დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
ეს არის შედეგი იმისა, როცა ფეხბურთის ვაი მესვეურებში ფულის სიყვარული ჭარბობს ფეხბურთის და ქვეყნის სიყვარულს. ვინ არის რეალურად ფეხბურთის მმართველი? ერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება თუ მიუღია კობიაშვილს თავის ცხოვრებაში? რეალურად ვინც ჭკუას არიგებს არის თბილისის მერი რომელიც თავის მხრივ არის ასევე სხვისი სურვილების და მითითებების შემსრულებელი. როგორ უნდა იფიქრონ ამათმა ფეხბურთის განვითარებაზე? ერთს პოლიტიკოსობა უნდა (არ გაიშვას გაუნათლებელი კაცის პოლიტიკოსობა), მეორე (ვითომ უკვე პოლიტიკოსი) ამ გაგანია პანდემიის დროს საახალწლო ნაძვის ხეებს არემონტებს და განათებებს ყიდულობს (ვისთვის?). ანუ სრული საგოიმეთია მთელი ფეხბურთის ფედერაცია თავისი მფარველ/მითითებების გამცემებიანად, ორი წიგნი თუ აქვთ ცხოვრებაში წაკითხული?. ფულზე დახარბებული გოიმების ბანდა. სანამ კალაძე/კობიაშვილი/ყაველაშვილი/მუჯირი და მათნაირიები იქნებიან სათავეში არაფერი არ ეშველება ფეხბურთს. ეს ვეტერანები კიდე რა გასუსულები არიან? არ მიდა დავიჯერო რო ეგენიც თავის "კარმუშკებს" უფრთხილდებიან. თქვან რა რამე.... ამოიღონ ხმა....
სად ხართ ვეტერანებო
19 ნოემბერი 2020 14:16
0
მაშ ვინღა დარჩა ქართულ ფეხბურთში?ფეხბურთელებზეც ეს არა ის ათამაშეთო.აჰა,იმათაც ითამაშეს და სხვაობა არის?უფრო სერიოზული მიხედვა სჭირდება ქართულ ფეხბურთს და შესაბამისად მეტი თანხები.ასევე დროც.დანგრეულ ინფრასტრუქტურას ესენი ნელ ნელა აღადგენენ,საფეხბურთო აკადმიებიც იხსნება,მწვრთნელების გადამზადებაც მიმდინარეობს,მაგრამ შედეგი რომ მოიტანოს,დრო არის საჭირო,უკეთესი მართვა და უფრო მეტი ფინანსები.სხვანაირად სულ ასე იმედგაცრუებულები ვიქნებით.სისულელეა გამარჯვება არ უნდათო.უნდათ, ძალიანაც უნდათ,მაგრამ უნარები არ ჰკმარათ.უკეთესები კი არ გვყავს და ვინც არიან,ისინიც გუნდს გამოაკლდნენ.ჩაკვე,კვარა,კიტეიშვილი,ანანიძე და შენგელია რომ გვყოლოდა,სომხეთს და ესტონეთს,ალბათ მოვუგებდით,მაგრამ მაკედონიასთან მაინც მძიმე ბრძოლა გვექნებოდა, რადგან მათ უფრო გამოცდილი ლიდერები ჰყავთ.მთელმა საქართველოს ბავშვთა ფეხბურთმა,ალბათ ბავშვებში,მკვლელის ინსტიქტის გაღვიძებაზე და ასეთი ბიჭების გაზრდაზე უნდა იმუშაოს,რადგან სწორედ ასეთ ფეხბურთელს აქვს ყველაზე მეტი ფასი,თუმცა პოვნა და გაზრდაც,ძალიან ძნელი საქმეა,ისევე როგორც კარგი გამთამაშებლისა და კიდევ,თუ სკოლებში,ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზეც სერიოზულად არ იფიქრეს,მოაზროვნე მოთამაშეების,დიდი რაოდენობით გამოზრდა,ძალიან გაგვიჭირდება.
სოსო
19 ნოემბერი 2020 16:01
0
ძროხას მეტი ღირსება აქვს ვიდრე ამ ნახირს თავის შეფებიანად
უვარგისების ბანდა
19 ნოემბერი 2020 14:05
1
მეკარის უკან რაღაც რომ იყოს... იმასაც მიცემდნენ პასს (?!)- ნებისმიერი მეტოქე (ფარერები, ლიხტენშტეინი, ანდორაც კი) -როგორც კი მოუმატებს ს ი ჩ ქ ა რ ე ს -იბნევიან,შტერდებიან,ითიშებიან და... როგორ შეიძლება მოედნის ყველა მონაკვეთზე მუდმივ მეტოქე მ ე ტ ი იყოს ?! - იმდენად ს უ ს ტ ე ბ ი არიან ფ ი ზ ი კ უ რ ა დ -ბურთსაც ვეღარ ატარებენ და პ ა ს ე ბ ი თ მოგებული თამაში ვის უნახავს -ო დ ე ს მ ე ?! -საჭიროა ბ ა ვ შ ვ შ ვ თ ა ფეხბურთში გ ა დ ა ვ ი დ ე თ ტოტალურ -ჰოლანდიურ ფეხბურთის სტილზე, ძლიერი ინდივიდუალიზმი- ფიზიკური მომზადება,სისწრაფე -მოედანზე მ თ ე ლ ი გუნდის მუდმივი მ ო ძ რ ა ო ბ ი თ,1-ლ ნომრად თამაშის გათავისება-ცოდნა... და მისთვის საჭიროა ჰოლანდიელი მწვრთნელების მოწვევა...
გლახუნა
19 ნოემბერი 2020 13:42
0
პა-სეანსის გაცვეთილი ხუმრობა გამახსენდა: გინდათ იგემოთ გამარჯვების გემო? ეთამაშეთ საქართველოს ნაკრებს!
CESKO
19 ნოემბერი 2020 13:36
0
სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს საქართველოში ფეხბურთი 18წლის შემდეგ და გამოყოფილი ბიუჯეტი გადანაწილდეს, რაგბიზე, კალათბურთზე, წყალბურთზე, ჭიდაობაზე, ძალოსნობაზე...
18 წლის ზემოთ ვისაც ფეხბურთი უნდა ითამაშოს ევრო ლიგაში
გიორგი
19 ნოემბერი 2020 13:30
2
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა. სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს ეს. ფედერაციამ უნდა შეიმუშავოს გეგმა, რომეშიც ჩართული უნდა იყოს სპეციალისტები, თუ საჭიროა უცხოელი სპეციალისტებიც.ამას ვიძახი დაახლოებით 15 წელიწადია გადის დრო და შედეგი ნოლია, უფრო და უფრო უარესდება.საფეხბურთო პოლიტიკა და ფილოსოფიაა შეწსსაცვლელი.არ ვიცი ამდენი ფეხბურთელები ახლა ხელისუფლებაში რომა არის არასდროს ყოფილა. მიხედეთ გეხვეწებით, მიხედეთ
gia
19 ნოემბერი 2020 12:56
5
სამ საშინაო მატჩში ერთი გოლი ვერ გავიტანეთ(მოგონილ პენალტს არ ვთვლი), გარდა ამის ცუდი სანახავი იყო, როცა სომეხი ფეხბურთელი ტრამვირებული იწვა და ბურთი არ გადავაგდეთ.
დიმა
19 ნოემბერი 2020 12:28
0
სამ საშიანო მატჩში და თან ვინებთან, ესაა სამარცხვინო და სერიოზული პრობლემა. ამდენი უკან პასი მე ჯერ არ მინახავს, რა უბედურებაა! კანკავა თითქოს ყველაზე კარგად გამოიყურებოდა და უბრალოდ გადახედეთ წინ რამდენი პასი გააკეთა მთელ თამაშში, ალბათ 1 ან 2 მაქსიმუმ. რაგბი ხომ არ არის წინ პასი ჯარიმად ითვლებოდეს?
სამაცხვინოები!
19 ნოემბერი 2020 14:21
0
აუ ესენი ფეხბურთელები არ არიან
oto
19 ნოემბერი 2020 12:20
0
საქართველო - ფლორა ესტონეთი. 0-0
მალხაზ ჯობავა
19 ნოემბერი 2020 12:19
0
ეხლა უკვე ზოგმა აღარ იცის მიზეზი სად იპოვოს! რას დააბრალოს. რა აიჩემეთ ეს ფსიქოლოგი! კაცმა ბურთის მიღება -გაჩერება არ იცის, კიდე ბევრი რამე , ჩამოთვლა მეზარება! მერამდენჯერ ჩამოვთვალო!! ფსიქოლოგია უშველის მაგაას? 30 წელია აგებ ყველა საკვალიფიკაციოს, უსაზიზღრესი ფეხბურთით თან! ჭ კლასის გუბდებთან მუხლები უკანკალებთ! ფარერებთან ფსიქოლოგი თუ გჭირდებათ და ესტონეთთან ? მაშინ რა გინდა მსოფლიოზე ან ევროპაზე , ტურისტები ხომ არ ხართ? გერმანია და არგენტინა, ბრაზილია ამათ რო დაინახავთ თქვენ შეიძლება ეგრევე ბნედა დაგემართოთ! ესე ავად თუ ხართ შვილო, წადი იმკურნალეთ, რა გეფეხბურთებათ! ესენი არიან ყველა ვიღაცის შვილები, ვიღაცის ახლობლები, პრივილეგილებულები იყვნენ ბავშობაში თავიანთ გუნდელებთან და ასე ვთაქვათ პატრონიანები იყვნენ და გააქაჩინეს რა! რამოდენიმე კაცს არ ეხება ეს შეიძლება მაგრამ აი გადახედეთ , მოიძიეთ ყველა ფეხბურთელის უკან ვიღაც გავლენიანი ახლობელი დგას , ან ყოფილი ფეხბურთელი, ან მამა ყოფილი ფეხბურთელი, ან ბიძა და ასე შემდეგ! ხოდა ეს ჩაწყობა და მამაძაღლობაა როა იმიტომ ვართ ასეთ დღეში! ან ასაკი აქვთ გადაკეთებული და რო გვგონია არის 24 წლის სინამდვილეში არის 27 - 28 წლის! ესენი არიან დამარცხებული მენტალიტეტის ხალხი! არ შემდგარი საფეხბურთო კარიერა, აგენტმა ოღონდ სადმე ჭ კლასის გუნდში რამე კონტრაქტი გაუჩარხოს , მაგაზე არიან დამოკიდებულები, ოღონდ სადმე თავი შეყონ, ოღონდ ვინმე დააგოიმონ როცა ამათ კონტრაქტზე ხელს მოაწერს, აი მერე ვსიო, კონტრაქტი არის ხელფასიც არის, და მოგზაურობენ მერე იჯარით კიდე უფრო საზიზღარ გუნდებში, ან საერთოდ განაცხადშიც ვერ ხვდებიან!!! სამაგიეროდ სტროიკაზე მუშაობას და ბირჟაზე დგომას კი ჯობია ამათი ხელფასი, თვეში შეიძლება 5000-7000 დოლარზე ნაკლები არ ქონდეთ, ხოდა ეს ფული კი ყოფნის ძმაო მანქანის საყიდლადაც და საგულაოდაც ეყოფა, ფეხბურთს არ მოუკვდა პატრონი!? ( მოკლედ ნაკრებიდან მინიმუმ 9-10 კაცი აუცილებლად უნდა წავიდეს, ჯობია თვითონ წავიდნენ, უბრალოდ თქვან რო ამოწურეს თავიანთი თავები და მორჩა რა!!! თუ რომელიმეზე დაწყდება გული ხალხს , ეგ გამოჩნდება მერე და მობრუნდება ისევ ნაკრებში, მაგრამ გეუბნებით მაგ გუნდიდან 9-10 კაცი აუცილებლად გასაშვებია !!!
Vasili
19 ნოემბერი 2020 11:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული