გურამ კაშია: მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ესტონეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები.

მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ, რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ, რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. სამწუხაროდ,
გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა", - აღნიშნა გურამმა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
კაშია როგორც ერთ ერთი დასაყრდენი მოთამაშე რომ ასე იტყვის მაქსიმუმი გავაკეთეთო ესეიგი ეს ნაკრები მთლიანად ნაგავია . ეს მაქსიმუმი კი აა ფსკერი იყო რაც გააკეთეს. აიყვანონ კვარაცხელია და თუ გამოკეთდა ჩაკვეტაძე და შეავსონ საერთოდ ახალი ბიჭებით ვისთვისა ეს დონე არ იქნება მაქსიმუმი. ეს თაობა კიდევ პარლამენტში გავუშვათ ზოგი დეპუტატად ზოგი დაცვაში.
ზურა
19 ნოემბერი 2020 16:12
1
ეგ კიდევ უფრო ცუდია - თუ მაქსიმუმი გააკეთეთ და ეგრე ითამაშეთ ე.ი. მაგ ფსკერზე მეტი არ შეგიძლიათ. ეგაა ყველაზე დიდი უბედურება.

მომატების პერსპექტივა რომ გქონდეთ კიდევ ჰო.

პატარები: ხვიჩა, დავითაშვილი და სხვები თუ იზამენ რამეს.
me ar var Roboti
19 ნოემბერი 2020 15:54
0
ტიპს გონია ჭკვიანური თქვა.აბა რას გვეუბნებოდით,ცეცხლი გვიკიდია და დავბრდღვნით ყველაფერსო,ქუჩის ფეხბურთი თქვენსაზე უფრო ტექნიკური და გააზრებულია.
gurulo
19 ნოემბერი 2020 18:44
2
მაქსიმუმი ჩვენმა გოგოებმა გააკეთეს დღთეს როცა რუმინეთის ჩემპიონს რუმინეთში მოუგეს. იგრძნეს რომ ქვეყნის სახელით გამოდიოდნენ და მაქსიმუმი გააკეთეს რაც შეეძლოთ. მაკედონიასთან თამაშს რომ ვუყურებდი ასე მეგონა ამხანაგური შეხვედრა იყო ისე თამაშობდნენ სა ასეთი ხალხი აქეთ დაგიწყებს დავას ყველაფერი გავაკეთეთო. ღმერთის მაინც შეგრცხვეთ
Haaland
19 ნოემბერი 2020 19:02
3
იძახის ეს ხალხი, თამაში არ ვიცითო, რა ც ნახეთ გუშინ, ეს არის ჩვენი მაქსიმუმიო, და რას ვერჩით? ერთადერთი სახელმა "საქართველო" რა დააშავა? რაირქვან საპოვნელა, ჩხირიმელა, დურუჯი ან კიდევ რაიმე ეგეთი და ითამაშონ აი ეგეთი ფეხბურთი ....
სიმართლის მოყვარული
19 ნოემბერი 2020 17:53
1
ეგ თუ თქვენი მაქსიმუმია, ნუ ვარცხვენთ ქართულ ფეხბურთს, შევეშვათ თამაშს. სჯობს, კოჭი ვაგოროთ უბანში.
სინსილიო!
19 ნოემბერი 2020 18:56
2
ვინც თვლის რომ ეგ "თამაში" მაქსიმუმი იყო უნდა მოაშორო ნაკრებს სამუდამოდ, ესტონეთის ფლორას რომ შევკრიბო უბანში ბიჭები ისინიც მოუგებენ ასეთი შტერი როგორ უნდა გყავდეს ნაკრების ვიცე კაპიტნად ? ვისაც ამბიცია არ აქვს ის შედეგს ვერ დადებს
giorgi
19 ნოემბერი 2020 18:11
1
ეს ხალხი გამაგიჟებს რა, რა მაქსიმუმი გააკეთეთ, დღეს ეგრე ფეხბურთს ვინ თამაშობს, აბა ერთი მითხარით, რომელი წარმატებული გუნდი თამაშობს ფეხბურთს სიარულით, დღეს ფეხბურთში ყველაფერი კეთდება მაღალ ტემპში, კი ბატონო 90 წუთი ერთ დონეზე ვერ ირბენ, მაგრამ თქვენ რომ 90 წუთი ერთ ადგილზე დგეხართ და მომენტებში სადღაც პატარას წაიძუნძულებთ ეგრე ესტონეთის დონის გუნდსაც ვერ მოუგებთ, რაც მოხდა კიდეც. კარგი სირბილს და მაღალ ტემპს, რომ თავი გავანებოთ, 11 ფეხბურთელში 1 კარგი კარში დამრტყმელი რომ არ გეყოლება კაცს ეგ რა გუნდია, საჯარიმოს გარედან რომ არაფერი ვთქვათ, საჯარიმოს შიგნიდანაც ეგრე ურტყამთ, რომ ალბათ რაგბის კარშიც კი არ მოხვდება, ან კუთხურს და ჯარიმებს ეგრე საზიზღრად ვინ აწვდის და ურტყამს, ნუთუ საერთოდ არ ამუშავებთ ამ კომპონენტს ვარჯიშებზე? ცენტრფორვარდი რომ აღარ გვყავს ეგ თვით ესტონელთა მწვრთნელმაც კი გვითხრა, თუმცა მისი თქმა რად გვინდოდა ისედაც ცხადია. დაცვაში ღიპიანი ბიძები დაძუნძულებენ, თუმცა ვისაც ღიპი არ აქვს არ ისინი კრეფენ ციდან ვარსკვლავებს, ეგ დავითაშვილი კიდევ რა ფეხბურთს თამაშობს ვერ გავიგე, რამდენი თამაშია ვუყურებ და რაიმე ოდნავ ღირებული არაფერი გაუკეთებია, რა შენიშნეს მასში ნიჭიერიერის არ ვიცი, როგორც იტყვიან უკომენტაროდ....
dato
19 ნოემბერი 2020 16:53
2
სამ საშინაო თამაშში,1 ქულა,ეს არის მაქსიმუმი?და თუ ასეა, ეს გუნდი,ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ფიქრობდით?
სოსო
19 ნოემბერი 2020 16:50
1
ვაისი ძაან მაგარი ყოფილ ამგენით რო ფინალს უწია ამათი მაქსიმუმი თურმე ეგ იყო რაც გუშინ ვნახეთ ეკაიფებიან უკვე ხალხს.დდ
Zaza
19 ნოემბერი 2020 16:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული