გურამ კაშია: მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ესტონეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები.

მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ, რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ, რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. სამწუხაროდ,
გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა", - აღნიშნა გურამმა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
Ეს ჩვენ ვართ ქართველები, სულ იმედით და ამბიციით რომ ველოდებით ყველა შესარჩევს, მერე ყაზახეთს მოვუგებთ და უკვე ამბიცია ამპარტავნებაში გადაგვდის. Წარსულით და ისტორიით ვცხოვრობთ, სიახლეების გეშინია და ვართ ასე. Თორემ აგერ კაცმა თავის პირით თქვა რეალობა და მაქსიმუმი ჩვენი ესააო. Ეხლა ლანძღვით, სხვაზე გადაბრალებით აღარაფერს ეშველება,ყველა ერთად დავდგეთ სიტყვითაც და საქმითაც და შევცვალოთ ეს რეალობა უკეთესობისკენ. Სათქმელი უნდა ითქვას ყველანაირი მორიდების გარეშე,ამას არ ეწყინოს, იმას არ ეტკინოს მასე არა ოღონდ.
Ნიკა
19 ნოემბერი 2020 17:54
1
...ამ კომენტარი მერე ახალი გუნდია შესაკრები...
კაცი დელიკატურად გვეუბნება თავი დამანებეთ მეტი მე და სხვებსაც არ შეგვიძლიაო...
buba
19 ნოემბერი 2020 17:16
0
უკაცრავად, ეს ბიჭი ფეხბურთზე ლაპარაკობს ნეტავ.
ვაჟა
19 ნოემბერი 2020 17:51
1
ეხ კაშო დაბერდი,პანდევმა გაჯობათ შენ და კანკავას,თან ისე დაგჩაგრათ რომ კაი ხანი არაფრად ივარგებთ,რაც გამოჩნდა კიდეც ბოლო 2 თამაშში.სომხებმაც ისწავლეს ფეხბურთის თამაში. 7-0 უგებდნენ შენი წინამორბედები
რობერტა
19 ნოემბერი 2020 16:32
2
ყველა 25 წლის ზევით ე.წ. ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ ნაკრები, არიან ფეხბურთელები რომლებიც შედარებით გვიან, 26-27 წლის ასაკში იხსნებიან, მაგრამ ჩვენს ნაკრებში 25 წელს გადაცილებულს არცერთს არა აქვს განვითარების პერსპექტივა და არაფერში სჭირდება განვითარების უპერსპექტივო ნაკრებს. კაშიას კიდევ რა უჭირს, კარიერის დასრულების შემდეგ ბაბუცა პატარაიასთან სამსახური გარანტირებული აქვს
llcl
19 ნოემბერი 2020 18:44
2
თუ ეს მაქსიმუმია, მაშინ დააბრუნეთ ვაისი და ბოლომდე გაუხსენით ხელფეხი (გაუშვას ვინც გასაშვებია). ერთი წელი არცერთმა ჟურნალისტმა ხმა არ ამოიღოს. თავისუფლება მიეცით. პირანიობას მოეშვით.
SL
19 ნოემბერი 2020 17:00
6
ხოდა გამარჯობა შენი !!! მაქსიმუმი რო დადეთ მაგ თამაშზე , და ეგ როა თქვენი მაქსიმუმი მაგას გეუბნებით მეც! მოშორდი შენც და ნარჩენებიც ნაკერბს! და სადაც გინდა იქ ითამაშეთ! ეს დავითაშვილი ვერც მე ვერ გავიგე , დავიჯერო ეგეც ყოფილი ფეხბურთელის შვილია? ( არადა პრესა ისე წერდა მეთქი დაგლიჯავს ყველაფერს და აღმოჩნდა რო ნოლია ეს ბავშვი!
Vasili
19 ნოემბერი 2020 21:08
2
მთვარეულებივით რომ დაბორიალებთ, ეგ არის მაქსიმუმი? დაანებეთ ფეხბურთის თამაშს თავი და ქვეყანას და ერს ნუ არცხვენთ.
ლიახვისპირელი
19 ნოემბერი 2020 22:20
2
ეგ რომ არის თქვენი მაქსიმუმი, აწი თუ გამოგიძახებენ ნაკრებში სათამაშოდ ნუ ჩამოხვალთ ვინც ბოლო სამ თამაშში "თამაშობდით". როცა არ შეგიძლია თამაში , ღირსება მაინც ხომ უნდა გქონდეთ . დაივიწყეთ ნაკრები, პატივი ეცით გულშემატკივრებს................
kaxa
19 ნოემბერი 2020 22:17
2
მაგას თუ მაქსიმუმს ეძახით მაშინ ნებისმიერი უბნის ფეხბურთის მოყვარული სასტავი დაგახევთ ბურთს თავზე
mmm
20 ნოემბერი 2020 09:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული