რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
სფფ-ხელმძღვანელებო ქართულ ფეხბურთში ბავშვთა ფეხბურთს თუ არ ააღორძინებთ ასეთი შედეგები გექნებათ მუდამ!!! ამ ფეხბურთელებისან კიდევ დავტოვებდი ლორიას დაცვის ხაზსაც გადავახალისებდი ნახევარდაცვიდან დავტოვებდი მხოლოდ საყრდენ კანკავას და შემტევ ყაზაიშვილს ჩაკვეტაძეს დავაცდიდი როგორ აღიდგენდა ფორმას დანარჩენი ყველა გასაშვებია და შეტევაში კვარაცხელიას დანარჩენებს გადავახალისებდი...მწვრთნელად ან ქეცბაიას ან ჭიაბრიშვილს მოვიყვანდი...
Simartle
19 ნოემბერი 2020 15:38
1
ეტყობა ჭკვიანი ბიჭია - მისი დამოძღვრილი ფეხბურთელები ცდილობდნენ სრწაფად ეთამაშად და მოძრაობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ორ დღეში არ კეთდება. ეს რომ დინამიკაში გაკეთდეს გაცილებით მეტი დრო ჭირდება. ამიტომ დროზე ავირჩიოთ ახალი მწვრთნელი, რომელსაც სამწვრთნელო ხელოვნების გაეგება, ტაქტიკაში რომ აზროვნებს და პედაგოგის ნიჭიც აქვს, რომ ფეხბურთელებს რაღაც გადასცეს და ასწავლოს.
თენგაბი
19 ნოემბერი 2020 15:17
5
რო დაგებოლებინა არა))
ლაშა
19 ნოემბერი 2020 18:17
0
რახან მალდივებზე ვერ ვისვენებთ მალფდინებზე უნდა დავისვენოთ? თუ ბარეზებზე? ნესტა კანავარო კოსტაკურტაზე რას იტყვი უვიც?
ბაბუაწვერა
19 ნოემბერი 2020 16:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული