან მოედანზე გასვლამდე ყველა მწვრთნელმა წააგო და ჩააფლავა თამაშები. როდესაც მწვრთნელს თავისი ფეხბურთელების არ სჯერა და ყოველთვის იმას ლაპარაკობენ რომ მეორ ნომრად უნდა ვითამაშოთ ...ეს უკვე წაგებისს, უფერული თამაშის და ყველანაერი შემთხვევით გაშვებული გოლის და უარყოფითის საწინდარია. არც ერთ ქვეყანაში ასე უარყოფითად არავინ არ უდგება საქმეს, ეს დღევანდელ რაგბსაც ეხება რადგან რაც ჰეიგი მოიყვანეს და 8 წელი ერთი ადგილი ტკეპნა ის ბრძოლისუნარიანობა რაგბისტებმაც დაკარგეს და დღეს გვყავს მოთამაშეები და ა რა ბრძოლისუნარიანი გუნდი. ფეხბურთში კი ეს კარგა ხანია ასეა,. Aსევე უნდა ითქვასს რო არქიფოების ბატონობა არავის არაფერში არ ეხმარება და მხოლოდ დროებითია და ის არეული ქვეყანა რაც დღეს საქართველოა და არეული ფედერაციებიც არფრი მაქნისები არიან და შორ მიზანს არ უყურებენ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ყველას. ეს ქვეყანას ვნებას და ყველა სფეროს ვნებს. დიდ ხანია საქართველოში ეზოს ფეხბურთი მოისპო. ეს აუცილებელი ფაქტორი იყო ყოველთვის ტექნიკის ბავშვობიდან განვითარების პატარა სივრცეებში. იქდან დაწყებული შემდგომ დიდ მოედანზე და საბავშვო გუნდებში თამაშისას ეს ეხმარებოდა იმ ქართული ფეხბურთის სტილს რომელიც სდღაც 90-ანების ბოლომდე ინერციით მოვიდა. ამერიკაში 91წლიდან ვცხოვრობ აქ რომ ჩამოვედი ფეხბურთის ბაიბურში არ იყვნენ და მხოლოდ ადგილობრივი ლიგები ჰქონდათ და რამოდენიმე ნახევრად პროფესიული. მათ დაისახეს მიზნად ფეხბურთის განვითარება მისი გეგმა შექმნეს. ყველაფერი ბავშვების ფეხბურთიდან იწყებოდა. ჩამოიყვანეს უცხოელი მწვრთნელები გახსნეს სკოლები და ბავშვები მოიზიდეს. აქ ადრე ფეხბურთს ქალების სპორტად ასე შოვინისტურად მიიჩნევდნენ და სირცხვილი იყო თუ ფეხბურთს თამაშობდა ვინმე და ვაჯკაცობაზე თავს დებდა. შემდგომ ჩაატარეს მსოფლიო ჩემპიონატი და ამით მეტი ბავშვები მიიზიდეს. თან ფეხბურთი უფრო იაფ პასიანი სპორტი იყო აქ ვიდრე ვთქათ ჩოგბურთი ან კალათბურთი ან ბეისბაოლი ან ამერიკული ფეხბურთი. ამას გარდა ყველა სკოლას ჰყავს გუნდი თითქმის ყველა სპორტში და ისინ ქალაქის ჩემპიონატებზე იბრძვიან და შემდგომ შტატის ჩემპიონობაზე და ბოლოს შტატებს შორის გამარჯვებულების ჩემპიონატზე. ასევეა რაგბშიც თქვენდა გასაკვივად ალბათ. ყველა კოლეჯს გუნდი ჰყავს ასევე და ბოლო ათწლეულამდე სანამ ათლეტი კოლეჯს არ დაამთარებდა პროფესიონალი ვერ ხდებოდა. ეს მხოლოდ ტენისში იყო დაშვებული.კობი ბტაიანტამდე მირდაპირ ნბა-შიც ვერავინ მიდიოდა კოლეჯ დაუმთავრებელი ან კიდევ 3 კურს დამთავრებული უნდა ყოფილიყო. გუშინ ვუყურე ამერიკის ნაკრების თამაშს და წინა კვირასაც. უმეტესობა ფეხბურთელების არიან 20 წლამდე 4 ფეხბურთელი იყო 17 წლის და ერთი 16 საშუალოდ ალბათ მთელი ნაკრები იყო 20 წლის. ყველა თავს იკლავს ნაკრბში მოსახვედრად თვით ბარსელონის 2 ახალგაზრდა ფეხბურთელიც, თან ერთ ერთმა ანსუ ფატი შეცვალა ტრამვის მიღების შემდგომ პირველ გუნდში.ერთი წამით არ ჩცერდებიან მოედანზე ყველა მოძრაობს, დაცვა, შუა ხაზი თუ თავდასხმა ყველა ყველგან თამაშობს, კარშიც ურტყამენ შორიდან, დრიბლინგიც კარგი აქვთ ტექნიკაც და ფიზიკურად უმაღლეს დონეზე არიან მომზადებული და იბრძვიან როგორც ერთი გუნდი, ყველა ერთმანეთს აზღვევს. ჩვენ ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მოედანზე დაღოღავენ ნახევრად ცოცხლებივით, კონტრშეტევის აზრზე არ არიან, როგორც კი ბურთს აიღებენ პირველი პასი უკან კეთდება და ბოდიშით მაგრამ მისდის ზოზინა კანკავას რომელსაც შეტევის განვითარება არ შეუძლია, კი ართმევაზე კარგი და ფიზიკურ თამასში მაგრამ შეტევის წამომწყები ის არ არის. კვირკველიას მეტი უნდა მოეთხოვოს, არ არის მოედანზე ფეხბურთელი რომელიც წინსვლას უდირიჟორებს. შეტევაშიც ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარდა სისწრაფე, მოედნის ხედვა ადგილის შერჩევა არც ერთს არ შეუძლია. ბურთის ჩამწოდებელი არავინ არის ყველა უმიძნოდ აწოდებს ან მცველს არტყამს. საჯარიმოს გარდან დარტყმები საერთოდ არ ხორციელდება. დღეს წვიმდა და ერთხელ დაარტყეს მე მგონი ისიც უსუსრად თითქოს მთალი ღამე ქალთან გაატარეს და გამოუძინარები და ნამუშევრები არიან, იმასაც ერთ ორ წამში მოითავებენ მაგათ ისე ეტყობათ. შაჯარიმოს შესრულებისას კიდევ კედელს თუ არ დაუმიხზნეს და გაარტყეს ისე ვერ ასრულებენ. 30-35 მეტრიდან დღევანდელი ფეხბურთლი თუ კარში ვერ ურტყავს მოედანზე არც უნდა შეუშვა. მორჩა ის Dრე მე თავდამსხმელი ვარ და უკან არ ჩამოვდივა ან კიდევ ის წინა ორი თამაში იმიტომ წააგეს რომ ჯერ ერთი მწვრთნელს არ ეგონა რო მოიგებდა და არასწორად დააყენა გუნდი, მეორეც თუ დამცველი აიწევს წინ ბურთით და ერთვება თავდასხმაშI მისი ადგილი აუცილებლად ნახევრდამცველმა უნდა დაიჭიროს. ბევრს სისწრაფე არ ყოფნის უკან ჩამოსასვლელად და ბოდიშIტ მაგრამ ფეხბურთია და გოლფის ელექტროთი უკან წინ საზოვარზე გასულს ვერავინ ჩამოგიყვანს. დაკარგავენ ბურთს კლვავ ხელებს შლიან და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებს, სანამ სასტვენს არ გაიგებ თამაში არ წყდება, და ხელის ქნევით მიტინზე წავიდნენ მაში ან ბირჟაზე. ნიჭიერი ფეხბურთელები რატომღაც კიდევ არიან საქართველოში რომელთაგანაც კარგი ნაკრები გაკეთება შეიძლება , სამწუხარდო კვლავ ხელი ეშლებათ მწვრთნელებს და ფედერაციას აიჩემებან ამა თუ იმ ფეხბურთელს და ან კდივე ზემოდან დარეკილით ფედერაციიდან და მარტო მათ ათამაშებენ. ბევრს შანსი დროზე არ მისცე, და მერე ჩვენი არაჩეულებრივი ქართული ხასიათით ან ჭიქა აიღეს ხელში ან მწვადი და ხინკალი ზოგმა და ზოგმა კიდევ აქეთ ჯინაში ჩაუდგნენ. მწვრთნელი უნდა იყოს ნეიტრალური ყველა ფეხბურთელთან და მომთხოვნი. არ ხარ ფორმაში არ ითამაშებ მორჩა და გათავდა ინებე ნება და თუ გინდა ევროპაში თამაში და ვარსკვლაების მოწყვეტა იყავი პროფესიონალი და არ უნდა გჭირდებოდეს ზედამხედველი, მოინდომე, დაიცავი დიეტა, მიხედე შენს ორგანიზმს, ივარჯშე კედელთან როგორც ტენისისტები ვარჯიშობენ ან გარაჯთან ორივე ფეხით დარტყმებზე ფეხის ყველა მხირდან, არ შეიძლება დღევანდელი ფეხბუღთელი ცალფეხა იყოს და პასის გაკეთება ან კარAში დართყმა არ შეეძლოს ორივე ფფეხით.დახატე მიზანი და ურტყი მიზანში ასევე ყვლე მხრიდან ორივე ფეხით. კენწვლა ბურთის გრძნობას ანვითარებს, თავით იქნება თუ ფეხით ორივე საჭირო და რაც მეტი უკეთესი.თავით ვერავინ ვერ თამაშობს ამ ნაკრებში სწორად. თვალებს ხუჭავენ რომ ხტებიან. არ იყო შენგელია მაღალი მაგრამ ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა თავით თან ჭკვიანურად. ზოგს მგონია თამვით თამაში ეშინია. მოკლედ პრობლემები ბევრია და ყველაფერი გამოსასწორებელი რომ შემდეგ ციკლში უკეთეს შედეგს მიაღწიონ. ასეთი ჩაგდების მერე ასმაგად უნდა იმუშაონ და ასე აკეთებს ყველა პროფესიონალი. ამაზე დაბლა დაშვება არა მგონია შეიძლებოდეს.
niko
19 ნოემბერი 2020 08:19
0
კომენტატორები ძიუდოზე უფრო ბევრს ლაპარაკობდნენ ამათ შემყურე..
rauli
19 ნოემბერი 2020 05:02
0
კი მაგრამ, სად იყო ფეხბურთი,რა ელაპარაკათ?
სოსო
19 ნოემბერი 2020 16:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული