საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:
"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.
გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.
ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.
პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.
ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".
მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.
ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.
19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.
ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".
გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.
ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.
ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".
მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.
ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.
19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.
ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".
ჩვენი მთავარი პრობლემა კი ისევ ძველებურია ნამდვილ პროფესიონალებს (სანამ რამე შეუძლიათ) არ გავახარებთ და პირიქით მუშაობის სურვილს ვუკლავთ. ქვეყანას/საზოგადოებას ჭკუის სასწავლებლად ანდრო ჟორდანიას მოღვაწეობის პერიოდიც უნდა ყოფნოდა (თუ მართლა ნაღდი ქომაგი ხარ გეცოდინება რასაც ვგულისხმობ), მაგრამ არა, მუდამ ერთი და იგივე ოღონდ ერთმანეთი დავჭამოთ და სხვა არაფერი გვინდა ხოლმე.
კომენტარებზეც გვეტყობა რანი ვართ. ეს ჩვენი (მაინც ჩვენი) ვაი ფეხბურთელები, ისევ ჩვენი ნაწილია (მამები, შვილები, ძმები და ა.შ.) და როცა მათ ვსაყვედურობთ (საბაბი გვაძლევან უუუფფფ), მაგრამ ჩვენ თვითონ ვართ კი უმაღლესი დონის საზოგადოება? ჩვენ რომ ვიყოთ სათანადო დონეზე ვერც ისინი გაბედავდნენ უგულოდ თამაშს -. ასეთი უჯიგრო თამაშების მერე გარეთ ცხვირის გამოყოფისაც კი უნდა რცხვენოდეთ, მაგრამ რადგან ამას ვერ ხვდებიან ესეიგი რაღაცას ჩვენც ვაკლებთ (მე,თქვენ და ასე შემდეგ ყველა), ოღონდ აქ ცხვირპირის მტვრეავას და გინებას არ ვგულისხმობ (ეგ რომ შველოდეს რამეს რაც ქართველებს ერთმანეთისათვის გვაქვს ნაკადრები ყოველ არჩევნებზე, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა ვიქნებოდით).
პირველად კუპერმა მიგვითითა და ახლახან ვაისმაც გაიმეორე, ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც მტკივნეულ თემაზე - სამშობლოს სიყვარულთან დაკავშირებით, მე თავი და თავი ეს მგონია.
რამდენჯერ გახსოვთ კალთბურთელების უჯიგროდ/უგულოდ გამოსვლა? რათქმაუნდა მათაც წაუგიათ მაგრამ არ უბრძოლიათ? ბოლოს და ბოლოს იმ ნაქებმა საფეხბურთო დინამომ თუ ობიექტურად შევაფასებთ ევროპის მესამეხარისხოვანი თასი მოიგო (და ყოველწლიურად ავღნიშნავთ), საკალათბურთო დინამომ კი ჩემპიონთა თასი თან დროებით ამოტივტივებულ გუნდთან კი არა, თვით მადრიდის რეალთან. ნამდვილმა ქომაგებმა ხანდახან მაინც დავაფაოთ ის მართლაც, რომ უდიდესი მიღწევა.
ახლა რაგბისტები (ცოტა მათი ფედრაციაც აირია).
პლანეტის უძლიერეს გუნდებთან რათქმაუნდა აგებენ, მაგრამ არ იბრძვიან? ბევრი რამ სასწავლი მაქვს ამ სპორტის შესახებ, მაგრამ იმ ბიჭების პატივისცემა ყოველთვის მექნება, რომლებიც მართლაც რომ სისხლის ბოლოწვეთამდე იბრძვიან.
ფეხბურთელებს სწორედ ეს აკლიათ, თამაშის ჟინი, მეტი აღარ შემიძლიაზე ძალით გადაბიჯება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენს "ბალეშჩიკს" კი არა ქომაგს/გულშემატკივარს, რომელთა სამწუხაროდ დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს, სიხარულის განცდა თუ არა ის შეგრძნება მაინც დაუტოვე, რომ ამაყად თქვას. - კი წავაგეთ, მაგრამ ჩვენებმა თავი შეაკლესო. აი სანამ ამას ერთად არ ვისწავლით სპორტსმენები და მათი გულშემატკივრები არაფერი გვეშველება.
ბოდიში გამიგრძელდა,
იშვიათად ვწერ კომენტარებს, მაგრამ ახლა ძალიან მაწყენინეს.
ჩემი აზრით, როცა 2 საყრდენით გადიხარ და თან გინდა პირველ ნომრად ითამაშო, და ეს ორივე საყრდენი შეტევაში ძალიან სუსტია, გამოდის რომ ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 1 კაცი გაკლია შეტევის დროს.
დიდი პატივისცემა ჯაბა კანკავას, თუმცა მგონია რომ ჯაბას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად თამაშობ, ძალიან კარგია ართმევაზე. თუმცა როცა თამაში მოსაგებია და პირველ ნომრად თამაშობ, ჯაბასთან კიდევ 1 საყრდენის დაყენება, სრულიად გაუმართლებელია.
შესაძლებელია რომ ჯაბა სკამზე დასვა და ანგარიში რომ გექნება შესანარჩუნებელი, შემდეგ შემოიყვანო, გაცილებით ეფექტური იქნება.
არ გყვავს ფლანგის მცველები, ნუ კაკაბაძეს რა უჭირს, მარცხენა მცველი ამ დრომდე ვერ ვნახეთ და ევროპაზე გასვლის პრეტენზია კი გვაქვს)) კაკაბაძებაც გადამწყვეტ მომენტებში, მაგალითად მაკედონიასთან ბოლო წუთებზე, რამოდენიმეჯერ ბურთის ჩაწოდებაც კი ვერ შეძლო. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები თუ არ გყავს, იქ წარმატებაზე საუბარი, არასერიოზულია.
ცალკე თემაა, ბურთის გაუაზრებელი დაკიდებები საჯარიმოში. გასვლაზე ესტონეთთან თავით (კაჭარავა) გატანილმა გოლმა დაგღვუპა. მას მერე გვგონია რომ სტანდარტულებით ისევ გავიტანთ, თუმცა 3 თამაშში მომენტიც კი ვერ შევქმენით ბურთის დაკიდებით.
ჩვენ არ გყვავს იმ დონის ცენტრ.ფორვარდი რომ წინ ეულად მოქმედმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე, თუნდაც ცრუ ცხრიანის თუ სხვა სახით.
და ბოლოს, ყველამ დაამუღამა რომ თამაშობ 2 საყრდენით, ამ დროს, შუიდან შეტევაში გაკლდება 1 კაცი, მთელი აქცენტი გადაგვაქვს ფლანგის შემტევებზე. ეს ტაქტიკა მარტივად გაშიფრვადია და გაგვიშიფრეს კიდეც. ფეხი ვეღარ გავანძრიეთ მას მერე.
ფლანგებიდან როცა შეტევა და თამაში არ წაგვივიდა, შუიდან შეტევა უნდა გვეცადა, თუმცა ამის რესურსი გუნდს არ გააჩნია. არ გყვავს სათანადო მოთამაშე.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტულა, როტორი, კუშტანაი და ხაბარკოვსკი ვერცერთ კომბინაციაში ვერ უგებს სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას, ხორვატიისა და პორტუგალიის ლიგებს, და არა მარტო ამათ...სამწუხაროდ!
გინდა ვაისს ვაგინოთ, გინდა კობიაშვილს. პრობლემა უფრო სხვაგანაა!