ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (0:0) კომენტარი ესტონეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა გააკეთა:

"საქართველო კარგი გუნდი იყო, კარგად აკონტროლებდნენ ბურთს. საერთოდაც, ამ კუთხით ბოლო დროს ძალიან განვითარდით.

ევროპული დონის დასაკმაყოფილებლად უფრო მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ. ბევრი შანსი გქონდათ, მაგრამ ვერ გაიტანეთ და კმაყოფილი ვარ.

წარმატებები თქვენ და საკუთარი გუნდის გჯეროდეთ, ისინი ძალიან კარგები არიან".



მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს კვერცხი რომ გასწავლით ჭკუას, მეტი გხვდებათ.
Status quo
20 ნოემბერი 2020 10:36
1
ვაისზე მეტი კვერცხი ნამდვილად არაა და ის კვერცხი ვაისი კი გვწვრთნიდა ამდენი ხანი.ასე რომ სანამ სხვის მწვრთნელს შეურაცხყოფას მიაყენებ...
არტ
20 ნოემბერი 2020 17:05
0
უბედურება ის არის ახალგაზრდებშიც რომ არ ცანს მომავალი ფორვარდი რომლის ომედიც გექნება. საინტერესოა საფეხბურთო სკოლებში ფორვარდებს აღარ ზრდიან?
იაგო
20 ნოემბერი 2020 00:21
1
საინტერესოა, კალათბურთში თუ შეიძლება ნატურალიზებული მოთამაშეების მოწვევა, ფეხბურთში არ შეიძლება? ერთი-ორი მეორე ხარისხოვანი ბრაზილიელი, არგენტინელი, ან სხვა დიდი საფეხბურთო ტრადიციების და პოტენციალის მქონე საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი ცენტრფორვარდი მგონი არ გვაწყენდა.
kix
19 ნოემბერი 2020 15:08
1
Ki sheidzleba.somxets yavs magalitad erti.pulis xarjva undat egaa sakitxavi torem iyididnen albat aqamde
Irakli
19 ნოემბერი 2020 18:01
0
ამ ბოლო სამ თამაშში, რომელიმე თავის თავს ფორვარდს ეძახის??? თუმცა მაენი ხომ ღირსებაზე აცრილები არიან..............
???????????????
19 ნოემბერი 2020 14:47
0
კაჭარავას მეკარეობაში მაინც ეცადა ბედი
ვახ
19 ნოემბერი 2020 14:17
0
ახალი ამბავი, ესტონელმა რაც თქვა დიდი ხანია ვიცით! არ გვყავს თუნდაც ერთი კარგი ფორვარდი. პერსპექტივაში ვინმე თუ გამოჩნდება, არადა ახალი შესარჩევიც მალე დაიწყწბა.
მერაბი
19 ნოემბერი 2020 12:32
0
რეალურად რომ შევაფასოთ ნაკრების თამაშები, ფაქტია რომ 2 საყრდენით ვთამაშობთ (კანკავა, კვეკვესკირი). თანამედროვე ფეხბურთში გახსენდებათ რომელიმე გუნდი ვინც 2 საყრდენით თამაშობს? მართლა მაინტერესებს და დავაკვირდები.

ჩემი აზრით, როცა 2 საყრდენით გადიხარ და თან გინდა პირველ ნომრად ითამაშო, და ეს ორივე საყრდენი შეტევაში ძალიან სუსტია, გამოდის რომ ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 1 კაცი გაკლია შეტევის დროს.

დიდი პატივისცემა ჯაბა კანკავას, თუმცა მგონია რომ ჯაბას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად თამაშობ, ძალიან კარგია ართმევაზე. თუმცა როცა თამაში მოსაგებია და პირველ ნომრად თამაშობ, ჯაბასთან კიდევ 1 საყრდენის დაყენება, სრულიად გაუმართლებელია.

შესაძლებელია რომ ჯაბა სკამზე დასვა და ანგარიში რომ გექნება შესანარჩუნებელი, შემდეგ შემოიყვანო, გაცილებით ეფექტური იქნება.

არ გყვავს ფლანგის მცველები, ნუ კაკაბაძეს რა უჭირს, მარცხენა მცველი ამ დრომდე ვერ ვნახეთ და ევროპაზე გასვლის პრეტენზია კი გვაქვს)) კაკაბაძებაც გადამწყვეტ მომენტებში, მაგალითად მაკედონიასთან ბოლო წუთებზე, რამოდენიმეჯერ ბურთის ჩაწოდებაც კი ვერ შეძლო. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები თუ არ გყავს, იქ წარმატებაზე საუბარი, არასერიოზულია.

ცალკე თემაა, ბურთის გაუაზრებელი დაკიდებები საჯარიმოში. გასვლაზე ესტონეთთან თავით (კაჭარავა) გატანილმა გოლმა დაგღვუპა. მას მერე გვგონია რომ სტანდარტულებით ისევ გავიტანთ, თუმცა 3 თამაშში მომენტიც კი ვერ შევქმენით ბურთის დაკიდებით.

ჩვენ არ გყვავს იმ დონის ცენტრ.ფორვარდი რომ წინ ეულად მოქმედმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე, თუნდაც ცრუ ცხრიანის თუ სხვა სახით.

და ბოლოს, ყველამ დაამუღამა რომ თამაშობ 2 საყრდენით, ამ დროს, შუიდან შეტევაში გაკლდება 1 კაცი, მთელი აქცენტი გადაგვაქვს ფლანგის შემტევებზე. ეს ტაქტიკა მარტივად გაშიფრვადია და გაგვიშიფრეს კიდეც. ფეხი ვეღარ გავანძრიეთ მას მერე.

ფლანგებიდან როცა შეტევა და თამაში არ წაგვივიდა, შუიდან შეტევა უნდა გვეცადა, თუმცა ამის რესურსი გუნდს არ გააჩნია. არ გყვავს სათანადო მოთამაშე.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტულა, როტორი, კუშტანაი და ხაბარკოვსკი ვერცერთ კომბინაციაში ვერ უგებს სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას, ხორვატიისა და პორტუგალიის ლიგებს, და არა მარტო ამათ...სამწუხაროდ!

გინდა ვაისს ვაგინოთ, გინდა კობიაშვილს. პრობლემა უფრო სხვაგანაა!
წერილი
19 ნოემბერი 2020 10:22
0
ძალიან კარგი ანალიზია და მგონი ჯობია ეს კომენტარებში კი არა სტატიად უნდა იყოს. დიდი ხანია ვეძებ მსგავს ანალიზს.
პასუხი წერილს
19 ნოემბერი 2020 12:24
0
არ ვიცი ვინ ბრძანდებით, მაგრამ ვაღიარებ ძალიან პროფესიონალური შეფასებაა. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ფეხბურთელი ნაკრებში პოზიციის მიხედვით უნდა თამაშობდეს და არა უნამუსო იაშკების და მისნაირების პროტეჟეთი.
sevko
19 ნოემბერი 2020 11:31
0
რეზოს ვთხოვოთ ჩელებაძეს,ჩელე რა ცენტრფორვარდები გვყავდა და ახალა,გამოჩნდება ალბათ.
გოჩა
19 ნოემბერი 2020 09:57
1
რას ამბობთ?მეკარე, ფლანგის და ცენტრალური მცველები ხომ გვყავს ტოპ კლასის, ცენტრში კი კანკავა კვეკვესკირის დუეტი საერთოდ გალაქტიკის დონეა.კლასიკური ჭე კლასის გუნდი გვყავს რაც არ უნდა სადღეგძელოები წეროთ და ეცადოთ როგორმე გაამართლოთ ზოგმა ფეხბურთელები ზოგმაც სფფ და ყველაფერი ვაისს აკიდოთ.
me
19 ნოემბერი 2020 09:52
2
ჰო კანკავა ართმევაზე კარგია, მაგრამ ამდენი უკან პასი მისი უკლასობის ნიშანია.
გენა
19 ნოემბერი 2020 10:52
2
Xvicha yazaishvili ra pontia?jaba kvekveskiris pontia?
Solomon kashia
Otar navalovski
Lazare makaridze
Zuriko okriashvili da elguja kacharava
Avtor-ar gewyinos,vixumrot mainc
Levani
19 ნოემბერი 2020 02:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული