ჯაბა კანკავამ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის. ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერმოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა.

12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის.
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა.

მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან. ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე, ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით.

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა, ეს მძიმე პერიოდი, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენს ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის," - დაწერა ჯაბა კანკავამ.



მკითხველის კომენტარები / 33 /
პატივს გცემ კაპიტანო როგორც კაცს და როგორც - ფეხბურთელს.
თუმცა მგონია ერთგული, გულანთებული გულშემატკივრის არშეშვებაზე და უაზროდ დაჯარიმებებზე ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგეწერა. ოქრიმ დაწერა ყველაზე ალალად და ყველამ იცის რომ მაგიტომ მოკვეთეს ნაკრებიდან.
ბოდიში კაპიტანო.
კაპიტანს
21 ნოემბერი 2020 10:27
2
Ნამდვილი კაპიტანი
Levan
21 ნოემბერი 2020 02:29
2
კანკავა - მებრძოლი მორაგბის ფსიქოლოგიით!
რაგბის ფანი
21 ნოემბერი 2020 01:20
1
რატომღაც ბევრი ოქრიაშვილს სრულიად უსაფუძვლოდ ემტერება! თუ ნაკრების ყველა თამაშშივინმე ბოლომდე, ქანცისგაწყვეტამდე დახარჯულა ეს ჩემთვის ძვირფასი თორნიკე ოქრიაშვილია თავიდან ბოლომდე ფეხბურთელი, გულიანი კაცი! ასე იყო მაკედონიასთანც, თორნიკეს თავი არ დაუზოგავს! თუ ვერ დადო შედეგი რა ვქნათ, მესი რომ მესია იმასაც კი არგენტინის ნაკრებში ხშირად თუ ყოველთვის არა, თამაში არ წასვლი! წარმატებები თორნიკე შვილო! გული არ გაიტეხო, კიდევ ბევრი კარგი დღეები დაგიდგება! ასევე ყველა დანარჩენ ფეხბუთელებს გისურვებთ წარმატებას და საერთოდ არ ვთვლი, რომ თქვენ რომელიმე თამაშში გისაჩკავიათ. ყველა ჯიგრიანი ბიჭები ხართ, ქართველები! რას იზამ, ხანდახან თავსზევით ძალა არ არის!
aburjga
20 ნოემბერი 2020 19:44
7
მხოლოდ კანკავა არის დასაფასებელი დანარჩენები მოედანზე დადიოდნენ.რატო ეგონათ ზოგიერთ ფეხბურთელებს რო მაკედონია გამოვიდოდა მოედანზე და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ეტყოდნენ აგერ ჩვენი კარი და რამდენიც გინდათ გაიტანეთოოოოოო,ჩვენ კი არაფერში ხელს არ შეგიშლითოოოოოოოო,სიმართლე უნდა ითქვას კანკავა და მაქსიმუმ 1-2 ფეხბურთელი დანარჩენები ამ ფინალისთვის მზად არ იყვნენ,მიუხედავათ იმისა ამ მატჩის თარიღი იცოდნენ ისინი თავიანთ კლუბებში არ მოემზადნენ ამ მატჩისთვის, ეს უკვე მათ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველეფს,ზოგიერთი ნაკრების ფეხბურთელი კი იძახოდა მაგრად მოვემზადეთო, მაგრამ მინდორზე გამოჩნდა მათი მომზადება, მათი განცხადებები მატჩამდე ისეთი იყო რომ ზოგი იძახოდა ცეცხლი გვიკიდიაო და რაღაც ამდაგვარები, ენამჭერმეტყველება კიარა ფეხბურთის თამაში და საქმის სერიოზულობით მიდგომა იყო საჭირო ფეხბურთელებისგან, რაც ასე არ მოხდა, ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი.ნაკრები უნდა გაახალგაზრდავდეს, არიან საკმაოდ კარგი ახალგაზრდები და ამ გუნდს მომავალი ნამდვილად აქვს,სანაკრებო სელექცია უნდა გაძლიერდეს და ყველა ის ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ.
ziko
20 ნოემბერი 2020 18:56
3
ძალიან დიდ როლს ასრულებს დღევანდელ სპორტში ფსიქოლოგია და ფსიქოლოგი. კარგი ფსიქოლოგი თუ არ ყავს სპორტცმენს შეიძლება გაუჭირდეს. განვითარებული ქვეყნების ნაკრებებს ჰყავთ ფსიქოლგები. საფინალოდ ბიჭების ფსიქოლოგიურად მომზადება აუცილებელი იყო და არც სამომავლოდ იქნება ურიგო.
ლუკა
20 ნოემბერი 2020 18:31
2
იცით რა არ მომეწონა ამ ბოლო ხანებში? აი დააკვირდით ფეხბურთელების ან იგივე კობის კომენტარს - "ყველაფერი გავიღეთ, სული და გული ჩავდეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, არადა ყველაზე მეტად ჩვენ გვინდოდა" და იქვე, ფარულად გულშემატკივარს წაკრავენ ხოლმე კბილს "განსაკუთრებული მადლობა ნამდვილ გულშემატკივარს" , მჭედლო საერთოდ კიდევ უფრო შორს წავიდა და "ვისაც ეს წაგება გაუხარდაო" ბიჭებო ნუთუ თქვენ არ იცით რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, ისიც ვინც ყოველ თამაშს ესწრება და ისიც ვისაც ფეხბურთი დიდად არ აინტერესებს მაგრამ საქართველოს ყოველთვის გულშემატკივრობს, რადგან ეს ეროვნული ნაკრებია. მე არ მეგულება ქართველი, რომელსაც ეს წაგება გაუხარდა ასე რომ ნუ ეძებთ შეთქმულების თეორიას, და ნუ უწოდებთ ვინმეს " ჩასაფრებულებს". სამწუხაროდ ასეთი ნეგატივი მხოლოდ შედეგმა კი არა, ზოგადად თამაშის ხარისხმა გამოიწვია უფრო სწორად თამაშის არარსებობამ ასე "სიცოცხლის თამაშს" არა ატარებენ. შემდეგ ორ თამაშში კი ნიჰილიზმის ნიშნებიც კი გამოჩნდა, რაც კიდევ უფრო მტკივნეულია
დუდუ
20 ნოემბერი 2020 18:28
1
ჯაბა ყველასთვის სამწუხაროდ შენ ჩაძირული გემის კაპიტანი ხარ პიროვნული შრაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია არსად უბრალოდ დამღლელია მუდმივად უგულშემატკივრო უსუსურობას...
912
20 ნოემბერი 2020 16:53
1
რესურსი ამ ნაკრებს არა აქვს. ლობჟანიძე ბექა, შენგელია, ხვიჩა, დავითაშვილი მეეჭვება, კაჭარავას შეუძლია, პასებს თუ მისცემენ და ჩაკვეტაძე. დანარჩენი შესაცვლელია. კირკიტაძეს რატომ არ ეძახით. რაღაც მიბლოკავენ კომენტარებს, ამ ბოლო დროს, გთხოვთ გაუშვათ
თამაზი
20 ნოემბერი 2020 16:20
5
მერე ეგ ხალხი,რესურსი არ არის?
სოსო
20 ნოემბერი 2020 18:50
1
ჯაბა კანკავა არი ეტალონი თუ როგორი უნდა იყოს შვილი მეგობარი ადამიანი სპორცმენი თავის საქმის ზედმიწევნით ერთგული და მე არ მახსოვს მისი ჩაგდებული თამაში ეროვნულ ნაკრებში თუ მომენტი ყოფილა არ წასვლია თამაში ბოლომდე დახარჯულა სტორად ესეთი სპორცმენები უნდა იყვნენ და ამისნაირებისგან უნდა აიგოს ერმა მაგალითი ერთგულებისა და ქვეყნის წინაშე ბოლომდე დახარჯვაში ჯაბაა შენ ბოლომდე იქამდე სადამდეც შეგეძლება ნაკრების გვერდში დგომა იქამდე უნდა იდგე სამაგალითო კაცო
გიორგი
20 ნოემბერი 2020 16:09
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული