რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემაო? შენ არ თქვი წინახაზზე სიურპრიზები იქნებაო?? და ახლა რას ბოდავ ??? ან და რა შეჭამეთ ტვინი ამ ფსიქოლოგიური დარტყმააქ გუნდსო?!! მსოფლიო თასის ფინალი ხო არ წაუგიათ ბოლოს და ბოლოს ??? ამდენს ქალები არ წუწუნობენ!!! ვაჟკაცები თუ არიან მივიდნენ ითამაშონ... რა უბედურებაა ეს, რა დაემართა ერს, რო ასეთ დღეში ხართ... ???
მიდი ისწავლე, იბრძოლე ... ითამაშე...
რას წუწუნებთ..??? ჩააცვით ამათ კაბა მაშინ და ჩვენც სულ სხვანაირად მოვიქცევთ, კრიტიკას თავს დავანებებთ.
Geo
19 ნოემბერი 2020 01:25
1
ამათ რო აცალო და უსმინო მთელი საუკუნე იძახებენ ამ ერთიდაიგივეს, ფსიქოლოგიური დარტყმაო და ფინალამდე მივედითო. ყველა ერთიდაიგივეს რო გაიძახის მაგაზე მეშლება ნერვები,თითქოს სხვა პრობლემა არ იყოს და მხოლოდ მაგის ბრალი იყოს. გაგიჟდები კაცი
geo
19 ნოემბერი 2020 08:03
0
დავნიშნოთ ბიჭო, ხელფასს არ მოითხოვს დიდს. ან ვაფშე არუდნა ხელფასი, კვება დავუნიშნოთ და ულიმიტო ჩავურთოთ ხოლმე.

ნაკრებს ტაქტიკა და სტრატეგია მაიცნ არ ეტყობოდა არასდროს და ჩკვე და კვარა რო გამოვლენ კი გააკეთებენ თითო მომენტს ამის ხელშიც და გვარდიოლას ხელშიც. ასერომ, სულერთია ვინ იქნება, აბსოლუტურად სულერთია. სამწუხაროდ
ირაკლი
19 ნოემბერი 2020 01:24
0
კაი მადა გქონია ძამიაა...
პეტროსი
19 ნოემბერი 2020 01:24
0
Ra qnas aman-svanadzea..solskiaeri ro iyos manchestershi iqneboda.
P.S. kai bichia-pirovnulad dadebiti muxti datova da simpatia daimsaxura..ogond trenerobamde jer bevri unda iswavlos
Levani
19 ნოემბერი 2020 01:23
0
სანამ ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად ეყოლება საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს, მემგონი ჯობდა მანამდე ჭიაბერაშვილი დაეყენებინათ...რავი ჩემი აზრია უბრალოდ...
ეგი რაია...
19 ნოემბერი 2020 01:04
15
რა ჭიაბერაშვილი და გეგუჩაძე და ვიღაც ჩხეტიანს წერდა:))))) რა უნდა აწავლონ ამათ ევროპის დონის ან რა შედეგი უნდა დადონ >??
ბექა
19 ნოემბერი 2020 10:52
2
მაისურაძე მოგესინჯათ ჯობდა
ტტ
19 ნოემბერი 2020 08:17
1
ყველა გამოხმაურება
მოვიდა ამბიციური დიდი ტაკტიკოსი მოტივაციას უმაღლებს წადი ჯერ ფაფა აჭამე იქნებ კუჭში გავიდნენ შეკრულები არიან.
ლაშა
19 ნოემბერი 2020 00:46
5
იქნებ ბრაზერსის მოდელები მოგეწვიათ მათ ხასიათზე მოსაყვანად?
ბიბი
19 ნოემბერი 2020 00:46
2
მანდაც ვერ იყოჩაღებენ და სულ მოგვეჭრება თავი
არდილეს
19 ნოემბერი 2020 09:09
0
აუ ეს ნახე, მადა გაეხსნა ბიჭს.წადი ბიძიკო სახლში და დაგვანებე თავი ჩვენი გაჭირვება გვეყოფა.კარგად ვხვდებით საიდან მოხვდი საერთოდ და გეყოს.
Droni
19 ნოემბერი 2020 00:25
2
ახლა ამას მოუნდა ჩვენი ნერვების დაწყვეტა. ჯერ დაამტკიცე რამე და მერე ფანები მოგითხოვთ თავად რო დაგნიშნონ ნაკრებში. რატო აქ ამ ხალხს ესეთი უაზრო ამბიცია ვერ ვხვდები. ვიცი ბარეორი გამაკრიტიკებთ, მაგრამ ამ კაცს ჯერ არაფერი აქ არცერთ დონეზე დამტკიცებული.
Tb
19 ნოემბერი 2020 00:23
1
ვისაც ქონდა დამტკიცებული კი წავიდა 2 დღის წინ.. ასე ვცადოთ იქნებ იუმორმა გვიშველოს .. ჩვენ ხო ერთი მოკლე ცირკი ვართ
A
19 ნოემბერი 2020 01:32
1
Შენ ეხლა ზედმეტი არ მოგივიდეს,კაᲭო რო Შეცვალე Შექებას უპირებდი ზედაც,რომ არ Შემოგხედა? ამაᲗ უნდა ისეᲗი ტრენერი,რომ დატუქსავს და დაუყვირებს Თუ საᲭირო იქნება! Შენ ვინ უნდა დატუქსო? ეროვნულს არც ტრიპაᲩა არველაᲫე არ უნდა,არც ხისᲗავიანი ქეცბაია,არც ოჯახის წევრებს დაუმსახურებლაᲗ,რომ ტენის ნაკრებᲨი ცხადაᲫე... ᲩამოიყვანეᲗ დარასელია,მგონი ისევ ისრაელᲨია!!!
ზურა
19 ნოემბერი 2020 00:01
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული