გურამ კაშია: მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ესტონეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები.

მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ, რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ, რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. სამწუხაროდ,
გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა", - აღნიშნა გურამმა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ეხ კაშო დაბერდი,პანდევმა გაჯობათ შენ და კანკავას,თან ისე დაგჩაგრათ რომ კაი ხანი არაფრად ივარგებთ,რაც გამოჩნდა კიდეც ბოლო 2 თამაშში.სომხებმაც ისწავლეს ფეხბურთის თამაში. 7-0 უგებდნენ შენი წინამორბედები
რობერტა
19 ნოემბერი 2020 16:32
2
კაშია როგორც ერთ ერთი დასაყრდენი მოთამაშე რომ ასე იტყვის მაქსიმუმი გავაკეთეთო ესეიგი ეს ნაკრები მთლიანად ნაგავია . ეს მაქსიმუმი კი აა ფსკერი იყო რაც გააკეთეს. აიყვანონ კვარაცხელია და თუ გამოკეთდა ჩაკვეტაძე და შეავსონ საერთოდ ახალი ბიჭებით ვისთვისა ეს დონე არ იქნება მაქსიმუმი. ეს თაობა კიდევ პარლამენტში გავუშვათ ზოგი დეპუტატად ზოგი დაცვაში.
ზურა
19 ნოემბერი 2020 16:12
1
ეგ კიდევ უფრო ცუდია - თუ მაქსიმუმი გააკეთეთ და ეგრე ითამაშეთ ე.ი. მაგ ფსკერზე მეტი არ შეგიძლიათ. ეგაა ყველაზე დიდი უბედურება.

მომატების პერსპექტივა რომ გქონდეთ კიდევ ჰო.

პატარები: ხვიჩა, დავითაშვილი და სხვები თუ იზამენ რამეს.
me ar var Roboti
19 ნოემბერი 2020 15:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული