რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
ამ კაცს რა უნდა ექნა,ორ დღეში როგორ უნდა ესწავლებინა ამ ჯოგისთვის ფეხბურთი? ისე მაგარი ნაცია ვართ,ომი წავაგეთ და მთელი ქვეყანა გამოვედით და ვიზეიმეთ.ყველაფერი წავაგეთ ფეხბურთში და კობიაშვილს პარლამენტში ვირჩევთ.
მთელი ქართული ფეხბურთი იმ ფულის ათვისებაზეა გადასული რომელიც სახელმწიფომ გამოყო.არაფერი არ აინტერესებთ,მაფიოზები სხედან ფედერაციაში,კლუბებში და არიან ჯიგრულად.სულაც არ ადარდებთ რამდენს გვისკდება გული ნერვიულობისაგან.
სალუქვაძე გამოდის და საბურთალოს წაგება რამის გულშემატკივრებს დაგვაბრალა.ახლა კი ქეცბაიას უზრდელი უწოდა ადამიანს,რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ქართული ფეხბურთისთვის გაკეთებული.ქეცბამ ნახა თუ რამხელა ნეხვშია ქართული ფეხბურთი და გულიანი კაცი გაბრაზებისგან შეიძლება რააღაცეებში ზღვარს გადავიდა.
ერთი სიტყვა არ დაგცდებათ ჭირნალისტებს იმაზე თუ რატო ვართ უკანალში,სხედხართ თბილად გაყუჩებულები.ვაისს პრესკომფერეციაზე ბოიკოტი გამოუცხადეს და დატოვეს დარბაზიო.დარბაზი კი არ უნდა დაეტოვებინათ კითხვები უნდა დაგესვათ თუ რა მოხდა და რატო მოხდა.ხო თქვა კაცმა რაღაცეები?ე.ი. უნდოდა რაღაცეებისთვის ფარდა აეხადა,მაგრამ თქვენ ბოიკოტი გამოუცხადეთ ჟურნალისტებმა,აბა ხო არ ათქმევინებდით კაცს სიმართლეს? სალუქვაძე კიდევ იმის მაგივრად რო ფედერაცია,მწვრთნელი და ფეხბურთელები გაეკრიტიკებინა ღვარძლი ანთხია ქეცბაიაზე.
Jordan beli
19 ნოემბერი 2020 13:58
2
პაჟარნიკა არველაძე დანიშნეთ ისევ ფედერაციაში, დარჩებოდა რამე შესაჭმელი
kaxa
19 ნოემბერი 2020 13:56
5
კობიაშვილმა ფეხბურთის ფული გლდანის არჩევნებში ჩადო???????????????????
?
19 ნოემბერი 2020 13:52
2
ეს საცოდავი ეტყობა ავადმყოფია, პატრონი გეყოლება ვინმე და იმკურნალე. რომელი სპორტის სახეობის მწვრთნელი ხარ თუ იცი????????????????????
???????????????
19 ნოემბერი 2020 13:50
2
ეგ უკვე ოქრის უნდა კითხო და მოგიყვება. აბა ჩვენ ვინ დაგვასვენებს მალდივებზე))))))
ბაბუაწვერა - ს
19 ნოემბერი 2020 13:42
0
მიხო პაპა „მალდინის“ კუნძულები კარგი იყო...კარგად ვიკაიფე,ოღონდ რომელი მალდინის ჩეზარე,პაოლო თუ უმცროსი მალდინისა(სახელი დამავიწყდა).
ბაბუაწვერა
19 ნოემბერი 2020 13:07
0
სვანაძე,როგორი გადაბრექილი და თამამი ხარ :)) უ 19 დონისიც არ ხარ ასე მგონია :)) და რა გინდა საერთოდ მანდ :) ვინმემ რომ გითხრას ალბათ ეროვნულსაც ჩაუიბარებდი კარგი რა კარგი :)))
გელადი
19 ნოემბერი 2020 13:03
2
რა ხასიათზე უნდა მოიყვანოთ? იმის მაგივრად, რომ ილუზიებიდან გამოვიდნენ და ყველაფერი ახლიდან დაიწყონ, ამას არავის შეგონება არ სჭირდება. ამას წინათაც ვთქვი, საშუალოზე დაბალი კლასის ვართ და შედეგიც შესაბამისია. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. უნდა შეიმუშაონ ფეხბურთელად ჩამოყალიბების პროგრამები, მატაობა და ნიჭიერება არ არის ფეხბურთი, საჭიროა ფიზიკურად უმაღლეს დონეზე მომზადება. ნაკრებს, რომლის მოთამაშეებიც კლუბის ძირითადში არ თამაშობენ და თუ თამაშობენ, ისიც დაბალი დონის ჩემპიონატებში, ევროპის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება
:))))
19 ნოემბერი 2020 12:59
0
კონიაკი 100 გრამი უნდა მაგას
lm
19 ნოემბერი 2020 12:55
0
ასეთი უსახური თამაში აღარ გვინდა, არც ეს მწვრთნელი გვინდა ამხელა ამბიციებით და თავზე დიდი წარმოდგენით. ეს ფეხბურთელები, ოქრის, ლორიას და რამოდენიმეს გამოკლებით დატოვეთ დანარჩენები მეტნაკლები გადარჩევით სახლში. ასევე სახლში კობიაშვილი-მუჯირი-კალაძის სასტავი. რეგბი აირია, ფეხბურთი აირია - რა ხდება ქართულ სპორტში? ეს ფედერაცია სასწრაფოდ დასაშლელია და გასაყრელი
დავითი
19 ნოემბერი 2020 12:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული