დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
ნეტაი თქვენ ვინც თამაშს უყურეთ. ან საქმე არ გქონდათ ან რამე სხვა. არავის ვცინებ უბრალოდ მიკვირს რა მაგარი ხალხი ყოფილხართ. ვისურვებდი თქვენს გამძლეობას! თამაშს არ მიყურებია მაგრამ ჩემი დიდი ხნის ბალელშიკობის გამო მაქვს უფლება შევუკურთხო გუნდს გულში მაინც, ანგარიშიდან გამომდინარე
დავით 67
19 ნოემბერი 2020 04:08
5
კომენტატორები ძიუდოზე უფრო ბევრს ლაპარაკობდნენ ამათ შემყურე..
rauli
19 ნოემბერი 2020 05:02
0
კი მაგრამ, სად იყო ფეხბურთი,რა ელაპარაკათ?
სოსო
19 ნოემბერი 2020 16:12
0
არც ამინდი და არც მწვრთნელი არაფერს ცვლის.არის ადამიანთა ჯგუფი და ამ ჯგუფს არც ცალცალკე შეუძლიათ მეტი და არც ერთმანეთის გაგება შეუძლიათ მეტად, ეს მათი შესაძლებლობების ზღვარია, ამიტომ მათი არც ქებაა საჭირო როგორც აგერ კაცმა დაწერა - " ბიჭებს ის ნაინც დაუფასეთ ასეთ ამინდში წვიმასა და სიცივეში რომ 90 წუთი "იარეს" მინდორზე." და არც მათი სპილენძის მილებში გატარება.
მე პირადად მადლობელი ვარ მათი თუნდაც იმისათვის რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სიმართლეს ვამბობ და ჩემი იდეა გამართლდება თუკი აამოქმედებენ "არცერთი ლეგიონერი საქართველსო ნაკკრებში და მწვრთნელთა ქართველი დუეტი ნაკრებს".
ლეგიონერებმა დაისვენონ, თავიანთი საქმე აკეთონ, მეტი გაისარჯონ, მეტი ფული იშოვონ,იქნებ მერე თვითონ გახდნენ ქართულ ფეხბურთში ინვესტორები და ბავშვთა სკოლების სპონსორები.
ლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ, ახლა ეროვნული ჩემპიონატის ნაკრებით გავიზრდებით და ბ ლიგაშიც გადავალთ!
jango
19 ნოემბერი 2020 00:06
11
აღარ მინდა ვუყურო ამათ ვაი ფეხბურთს, მაგრამ ვერ ვშვები. მგონი ჯობია ჭიაბრიშვილს ჩააბარონ ნაკრები და შეიქმნას ისეთი საბჭო ან ჯგუფი რომელშიც იქნება 2-3 პატიოსანი სახელ-გაუტეხელი პერსონა, რომლებიც გააკონტროლებენ მწვრთნელის დამოუკიდებლობას-თავისუფლებას(ალბათ მიხვდებით რატომაც). ამ შემადგენლობიდან ჩემი აზრით ნახევარის დაძახება აღარც ღირს .
ზაზა
19 ნოემბერი 2020 03:09
2
ყველამ თავის ვალად ჩათვალა რომ ამ ფეხბურთელებზე გაიწმინდოს ფეხები.

საიდან ამდენი მოლოდინები ვერ ვხვდები.

მოყვარულზე ცოტა მაღალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ერთი კაცი არ გვყავს ტოპ გუნდში კი არა ტოპ ლიგაში რომ თამაშობდეს. საიდან უნდა მოვიდეს საოცარი შედეგი ?
ოთარი
19 ნოემბერი 2020 11:18
2
ხოდა მაგაზეა აქ საუბარი, რატომ არის ჩვენი ფეხბურთი ასეთი გაფარჩაკებული. სომხეთს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს? უკეთესი ჩემპიონატი აქვს? ხომ არ ვლაპარაკობთ რატომ არ გვაქვს ჰოლანდია/ესპანეთის შედეგები? ალბანეთი უფრო მდიდარი ქვეყანაა? როდემდე უნდა ვიძახოთ რომ ეკონომიკა არ გვივარდა? თუ მაგის ბრალია და რაღაში ვათხლიშავთ 200-300 მლნ.-ს თუ მაინც ეკონომიკაზეა მიბმული და სანამ ქვეყანა არ გამდიდრდება, მანამდე არ გვექნება შედეგი? გაუშვით ეს 300 მლნ. ეკონომიკაში, იყოს სამოყვარულო ჩემპიონატიც და ნაკრებიც (ისლანდიის მაგალითი გამოდგება სტომატოლოგი მწვრთნელით?)
გიორგი
19 ნოემბერი 2020 13:23
0
აუ ესენი ფეხბურთელები არ არიან
oto
19 ნოემბერი 2020 12:20
0
ისეთი სტატიაა, თამაში რომ არ გენახა, იფიქრებდი ჩვენები აჯდნენ ესტონელებსო
მთ
19 ნოემბერი 2020 10:40
0
საქართველო - ფლორა ესტონეთი. 0-0
მალხაზ ჯობავა
19 ნოემბერი 2020 12:19
0
საქართველოს ნაკრების ბოლო სამი თამაშის ყურების დროს მიჩნდება ტანჯვის გრძნობა,მეც ვიტანჯები და მგონი ფეხბურთელებიც.ხედავ რაღაც უიმედობას მათ თამაშში,თითქოს თვითონაც არ სჯერათ რომ შეუძლიათ თუნდაც სახიაფათო მომეტის შექმნა, გოლზე ხომ არც არი ლაპარაკი. ყველა სიკეთესთან ერთად ასკარად ფსიქოლოგიური პრობლემებიც არის
juna
19 ნოემბერი 2020 11:07
0
ეს ჟურნალისტები,როგორ აპრავებენ ნაკრებს და ფედერაციას უეჭველი წილში არიან.

რომელი ვაისის ტაქტიკაზე ლაპარაკობთ? თქვენ რამე სხვა თამაშებს ხაორ უყურებთ?

დააწერეთ მოედანს ნაკრები კარანტინშია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გამოჯანმრთელებამდეო.
ქომაგი
19 ნოემბერი 2020 14:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული