გურამ კაშია: მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ესტონეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები.

მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ, რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ, რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. სამწუხაროდ,
გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა", - აღნიშნა გურამმა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
მთვარეულებივით რომ დაბორიალებთ, ეგ არის მაქსიმუმი? დაანებეთ ფეხბურთის თამაშს თავი და ქვეყანას და ერს ნუ არცხვენთ.
ლიახვისპირელი
19 ნოემბერი 2020 22:20
2
ეგ რომ არის თქვენი მაქსიმუმი, აწი თუ გამოგიძახებენ ნაკრებში სათამაშოდ ნუ ჩამოხვალთ ვინც ბოლო სამ თამაშში "თამაშობდით". როცა არ შეგიძლია თამაში , ღირსება მაინც ხომ უნდა გქონდეთ . დაივიწყეთ ნაკრები, პატივი ეცით გულშემატკივრებს................
kaxa
19 ნოემბერი 2020 22:17
2
თქვენი თამაში თუ მაქსიმუმია,მინიმუმი რაღაა?!
ელგუჯა
19 ნოემბერი 2020 22:00
2
ხოდა გამარჯობა შენი !!! მაქსიმუმი რო დადეთ მაგ თამაშზე , და ეგ როა თქვენი მაქსიმუმი მაგას გეუბნებით მეც! მოშორდი შენც და ნარჩენებიც ნაკერბს! და სადაც გინდა იქ ითამაშეთ! ეს დავითაშვილი ვერც მე ვერ გავიგე , დავიჯერო ეგეც ყოფილი ფეხბურთელის შვილია? ( არადა პრესა ისე წერდა მეთქი დაგლიჯავს ყველაფერს და აღმოჩნდა რო ნოლია ეს ბავშვი!
Vasili
19 ნოემბერი 2020 21:08
2
მაქსიმუმს როცა აკეთებ იგებ !!!!
wdf
19 ნოემბერი 2020 21:05
2
მაქსიმუმი ჩვენმა გოგოებმა გააკეთეს დღთეს როცა რუმინეთის ჩემპიონს რუმინეთში მოუგეს. იგრძნეს რომ ქვეყნის სახელით გამოდიოდნენ და მაქსიმუმი გააკეთეს რაც შეეძლოთ. მაკედონიასთან თამაშს რომ ვუყურებდი ასე მეგონა ამხანაგური შეხვედრა იყო ისე თამაშობდნენ სა ასეთი ხალხი აქეთ დაგიწყებს დავას ყველაფერი გავაკეთეთო. ღმერთის მაინც შეგრცხვეთ
Haaland
19 ნოემბერი 2020 19:02
3
ეგ თუ თქვენი მაქსიმუმია, ნუ ვარცხვენთ ქართულ ფეხბურთს, შევეშვათ თამაშს. სჯობს, კოჭი ვაგოროთ უბანში.
სინსილიო!
19 ნოემბერი 2020 18:56
2
ყველა 25 წლის ზევით ე.წ. ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ ნაკრები, არიან ფეხბურთელები რომლებიც შედარებით გვიან, 26-27 წლის ასაკში იხსნებიან, მაგრამ ჩვენს ნაკრებში 25 წელს გადაცილებულს არცერთს არა აქვს განვითარების პერსპექტივა და არაფერში სჭირდება განვითარების უპერსპექტივო ნაკრებს. კაშიას კიდევ რა უჭირს, კარიერის დასრულების შემდეგ ბაბუცა პატარაიასთან სამსახური გარანტირებული აქვს
llcl
19 ნოემბერი 2020 18:44
2
ტიპს გონია ჭკვიანური თქვა.აბა რას გვეუბნებოდით,ცეცხლი გვიკიდია და დავბრდღვნით ყველაფერსო,ქუჩის ფეხბურთი თქვენსაზე უფრო ტექნიკური და გააზრებულია.
gurulo
19 ნოემბერი 2020 18:44
2
ვინც თვლის რომ ეგ "თამაში" მაქსიმუმი იყო უნდა მოაშორო ნაკრებს სამუდამოდ, ესტონეთის ფლორას რომ შევკრიბო უბანში ბიჭები ისინიც მოუგებენ ასეთი შტერი როგორ უნდა გყავდეს ნაკრების ვიცე კაპიტნად ? ვისაც ამბიცია არ აქვს ის შედეგს ვერ დადებს
giorgi
19 ნოემბერი 2020 18:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული